ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2011


ჩემი მეგობარი ფსიქოლოგი.(გაგრძელება)

        გიორგი ,    შენი    გამოჯანმრთელება  ერთი ადვილი ვარჯიშით    უნდა დავიწყოთ, რომელიც  ტვინში დაგროვებულ      ნაგვისგან    დასუფთავებაში  დაგეხმარება.    ამ    წუთისთვის ,      ტვინი ჩვენი მოწინააღმდეგეა,    მაგრამ ჩვენ მას არ შევებრძოლებით , რომ არ გავაძლიეროდ  , როგორც მტერი,  ვეცდებით დავუმეგობრდეთ.      უნდა დავარწმუნოთ,  რომ      საკვები,  რომელსაც  ჩვენ      მივაწვდით(ინმფორმაცია  , ტვინისთვის საკვებია)      ტკბილად მოსანელებელი იქნება    და არა შხამივით  მწარე.    უნდა      ნახოს ,    რომ    რის დავიწყებასაც    ამდენი ხნის განმავლობაში    ცდილობს და მალავს  ტვინის ყველაზე ბნელ ხვეულებში, არც ისე მოუნელებელია.      როგორ ფიქრობ, ვინ იყო ის, ვინც მუდმივად შფოთავდა ? რომელიც არ იძინებდა,    სანამ არ დარწმუნდებოდა,  რომ შენ არ ჩაუღრმავდები  შენ  "მეს",    ცდილობდა დაერწმუნებინე,    რომ დალევა არის  ის  მაშველი რგოლი,  რომელიც შენ გესაჭიროება ,  მშფოთავი ქვეცნობიერისგან      თავდასაღწევად?    ტვინი ,    შენი საკუთარი ტვინი.    ჩვენ გვგონია , რომ ჩვენ  ჩვენი ტვინი ვართ, არადა ის უბრალოდ ერთი  საჭირო ორგანოა , აქ ყოფნა  რომ გაგვიადვილონ,  მაგისთვის ბოძებული.  დახვეწილი  კომპიუტერია, მოკლედ    რომ ვთქვათ  და    უნდა      ისწავლო მისგან  გამიჯვნა.  არ უნდა პროეცირდე მასზე,  არ გაიგივდე.      ტვინი იმათ    უნდა  აქციო ,  რაც სინამდვილეში არის, ის    შენი    მსახურია,    შენ  კი  მისი    ბატონის    პოზიცია უნდა დაიბრუნო.          შენ ხარ პირველი,  ის    შენს მერეა.     
      მოკლედ ჩვენი მიზანი რა არის?       
      ტვინის ერთგულ მსახურად ქცევა!----პიონერივით უპასუხა  გიორგიმ-----  და მითხარი რა გავაკეთო  ტვინის დასამეგობრებლად?
        გეტყვი გიორგი,  აბა რას ვიზამ.  მანამდე,        შენ  მითხარი კლასიკურ მუსიკასთან როგორ ხარ?
        მშვენივრად, მშვენივრად. ამდენი ხნის განმავლობაში,    შემიძლია    დარწმუნებით  გითხრა, რომ უთანხმოება ფაქტიურად არ გვქონია.  სამწუხაროდ  ამ ბოლო დროს  იშვიათად ვექონტაქტები, უფრო  მეუღლესთან და ბავშვებთან მეგობრობს      და მაშინ თუ ვისიამოვნებ მასთან    ურთიერთობით.
        ძალიან კარგი,  მაშინ პირველი ვარჯიშისთვის,  ჩემი  გემოვნებით აგირჩევ  მუსიკას , შემდეგში კი შენ  თვითონ ამოირჩიე ,  თუ გინდა  დისკი    წამოიღე ,  ან    შეგიძლია კომპიუტერიდან  მოუსმინო, როგორც  შენ  ისურვებ.    ამ ვარჯიშის დროს    მთავარია , იფიქრო შენთვის ძვირფას ადამიანებზე;    აქ მყოფებზე,  იქ მყოფებზე,  არა აქვს მნიშვენელობა.      მთავარია    არ დაჰყო  გარდაცვლილებად  და ცოცხლებად.      ერთ    სივრცეში გყავდეს ყველა.    სივრცეს პირობითად ; ამ წუთს და აქ დავარქვათ, ამ სივრცე-დროიდან არ უნდა გაუშვა არავინ .  იფიქრე მათზე ,  მოიფიქრე  რა გინდა  გაუკეტო მათ ისეთი რაც  გაახარებთ,        შეგიძლია    სიტყვით  შეეწიო , შეიძლება  რამე მატერიალურით ,  საჩუქარით  გაახარო  მაგალითად.      ამის გარდა  , ეცადე გაიხსენო , რა იყო  მათთან ურთიერთობაში  ისეთი,  რასაც  შეცვლიდი,      ისეთი, რაც იცი,  რომ თავის დროზე არ ესიამოვნათ,  ყველაფერ ამის    გახსენების შემდეგ,  ბევრი დრო  აღარ დახარჯო    გასაკეთებელზე.    ეგრევე  აჩუქე , ბოდიში მოიხადე და ასე შემდეგ.  ყველაფერი ამ წუთსავე და აქვე უნდა გააკეთო,  არ გადადო არც ერთი წამით.  არ  იფიქრო ,  რომ  ვერ შეძლებ  ამას ,      მერწმუნე  არც ისე    რთულია  და თან  ნახავ რამხელა სიამოვნებას მიიღებ.      თვითონ      აეწყობა  ყველაფერი  თავისთავად,  ვიღაცას რაღაცას აჩუქებ , ვიღაცას პატიებას  სთხოვ.          დაიმახსოვრე;    პირველ ეტაპზე  პატიებას შენ ითხოვ,      შენ არიგებ საჩუქრებს.      არ  მიიღო მათგან საჩუქარი , არ  გაიხსენო    ცუდი მათგან,  არა წყენა , მოკლედ  არაფერი მათ შეცდომებზე.    გასაგებია?
        ისე რა , მაგრამ      იმედი მაქვს პროცესის დროს უკეთ გავერკვევი.
        კიდევ ერთი  აუცილებელი რამ ,  ამ ვარჯიშისას    ,  " ღღღღრრრ  ან    ხხხხხხხრრრ,"  (არა აქვს მნიშვნელობა  , რომელს აირჩევ)  უნდა იძახო.
        რა უნდა ვიძახო?
          ხხხრრრ ან ღრრრრ , თუ გინდა მორიგეობით.
          ამას სერიოზულად მეუბნები  ?    მე ძმაო,  ცოტა ზედმეტს ვსვამ,  ჩემი გამჭირვებია, მაგრამ  ჯერ    ეგრეც  არ  გამირეკია, რა  ხრრრ, ღრრრრ უნდა ვიძახო?  მესმის  ოოომ-ოუმ    გეთქვა , ან რამე მსგავსი ,  როგორ ფიქრობ მეტყობა მე ეხლა რომ შემიძლია თან მუსიკას ვუსმინო , თან  ვიხრიალო,    თან ახლობლებზე ვიფიქრო ,  პატიება ვითხოვო ,    საჩუქრები ვარიგო  და  ამის  შემდეგ  სახლში საღ ჭკუაზე მივიდე?  შენ მარიამმა ჩემი გაგიჟება თუ დაგავალა ეგეც  მითხარი.    არა, ძმაო ამდენს  ვერ გავქაჩავ , რამე ამოვაგდოთ , აი ეგ    ხრ-ღრ-ები, არ შემიძლია, ვა.  --- სიბრაზე გაურია ხმაში.
        შეძლებ დამიჯერე ,  მაგის ძახილი ყველაზე უფრო ადვილია,  მთავარია თავიდან      ბევრ ადამიანზე    არ იფიქრო,    იყოს დღეისთვის    2-3 ადამიანი ,    საკმარისია.      ნელ ნელა  მიეჩვევი და ნახავ , როგორ მოიმატებს  მათი რიცხვი , რაც უფრო გაიზრდება რაოდენობა, მით    უფრო  კარგი.    უფრო და უფრო  შეიფერებს  ტვინი  ერთგული მსახურის როლს,    მთავარია გარემო შევუქმნთ კომფორტული.
        შენ გგონია, ეგ მდგომარეობა კომფორტული იქნება და ესიამოვნება?
        მაგრად      გაუსწორდება დამიჯერე---- გაეღიმა.
        კარგი მოვსინჯოთ,  დაგიჯერებ.    მუსიკას ყურსასმენებში  ვუსმინო? 
        ყურსასმენები    არ    გინდა,  არც სახლში  ვარჯიშისას    გაიკეთო.    მუსიკა ფონია  და არა  ძირითადი ელემენტი    ამ ვარჯიშისთვის.
        კარგი , ზურა    ბატონო.    შენ ის მითხარი      ვარჯიშს    ახლავე ვიწყებთ,    თუ ერთ დღეს მომცემ ,  ამ ყველაფერს,  რომ    შევეგუო---გახუმრება სცადა.
        შენ უკვე შეგუბული ხარ გიო, ამ ყველაფერს , თორემ ისე არ მოხვიდოდი აქ.
        არა ძმაო ,ასეთს    ნამდვილად არ ველოდი,  ვიფიქრე    დიდი--დიდი,  წამოვწვები  ,  პატიოსნად, ტახტზე ,    მოვყვები სევდიან ისტორიას გალოთებულ ბიჭზე ,    ბავშვობის რამე ტრამვას დავაბრალებთ მერე ამას,      ვეცდებით    რაიმე  სახის  სექსუალური ძალადობის გახსენებასაც  ,  რომელმაც ჩემს ფსიქიკას    დაღი დაასვა    და    ბოლო ბოლო ლოთობაში იჩინა თავი .    ათასი  ფილმი    მინახია მსგავსი სცენარით და წაკითხვითაც,    ხომ უამრავი წამიკითხავს და რას ვიფიქრებდი რომ მაინცდამაინც მე მომიწევდა გაფუჭებულ    "პობადასავით"    ღრრრ, ხრრრ ბღავილი---ორივეს გაეცინა,
        არ გაგიმართლა, ძმობილო  3 თვით    ადრე რომ მოსულიყავი, იქნებ რაღაც    მაგის მსგავსი გადაგხდენოდა თავს, ეხლა კი სულ სხვა მეთოდით დავიწყე მუშაობა.  არის ასეთი ფსიქოლოგი, ავსტრიელი ფრანც კაგენბახი, (არ შეგვჭამეს ამ ავსტრიელებმა,---გიო ჩაერთო.) რომელიც  პრინციპში ახალს  არაფერს იძახის,    როცა ამბობს რომ დაგროვებული უარყოფითი ემოციები , ტვინის გარკვეულ უბნებში ილექებაო ,    სხვანაირად  რომ ვთქვათ,    არსებობს საცავი, უარყოფითი    ემოციებისა , სადაც ისინი დაზიპულ--დაფაილებულები    ინახებიან,  ოღონდ  უბრალოდ კი არ ინახებიან , მკვდარი ნივთებივით, არამედ    სიცოცხლეს განაგრძობენ, მზად არიან,  ხელსაყრელ დროს ელიან , მუდმივ ტრანსფორმაციაში  არიან,    ასეც უნდა ყოფილიყო, ენერგიაა  და ვერსად გაჰქრება ,  გადადის ერთი ფორმიდან მეორეში ,  ჰოდა ,რამდენ უსიამოვნო ფაქტს ინახავს ტვინი ხომ წარმოგიდგენია , ანუ რა ენერგიაა    სადღაც ტვინის უბანში    შენახული      წარმოგიდგენია?  საოცრება ხდება , ამ საცავში თაროზე შემოდებული წიგნებივით კი არ არიან    რომ გადმოიღებ  გადაშლი    და ერთიდაიგივე გვერდზე , მუდამ ერტი და იგივე რომ  წერია ,    არა ამათ სულ სხვა თვისება  აქვთ , ცოცხლობენ    და მუდმივ    ცვლილებაში  არიან ,  ერთგვარ მუტაციას განიცდიან        ეს უარყოფითი ენერგიები , თან ერთმანეტის გვერდზე მყოფნი,    თუ მოხდა და  დაემთხვა  მათი მუტაციის  ფაზა,    რეზონანსში მოდიან,    აძლიერებენ ერთმანეტს  და      ერთი  შეხედვით    ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ,    შეიძლება  ისე    გააგიჟოს  და ისეთი    რამ    ჩაადენინოს ,  ვერც თვითონ და ვერც გვერდზე მყოფებმა , ვერანაირი  რაციონალური ახსნა ვერ მოუძებნონ.  ეს სწავლება  ახალი არაა ,    30-40 წლის წინ,    თითქმის ერთდროულად (იყვნენ ასეთები)    შტანგე და ფიოლე  აქვეყნებენ შრომებს , სადაც ამ მოვლენას აღწერენ  , საინტერესო ის იყო,    რომ ფიოლე ფიზიოლოგი იყო    და    იმ  პერიოდში  მაიმუნებზე  ატარებდა ცდებს,  სულ სხვა მიმართულებით….
          მორჩა, მორჩა ,  გეყოფა  ჩემო ზურა , აღარ გვინდა    გაგრძელება,    ისედაც    მაგრად    დავშინდი, ასე რომ მარტო ის მითხარი 'ხრ და ღრრ"    რა კავშირშია    ამ ყველაფერთან ? 
          გაირკვა,  რომ    ზოგიერთ    თანხმოვანთა        ხანგრძლივი გამეორება(არაა აუცილებელი ხმამაღლა იძახო ,  შეგიძლია  შენთვის გულში  იძახო ,  ეგაა რომ  პრაქტიკამ აჩვენა , თავიდან სჯობია ხმამაღლა ხდებოდეს ეს ყველაფერი) ერთგვარ შემაკავებლის როლს თამაშობს,  უფრო სწორედ  გარკვეულწილად,    უარყოფით    ენერგიების მართვად    დახარჯვაში გიწყობენ ხელს , წარმოიდგინე ბუშტს კი არ ხეთქავ ,  ნელ-ნელა ფუშავ , აი ამ პროცესის სამართავად არის ეგ ბგერები საჭირო და იმ    უარყოფითი ენერგიებით  სავსე    ბუშტებს  ნელ-ნელა გაუხეთქავათ ჩაფუშავ,  რამე რომ არ დაგიშავდეს, მიხვდი?
            რაღაცას მივხვდი, მოკლედ რომ ვთქვა ხრ, ღრრ ძახილისას  ამ        ენერგიებისგან    ვთავისუფლდები, ასეა?
            კი ბატონო, რადგან ასე გირჩევნია  ეგრე ვთქვათ .
          შინაარსი თუ ეგაა,    მირჩევნია    ჩემთვის    გასაგებ ენაზე ვილაპარაკოთ , ფაილების და ფოლდერების გარეშე.    მოდი დროზე დავიწყოთ  ზურა , ერთი სული მაქვს ღმუილი დავიწყო და მაგ ენერგიებს დედა ვუტირო , მაგათ ვაჩვენებ მე მუტაციას.! 
            არა, არა ეგ არ გამოვა.    ერთ-ერთი მთავარი მომენტი აქ ისაა, რომ      ამ  ვარჯიშისას  შენ ამ  ენერგიებზე, მათ საცავებზე , ფოლდერ-ფაილებზე  საერთოდ არ უნდა იფიქრო , როგორც არ ფიქრობ სუნთქვაზე, ასევე არ იფიქრო იმაზე რომ შენ ეს ენერგიები უნდა გააქრო, ეს თავისთავად მოხდება ,  (შენი საფიქრალი და გასახსენებელი    ადამიანები    არიან , ვისთანაც რამე გაკავშირებს , ან გაკავშირებდა)  როგორც კი  მოინდომებ და შეგნებულად დაიწყებ მაგ მუტანტებზე ფიქრს , ისინი ამას იგებენ ,  მზადყოფნაში    მოდიან    და  სულ    სხვანაირად იქცევიან, როგორც  ელემენტალური ნაწილაკების,  ქცევა იცვლება როცა მათ  აკვირდებიან, ასევეა აქაც , ესენიც გრძნობენ და    შეიძლება გაქრობამდე მოასწროს აფეთქება,  ამიტომ    ამ    დროს არაფერი მათზე ფიქრის მსგავსი, რომ მორჩები    ვარჯიშის აქტიურ  ნაწილს , კიდევ რაღაცცები გვაქვს გასაკეტებელი,  მაგრამ  მაგას მერე  გეტყვი. 
            კარგი , კარგი , მაგარი      ცუდი    ვინმეები    სჩანან  ხომ იცი.
            ჰო,  მართლა ეგეთები არიან, მონსტრები.




















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები