ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პროზა
17 თებერვალი, 2011


მე ამ გოგომ ქურდად მაქცია….

***

სამი კვირის წინ ერთი გოგო გავიცანი, მას მერე სამი წუთიც კი არ გასულა ისე, რომ მასზე არ მეფიქრა.

ანგელოზი?!- არა . ერთი უბრალო ჩვეულებრივი გოგოა საკმაოდ ხშირი სახელით.

განსხვავებული?!- არაფერი. არც სახე, არც ტანი, არც ფეხი და არც მკერდი.

როგორ მომხიბლა?!- არ ვიცი, შარმი აქვს საოცარი და უცხო, მომაჯადოვებელია ძალიან.

გინახავთ თეთრი ბედაური მწვანე მინდორში გაჭრილი, ორ ფეხზე შემდგარი და ფაფარაშლილი?!  ხომ საოცარია?! ეს გოგოც, რომ სწორედ ასეთია.

მზეა, რომელიც სხივს გსტყორცნის, შიგ გულში გაატანს და მთელ სხეულს გაგითბობს, მაგრამ თვალის დახამხამებაში შეიძლება ან ზღვაში ჩაიძიროს, ან მთას მოეფაროს და მიგახვედროს, რომ ის არავის ეკუთვნის, ის არამიწიერია და ის ყველას სჭირდება…..    აი ეს მზეც ის გოგოა.

ედემის ბაღთან მიგიყვანს, განახებს რა თვალწარმტაცია ყველაფერი, როგორი სასურველი და წმინდა, გაგაგიჟებს სურვილით და კარებს ცხვირწინ მოგიხურავს…. სწორედ ასეთია ის გოგო.

ვარდია საღმრთო სურნელს რომ აფრქვევს, ლამაზი ფურცლებით შემკული ყველას რომ მოსწონს ყველას რომ იზიდავს. სათუთად უყვარს მოპყრობა, ძალიან ფრთხილად თორემ ვარდის მაგივრად ეკალს იგემებ… აი ამ ვარდს ჰგავს ის გოგო.

მერედა თვალები როგორი აქვს,  გეგონება ციური არსება შემოგცქერის და თვალებით ჯადოსნურ სხივს, რომ მოგახვევს მექანიკური თოჯინასავით გმართავს…

ტალღას ჰგავს აბობოქრებულს, შუა ზღვაში გემს რომ გადაუვლის და მისგან არაფერს დატოვებს, ეს გემი კი უამრავი კაცის გულია, რომელსაც გადაუარა და მგონი მეც ვერ გადავურჩები…

როცა გაივლის ისე ლამაზდება ირგვლივ ყველაფერი გეგონება ია და  ვარდი ეფინებაო ფეხქვეშ…

ასე მომწონს და ერთხელაც არ მითქვამს მისთვის რაიმე ჩემს გრძნობებზე, გიკვირთ არა?!.. მე კი ის უფრო გამიკვირდებოდა ძეხორციელს გამებედა და ქალღმერთისთვის მეთქვა მიყვარხარო.

ერთხელ ხელი ჩავჭიდე და ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მთელი სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებდა.

ხო ასეთია, მართლა ასეთია, ალბათ ნაკლიც აქვს რაღაც, მაგრამ მე ვერ ვხედავ ან კიდე არ მინდა დავინახო, მე ხომ ის უნაკლოდ და განსაკუთრებულად მიყვარს.

იცით რა საოცრად იღიმის?! გინახავთ გაზაფხულზე აყვავილებული კვირტები, ჯადოსნურ სურნელს, რომ აფრქვევს და საუცხოო სილამაზედ იშლება. გიგრძვნიათ რა თავბრუდამხვევია ამ დროს ირგვლივ ბუნება?! ამ ყველაფრის ფასი ღიმილი აქვს ამ გოგოს.

ერთხელ მეგობარმა ნახა და  მითხრა ისე ლამაზია ანგელოზი გეგონებაო. მე გული მეტკინა, რადგანაც სიტყვა ,,გეგონება” აქ სრულებით ზედმეტი იყო.

ჭკვიანია მეტისმეტად, იმდენად ჭკვიანია, რომ ბიჭების ბრბოს, რომელიც მუდამ თან დაჰყვება არც იშორებს და არც ახლოს უშვებს. არ ვიცი ამას როგორ ახერხებს და სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან ჭკვიანია, ის ქალის ეტალონია და ქალური ღვთაებრიობის აპოლოგეტია.

ერთხელ ხელები კისერზე შემომხვია, ლოყაზე მაკოცა და გულზე მომეკრა, მე სწორედ მაშინ ამიხდა ოცნება ვარსკვლავად ქცევისა, თუმცა ეს ახდენილი ოცნება სულ სამი წამი გაგრძელდა და მეც მოწყვეტილი ვარსკვლავივით დავუბრუნდი რეალურ ცხოვრებას.

ის უამრავი ბიჭის ცხოვრების აზრია, ჩემთვის კი ყველა აზრის ,,ანი” და ,,ჰოეა”.

გაბრაზებაც კი უხდება ამ დალოცვილს, პატარა ბავშვს გავს, ბუზღუნას, რომელიც გაბრაზებისას იმდენად საყვარელია, რომ ერთი სული გაქვს ხელი სტაცო და გულში ჩაიკრა.

ამ გოგომ მე სიყვარული მაჩუქა მე კი მგონია, რომ სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.

,,სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე – სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებადო” – ბრძანა ს ე რ ვ ა ნ ტ ე ს მ ა ..  მე ამ გოგომ სათვალე მაჩუქა.

,,სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს” –ბრძანა ს ტ ე ნ დ ა ლ მ ა… მე ამ გოგომ ქურდად მაქცია….

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები