სუფთა, ცივი ღამე მე წამოვწექი მინდვრის ცვრიან ბალახზე მივაშტერდი ცას ჩაიქროლა მოწყვეტილმა ვარსკვლავმაც... მთვარე ჩემი მეგობარი მიღიმის მე ირონიულად მან ხომ იცის ვინც ვართ ჩვენ ამ სამყაროს უსასრულობაში... არის ვინმე იქ მაღლა? მარტონი ვართ? მე მარტო ვარ ჩემს საკუთარ სამყაროში... ჩემი თითის წვერები რომლებიც თხრიან მიწას ელოდებიან უფსკრულს რომ აავსონ მზის სითბოთი. მეშინია ჩავარდნის ამ სიცარიელეში მე ვგრძნობ მარტო თავს საკუთარ სამყაროში არის ვინმე აქ?! არ მჯერა, რომ მარტონი ვართ არის ვინმე ვისაც ესმის ჩემი ნათქვამი? გამოდით და დამენახეთ ან იქნებ არავის უნდა მომისმინოს და გამიგოს? ან იქნებ უბრალოდ შორს არიან? მე კი ვიძირები ჩემს ფიქრებში ნეტავი ვინმე გამიგებს? არადა ეს საერთოდაც არ მაინტერესებს... ამ ლექსის აზრი ხომ ვიცი ძალიან დიდია! როდესაც მარსამდე მხოლოდ ოცდაათი წამია... მე მარტო ვარ ჩემს პატარა სამყაროში!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|