ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: საბავშვო
16 თებერვალი, 2011


ცელქი ქეთი (ჩემს შვილს)

ისე დახტის,როგორც ბურთი,
არ ჩერდება ერთი წუთი,
არც სიცივე არ აშინებს
და არც ის რომ ხვალ იწვიმებს.
დარბის ისე გოგო ცელქი,
არ იტკინოს ნეტავ ფეხი,
ლაპარაკობს არ ჩერდება
და არც ბებოს არ ნებდება.
მალე დედა დააძინებს,
„გუდიანიც“ არ აშინებს,
ცელქი გოგო არის ერთი,
სახელად კი ჰქვია ქეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები