ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიქაელი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

კაFე ვავეილა(წამიერად ნანახი სურათი.......)

სიმშვიდე, ქალი და კაFე ვავეილა,
გრძნობა ასი გრამი, ნატიფი Fუჟერი,
ხელში ვათამაშებ უცხოურ მეიდანს
და გულის კარნახსაც დროდადრო ვუჯერებ.

ქუჩაში ბროლება, სითეთრე ნაძვებზე,
თითებს კი ბოლო დროს შეუჩნდა ნერვები,
კაFე ვავეილა, დავფიქრდი და წლები
მირმიან წამებში, სიბერეს ვჯერდები.

კაFე ვავეილა, ქალი და ჩემს გვერდით
ჩემივე ბავშვობა მიწყვიტავს მომავალს,
თვრამეტი წელია ვერსად ვერ შევჩერდი,
რადგანაც დავრწმუნდი ოდესღაც რომ წავალ,

იქ სადაც მიწყვიტავს უფალი ცხოვრებას,
არა და ბავშვობა ამბობს, რომ სულ ვივლი,
მაჯერებს თამამად სულ მემახსოვრება,
პოეტურ დიდების უღრმესი სურვილი.

სიმშვიდე, ქალი და კაFე ვავეილა,
გრძნობა ასი გრამი, ნატიფი Fუჟერი,
ხელში ვათამაშებ უცხოურ მეიდანს,
ბავშვობის კარნახსაც დროდადრო ვუჯერებ.


                                                                  ანას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები