ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: საბავშვო
21 თებერვალი, 2011


ლეკვი ბიმის ამბავი

არ გავუგონე დედას
და გავაბრაზე ყველა
პატრონმა ჩანთით წამიღო
ვერავინ ვერ მიშველა.
ეჰ, სად ჩამომსვა ნეტა
რად დამაცილა დედას?
მასაც ხომ მოვენატრები
და მიეცემა სევდას.
სულ უცხო არემარე
არსად ნაცნობი სახე
მშია..არც პური არ მაქვს
წყალიც ვეღარსად ვნახე..
მგონი გამოჩნდა ვიღაც,
ბაბუ მოხრილი წელში
მომიალერსა ნაზად
და ამიყვანა ხელში.
სახლში ბავშვები დამხვდა,
დამბანეს, მომიარეს,
მერე მეფერეს ბევრი
ბალიშზე მწოლიარეს.
საბანი ზედ დამახურეს
მე  მაინც ძლიერ მცივა,
მხოლოდ დედიკო გამათბობს
გული ძალიან მტკივა.
ჩამძინებია.....მესმის
ნაცნობი ყეფა, ხმაური,
უცებ წამოვხტი ფეხზე და
კარგად დავუგდე ხმას ყური..
არ მჯერა......არა არ მჯერა
ნუთუ მომძებნა დედამ?
სწრაფად გავვარდი გარეთ
და აი, მე მას ვხედავ!
იმდენი მკოცნა,იმდენი.....
სულ დამინამა ტანი,
ერთი დღეა და მგონია
გავიდა რამდენი ხანი.
მოხუცი მოვიდა, მითხრა
თურმე რად გქონდა სევდა,
აწი მარტო არ იქნები
შენთან იცხოვრებს დედა.
ახლა მისმინეთ ყველამ,
მართალ რამეს გეტყვით,
დედის სიყვარულს ქვეყნად
ვერ მოერევა ვერვინ.
უმალ იგრძნობს შენს სატკივარს
გულის ხმას გაჰყვება,
სადაცა ხარ, სადაც გიჭირს
ისიც იქ გაჩნდება.
ჰოდა ასე, ჩვენს დედიკოს
დავუჯეროთ უნდა,
ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ
გავუფრთხილდეთ მუდამ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები