ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
13 თებერვალი, 2011


მოსკოვურები - 4

9. ქსოვილების მაღაზია

მოსკოვში ვარ. 
ჩემმა მოსკოველმა ხელმძღვანელმა, ალა ბორისოვნამ სახლში დამიბარა. თან მიმანიშნა:  „მეტროდან რომ ამოხვალ, ხელმარჯვნივ წამოხვალ, ქსოვილების მაღაზიამდეო“.
მოსკოვის მეტროპოლიტენს, უმრავლეს შემთხვევაში, ორი  ამოსასვლელი აქვს, თუ მეტი არა.
მოკლედ, ამ ჩემმა ალამ არ იცოდა და "მისი" ამოსასვლელი წინა საღამოს დაუკეტავთ სარემონტო სამუშაოების გამო.
მომიწია მეორე ამოსასვლელიდან ამოსვლა, და თურმე იქაც, ხელმარჯვნივ თუ წავიდოდი, ქსოვილების სხვა მაღაზია შემხვდებოდა გზად.
მე ამდენი სად ვიცოდი?
ჰოდა, გავუყევი ქუჩას ხელმარჯვნივ. მალე მივხვდი, რომ სადღაც სხვაგან მივდიოდი და გამვლელ ქალს ვკითხე გზა, თან მისამართი დავუსახელე.
არ იცოდა. მან ვიღაც სხვა ქალი გააჩერა, იმ ქალმა – სხვა მამაკაცი, იმან კიდევ ერთ მამაკაცს სთხოვა დახმარება...
მოკლედ, ყველამ იცოდე  ქსოვილების ეს მაღაზია და არავინ იცოდა, თუ იქვე ახლოს მდებარეობდა მეორეც...
უცებ ამ კაცმა შუბლში იტკიცა ხელი:
– Ой, вы наверное ищите «МОСТКАНИ»...
– То есть как, МОСТКАНИ? - გამიკვირდა.  თან გავიფიქრე: "სულ გარეკა ამ ხალხმა... ჰმ...  "მოსტკანი"...  კარგია, "ყ"-ს ვერ ამბობს... რა იცის ახლა ამან ალა ბორისოვნა? რა შტერი კაცია-მეთქი...".
– Ну, магазин тканей местного производства, московской ткацкой  фабрики!... Вам в противоположную сторону.... - გამიღიმა, ხელით მაჩვენა, საითაც უნდა წავსულიყავი, დამემშვიდობა და წავიდა...

დავრჩი ასე "გაღიმებული"... 
:)))))



10. შ ე ნ ი    გ ო ჩ ა...

ინსტიტუტიდან სახლში მისულს, ჩემმა მამობილმა დიმამ ამბავი დამახვედრა:

– Звонила твоя ГОЧА...
– Какой  Гоча? Я не знаю здесь такого...
– Не «Какой»  а «КАКАЯ»...
– Да, но ГОЧА  - это ОН!
– Подожди, Гизо нас научил стих про поросёнка.
– Папа?  И какой же стих?
– Ико патара  гоча, конда патара проча...  Тамрико, как по-гузински поросёнок?
– „ГОЧИ“ а не „ГОЧА“... 
– Да, верно... ГОЧИ а не ГОЧА... Ну, значит  звонила твоя ГОЧИ... Ната твоя звонила...

P.S.  არ გადავთარგმნე, რადგან ერთიანად კარგავდა მუღამს.
:))))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები