ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: საბავშვო
7 თებერვალი, 2011


გემრიელი სახლი

მოდით, ნახეთ,  ჩემი ქოხი
რა რიგ გემრიელია
შორიდან მისი ყურება
უთუოდ რომ ძნელია.
ბისკვიტია მთელი სახლი
სახურავი - ვაფლი
ფანჯარა შაქარყინულია
გალესილი თაფლით.
გოზინაყის კარადები
ჩურჩხელების ჭაღები
შოკოლადის როიალი
და ზეფირის ბაღები.
მარმალადის სავარძლები
გრილიაჟის სკამები
კექსის ფართო ტახტი და
კაკლის დიდი კარები.
კედლები მოხატულია
მოხარშული კრემით
აქ რომ სიტკბო ტრიალებს
ვერ აგიღწერთ ენით.
ხალიჩები ხილისაა
არის სრული კომფორტი
აბაზანა სავსეა
მარწყვის ტკბილი კომფოტით.
ახლა შეხეთ ეს კარიბჭე
როგორ ბრწყინავს მზეზე
იმიტომ რომ გალავანი
არის მხოლოდ ბეზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები