ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2011


ლამაზი დილა

ზაფხულთვალება
მზის ნათება,
ცის ცვარ-ნამება...
მოსულა ფანჯრით,
ღიმილებით...
მოგესალმება.

ცხელ ფეხისგულებს
გაგიგრილებს მწვანე მინდორი,
მერე ფანჯრიდან:
თვით სიმწვანე გამოანათებს...
(ახლა თვალები გიგზავნიან
მზის ცვარ-ბარათებს)

-იცი? მინდოდი...

ნატიფ, თლილ თითებს
შერჩენიათ
სიცხელე ღამის...
და გახსენდება
მშრალი სუნთქვა
შიშველი მთვარის...


სველ ფეხებზე კი გეწებება
სურნელი მოლის,
ხოლო თვალებში
ტკბილი მზერა
ლამაზი ცოლის...

ამ სიმწვანეში:
სიყვარულის
შენ ხარ გამტარი. . .
და სიცოცხლით
უკვე გამთბარი...

შენ... სიხარულის
უკვე მზეც ხარ
ამომავალი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები