ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2011


ვადაგასული ლექსი

შენს გულში რამდენჯერ გავიელვე,
თვალებზე მერამდენედ დაგრჩი...
და ცრემლები ისე აგიღელვე.
ქარიშხალმა რომ იცის ზღვაში...

მერე დაგიშრა ცრემლებიც,
დაგღალა მონატრებამ ჩემმა...
სადღაც გაგეფანტა ფერებიც
იქეცი უაფრო გემად...

რამდენჯერ მეხვეწე: დამიჯერე,
მე მაინც ვიყავი ბავშვი...
და როცა წახვედი... ამის მერე,
ვით ღიმილი...  დაგკარგე ქარში.


სევდით გარინდებულს ბაღებში,
მათევენ ღამეები თეთრად,
და ზამთრის ქარიან ღამეში
მაინც მომიფრინდი მერცხლად.

ცრემლები მახსენებს შენს თვალებს:
მე, დაღონებული... უნდოდ.
ალბათ ქვიშაც  კი მღელვარებს
ზღვა როცა მიატოვებს უწყლოდ!

ფიქრებით გადასერილ  მხარეში
შენ ჩემი სინანული გქვია...
ჩემს ცრემლებს გადაგისხამ თვალებში
ახლა რომ არ იყოს გვიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები