ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2011


გიყვარვარ?

გიყვარვარ?
გიტოვებ... მინდვრებად გაბნეულს...
მარცვლებად სიყვარულს...სევდას და სინაზეს...
აკრიფე, თუ შეძლო...
დახვრიტე ფრთხილად და...
აასხი ფერებად  გრძნობების სინაზე...
გიყვარავარ?
შენს ხელში ლოცვების ფსკვნილი ვარ...
თითები მარცვლავენ იისფერ საფირონს...
იცოდე, ცოტათი მეტი ვარ მირაჟზე...
და თუკი ღვთისმშობლის ხატიდან წვეთ მირონს
იპკურებ...წარმართი იწამებ სალოცავს...
იებად ვიფეთქებ ამ ზამთრის ჯინაზე...
გიყვარვარ?
შეძელი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები