| ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 2 სექტემბერი, 2008 |
ქართული წარმართული პანთეონი 7 ასტრალური ღვთაებისაგან ანუ კერპისაგან შედგებოდა: „მზე, მთვარე და ვარსკვლავნი ხუთნი”. ქართველები თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ ბუნების ძალებსა და მოვლენებს.
საქართველოში "მამაო ჩვენომდე" არსებობდა ასეთი ლოცვა:
„დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში, დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო, უწონ-უმანძილოვ, ცარიელა და სავსევ, უჟამო, უძრაო, წყვდიადო ცაო, სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო, ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი, ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
თავიანთი ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძეს. მაგ.:კოლხთა უზენაესი ღმერთები იყვნენ გ ე ა (მიწა) და უ რ ა ნ ი (ზეცა). ისინი იყვნენ კოლხთა უპირველესი საფიცარი. ამასთან ერთად, ქართველებს ჰყავდათ საერთო ღმერთებიც,-ტომთაშორისი და სატომო ღვთაებების უფროსი ღმერთები.
ანტიკურ ხანაში ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი იყო უფროსად მიჩნეული უ ზ ე ნ ა ე ს ი ანუ მორიგე ღმერთი, მეორე - ქალღმერთი მზე ან მ ზ ე ქ ა ლ ი, მესამე - კ ვ ი რ ი ა. როგორც ირკვევა, უზენაესი ღმერთი - მთვარე-ღმერთია ანუ იგივე მამა-ღმერთი. კვირია - ხმელეთის მოურავია, დევთა და ქაჯთა რისხვა. კვირიასადმი თაყვანისცემა ფშავ-ხევსურეთსა და სვანეთშია შემორჩენილი. იგი, უთუოდ, სინათლისა და იმედის ღვთაებაა.
ივ. ჯავახიშვილმა დაადგინა, რომ სათემო ღვთაებების გარდა, ოდესღაც, ქართულ ტომებს ყველასათვის საერთო რწმენაც ჰქონიათ და საერთო-ქართული წარმართობაც არსებულა. მაგ.:კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი შემოუნახავს. თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ასევე საახალწლოდ წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრელი მეკვლე მეგრულად კი არა, ქართულად ამბობს-ხოლმე.
ივ. ჯავახიშვილი ასკვნიდა, რომ არამც თუ საზოგადოდ ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მეგრელთა და სვანთათვის საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგია და საერთო ენაც ქართული ჰქონდა.
ანტიკური ხანის ქართულ-წარმართულ პანთეონში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ნავარაუდევი არ არის, თუმცა მუშქების (მესხების) ახალი ტალღის გადმონაცვლებას ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ზოგიერთი სიახლე უნდა შემოეტანა რწმენის სფეროში. კერძოდ, ქართული წარმართული პანთეონის მეთავე სამეულში ეს სიახლე, უმთავრესად, უზენაესი ღმერთის - მამა-ღმერთის ახალი სახელის - არმაზის ქართლში შემოსვლით გამოიხატა. შესაძლოა, ეს იყო ახალი დინასტიური, ფარნავაზიანთა მიერ შემოღებული კულტი.
თავდაპირველად აზომ „დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურება”, რაც გამოიხატა ოქროსა და ვერცხლისაგან გამოქანდაკებული კერპების „გაც” და „გაიმის” შემოღებით. შემდგომ ფარნავაზმა, დაამხო რა აზო, „შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად „არმაზ” ერქვა”. მას უკვე უზენაესის ფუნქცია უტვირთავს, რადგან „ქართლის ცხოვრებაში” ის „ღმერთად” იხსენიება. იგი მეშვიდე ცაზე იმყოფება, ის არის ყოველი ცოცხალის შემქმნელი და წესრიგის დამამკვიდრებელი, მისი წმინდა ცხოველი ხარია. სხვათა შორის, ხარი იყო მთვარე-ღმერთის სიმბოლოც, ხოლო იდიოგრამა „რქოსანი” (ჴ-ხარ) ქართველები დიდ პატივს სცემდნენ ა რ მ ა ზ ს , ამ კერპის აღწერილობა ასეთია: „დგა კაცი ერთი სპილენძისა და ტანსა მისსა ეცვა ჯაჭვი ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისა და სამხარნი ესხნეს ფიცხილი და ბივრიტი და ხელსა მისს აქუნდა ხრმალი ლესული; რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა შინა. როცა თუ რომელი შეეხებიან, თავი თვისი სიკუდილ განაწირის... და მარჯულ მისა დგა კერპი ოქროისა და სახელი მისი გაცი და მარცხალ მისი - კერპი ვერცხლისაი, და სახელი მისი გა (გაიმი). ამრიგად ჩვენს წინაშეა უმაღლეს ღვთაებათა ტრიადა (არმაზი, გაც და გაიმი), რომლის სათავეშია არმაზი. უფრო გვიან, როცა ჩვენში ქრისტიანობა დამკვიდრდა, ღვთაება არმაზის სახელი განიდევნა, მაგრამ მთვარის თაყვანისცემა, როგორც უზენაესი მორიგე, ბოროტებასთან მებრძოლი ღმერთისა, მამა-ღმერთისა, ძალიან დიდხანს შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა, ოღონდ უკვე ჯგრაგ-ჯგეთე-გიორგის (წმ.გიორგის) სახითა და სახელით.
ახ.წ-აღ. II-III სს-ში საქართველოში გავრცელებული იყო ბეჭდები-საბეჭდავები, რომელზეც გამოსახულია ა რ მ ა ზ ი ს მებრძოლი მხედრის კანონიზირებული ტიპი. ჩვეულებრივ, „ის ზის ფეხაწეულ ცხენზე, მოკლე წამოსასხამში, თავზე სხივებიანი გვირგვინით. მისგან მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულია ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის გამოსახულებანი. ცხენის წინ დგას ცეცხლოვანი ბომონი. იქვეა სიცოცხლის ხე მასზე დახვეული გველეშაპით”. ანალოგიური გამოსახულებები აღბეჭდილია ციხიაგორის (კავთისხევი) სატაძრო კომპლექსის ძვ.წ.აღ. IV-III სს-ების ხის ბულებზე (საკულტო მსახურებისთვის განკუთვნილი მართკუთხა სადგარი, მასზე დგამდნენ ჭურჭელს), რაც უზენაესი ღვთაების იკონოგრაფიული ტიპის დიდ მდგრადობაზე მიგვითითებს.
ეთნოგრაფიულ ყოფა-ცხოვრებაში ქართველთა შორის დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ მზის ქალღმერთი - ქალ-ბაბარი, (განსაკუთრებით სვანეთში), და ღმერთების დიადი დედა - ნანა, ცხოველმყოფელ ძალთა ღვთაება და მფარველი. მისთვის მიძღვნილი სახოტბო ჰიმნები, შემდგომში, „იავნანად” გარდაიქმნა. იგი დღემდე იმღერება. მზის სიმბოლო ქართულ მითოლოგიაში - „თვალია”, სიმბოლური რიცხვი - „9”, (ქართველთათვის „9” - საკრალური სიცხვია), მისი იდიოგრამა კი „ ” (ანი). აქედან მოდის „მზის თვალი”, „ცხრათვალა მზე”. სვანეთში გავრცელებული „შენს თვალს ვფიცავ” იგივეა, რაც ქართულად „შენმა მზემ”. სვანურ ენაში მზეს მეტსახელად „ელვაი” ერქვა, მზის საგალობელია „ლილე”. მცირე აზიიდან მუშქების (მესხების) მოსვლას უნდა უკავშირდებოდეს მეორე ღვთაების ზადენის სახელიც, რომელიც იყო მზის მომფენელი, ნაყოფთა მომცემი, მოსავლის „გამზრდელი”, ჟამთა გამრიგე. მისი კერპის აღმართვას საისტორიო ტრადიცია მიაწერს მირვან მეფის ძეს - ფარნაჯომს, ისევე, როგორც ზადენის ციხის მშენებლობას:„ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან აღაშენა ციხენი ზადენი, და შექმნა კერპი, სახელით „ზადენი” და ამართა „ზადენს” (შესაძლოა, ამ ადგილს ეწოდა შემდგომში ზედაზენი?!). მეფე ფარნაჯომის შესახებ „ქართლის ცხოვრებაში” ნათქვამია, რომ მან მოინდომა წინაპართა სარწმუნოების შეცვლა ირანული რელიგიით, რამაც გამოიწვია აჯანყება [შემდგომში საქართველოს მთიანეთში გავრცელება უჭირდა ქრისტიანობას, მეფე მირიანის ძალისხმევის მიუხედავად, ვინაიდან მთიელები ძალზე მკაცრად იცავდნენ წინაპართა კულტს.]. ოტტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკმა თავის წიგნში „ქართული წარმართობა” (ლაიფციგი, 1924) სამი ფენა გამოჰყო წინაქრისტიანული რელიგიური ცხოვრებისა:წმინდად ადგილობრივი წარმართობა, ირანულად შეფერილი ადგილობრივი კულტები და წმინდად ირანული რელიგია. მანვე პირველად დააყენა ეჭვქვეშ არმაზის სპარსულობა, მიუხედავად იმისა, რომ სახელი „არმაზი” უნდა უკავშირდებოდეს „აჰურა მაზდა-ოჰრმაზდს”. აქ საქმე გვქონდა ფორმით უცხოურ და შინაარსით ადგილობრივ კულტთან. ამაში გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფარნავაზმა სამეფო „სპარსთა წესისამებრ” მოაწყო. აქ უნდა იგულისხმებოდეს იმჟამინდელ მახლობელ აღმოსავლეთში საყოველთაოდ გავრცელებული ბერძნულ-ირანული ფორმა სახელმწიფო მოწყობისა, რაც უნდა შეხებოდა კულტსაც. სწორედ ამ ფორმების მიღების შედეგად იქცა იბერია იმდროინდელი გაგებით სახელმწიფოდ, ხოლო ფარნავაზი ისტორიამ ამ სახელმწიფოს დამაარსებლად შერაცხა. არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემებით იბერიაში შემოაღწია აჰურა-მაზდას კულტის რომელიღაც ფორმამ. იმჟამად, როგორც იბერია, ისე კოლხეთი აქემენიანთა იმპერიის პოლიტიკური და კულტურული გავლენის სფეროში მოქცეულიყო, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ამ რელიგიას დიდი წარმატება ხვდომოდა წილად; მით უფრო, რომ იბერები არ განეკუთვნებოდნენ ინდოევროპულ მოდგმას არც ტომობრივი, არც ენობრივი თვალსაზრისით.
„ქართლის ცხოვრებაში” ნახსენებია ქართველთა პირველსამშობლო „არიან - ქართლი”. ექვ. თაყაიშვილის ვარაუდით, ეს არის მოგონება „ჰარი-ქვეყნისა” (ანუ იმისი, რაც თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ხურიტების სახელითაა ცნობილი), და მაინც, ირანული რელიგიის კვალი საცნაურია.
რას მოგვითხრობს ქართული ისტორიული ქრონიკა ამის შესახებ?
„ქართლის ცხოვრების” ცნობა მიანიშნებს ირანის ექსპანსიაზე კავკასიაში ალექსანდრე დიდის გამოჩენამდე და საერთოდ ჩვენს „ისტორიამდე”: „წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელად ქაიხოსრო. ვერ წინ აღუდგეს მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდ იყო ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი, მოტყუენა ყოველივე, იავარყვნა ყოველი ციხენი და ქალაქნი და დაუტევნა ერისთავნი და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა და წარვიდა.” აქ ლაპარაკია „ადურ-გუშნასპის” ცეცხლტაძრის დაარსების შესახებ ქაიხოსრო სიავუშის ძის მიერ. აქედანვე იღებს სათავეს მიდია-ატროპატენას უძველესი ტრადიციაა, რომლის საკულტო ცენტრი იყო შიზის საკურთხეველი, სადაც ენთო საკრალური ცეცხლი ადურ-გუშნასპი.
ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძრის დაარსება მეტად საინტერესოდაა მოთხრობილი X ს-ის არაბი მწერლის აბუ-დულაფას „რისადლაში”: ქალაქი შიზი დაუარსებია სპარსელთა მეფეს ჰურმუზ იბნ ხოსროვშირ იბნ ბაჰრამს. როდესაც მან გაიგო ბეთლემში კურთხეული ყრმის დაბადების ამბავი, გაგზავნა მოციქული, თან გაატანა ზეთი და საკმეველი, რათა მიერთმია იგი ახალშობილის დედისათვის და კურთხევა გამოეთხოვა თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის. მარიამმა მოციქულს მისცა მიწით სავსე ტომარა და აუწყა, რომ ამ მიწაზე დაარსებული იქნება ქალაქი. ჰურმუზას წარმომადგენელი უკან გაბრუნდა, მაგრამ გზად გარდაიცვალა ისე, რომ მეფემდე ვერ მიაღწია. როდესაც ჰურმუზამ ამის შესახებ შეიტყო, გააგზავნა ხალხი და დაავალა თავისი წარგზავნილის გარდაცვალების ადგილზე ცეცხლტაძრის აშენება. შეკითხვაზე, თუ როგორ გამოიცნობდნენ იმ ადგილს, ჰურმუზამ მიუგო, რომ იგი არ დაიმალებოდა მათგან. მართლაც, ღამით ჰურმუზას წარგზავნილთაგან ერთ-ერთმა იხილა კაშკაშა ნათელი, რომელსაც მარიამისეული მიწა გამოსცემდა. დილით მან ბრძანა, რომ სწორედ ამ ადგილას აეგოთ ტაძარი. ეს გახლდათ ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძარი.
ადურ-გუშნასპის ცეცხლსაკურთხეველი გახლდათ საკულტო ცენტრი მიდიელი მოგვებისა, შემდგომ კი უკვე ზოროასტრიზებული მობადებისა. მისი გავლენა სწვდებოდა კავკასიასაც - იბერიას, სომხეთსა და ალბანეთს. ადვილი წარმოსადგენია, რომ ადურ-გუშნასპის მეომრული კულტი შერწყმოდა იბერიაში ადგილობრივ ტრადიციას, სადაც თაყვანს სცემდნენ არაერთ მებრძოლ ღვთაებას - თეთრ გიორგის, კოპალეს, იახსარს. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მთის რელიგიურ ტრადიციაში, რომელიც წარმართობისა და ქრისტიანობის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს, წმ. გიორგის სალოცავის მსახურებს ეწოდებათ „დასტურები”, რაც ირანში ეწოდება მოგვს, მაზდეანთა მოძღვარს, ინსტრუქტორს. იბერიაში აქემენიანთა ხანაში გავრცელებული ირანული წარმოშობის კულტი თანდათანობით შეერია ადგილობრივ კულტებს, მაგრამ ისინი არ ასიმილირებულა მთლიანად.
ქარელის მახლობლად, ე.წ. „დედოფლის მინდორზე” არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა სატაძრო კომპლექსი, რომელიც ძვ.წ.აღ. I ს-ით არის დათარიღებული და წარმოადგენს ირანული არდვი სურა ანაჰიტას ტიპის ნაყოფიერების ქალღმერთისადმი მიძღვნილ ტაძარს. ეს არის ტიპიური პართული ცეცხლტაძარი, რომლის შემოზღუდული ეზო განფენილია რამდენიმე ჰექტარზე. ანაჰიტას კულტმა ირანში განსაკუთრებით წამოიწია წინა პლანზე აქემენიანი არტაქსერქსეს ზეობაში. შემდგომ ის გავრცელდა პონტოსა და კაბადოკიაში. მას ენათესავება დედოფლის მინდვრის ღვთაება და სომხური ანაიტ. დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსს ატყვია ხანძრის კვალი.
წარმართული ქართლის საკულტო ადგილებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა უ ფ ლ ი ს ც ი ხ ი ს სატაძრო კომპლექსი. მისი მართლაცდა უჩვეულო არქაიკა და პირველყოფილება თვით შუასაუკუნეების ქრისტიანთა ყურადღებასაც კი იქცევდა, რომელთაც უფლისციხის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას VI ს-ში დადგეს ქრისტიანული ბაზილიკა. ანტიკურ ეპოქაში უფლისციხე წარმოადგენდა სატაძრო ქალაქს ყველა თავისი ატრიბუტით, მათ შორის საკომუნიკაციო, საფორტიფიკაციო და სამეურნეო სისტემებით.
უ ფ ლ ი ს ც ი ხ ი ს კულტმსახურების მთავარი ღვთაება იყო მ ზ ე, - მ ი თ რ ა, რომლის თაყვანისცემა ირანიდან ბრიტანეთამდე იყო გავრცელებული. მითრაისტული წარმოდგენების მიხედვით, ღვთაება მ ი თ რ ა დაიბადა გამოქვაბულში, რის გამოც ელინისტურ ტრადიციაში მისი ერთ-ერთი ეპითეტია „პეტრაგენოს” ანუ კლდისგან შობილი. უფლისციხის ერთ-ერთ დარბაზში, ე.წ. „წითელ ოთახში” კედელზე გამოკვეთილია ხელის მტევნის რელიეფი, რომელიც მზიური კულტის სიმბოლოა. იგი წარმოადგენს მფარველობის მაგიურ ჟესტს და მიანიშნებს „სოლ ინვიქტუსზე” ანუ "კოსმოკრატორზე" (კოსმოსიდან მმართველი). „უფლისციხე” - ეს სახელი უნდა მიგვანიშნებდეს მისი უმთავრესი ღვთაების მამრობით ხასიათზე. სატაძრო კომპლექსის „ორსვეტიანი” და „ოთხსვეტიანი” დარბაზებიც სხვა არაფერია, თუ არა ცეცხლტაძრები.
"მ ი თ რ ა ი ზ მ ი დიდ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას III ს-შიც კი, მაგრამ თვით ქრისტიანული რელიგია ბევრი რამითაა მისგან დავალებული.
მითრა დაიბადა „მზის აღორძინების” დღეს - 25 დეკემბერს. ამ დღეს იშვა იესო ქრისტეც. (და არა მხოლოდ!)
მითრას მსახურნი ერთად მიირთმევდნენ სერობაზე პურსა და ღვინოს, - ქრისტიანული ზიარების პური და ღვინოც სიმბოლოა ღვთისმსახურებისა.
მითრას წმ. ნიშანია „სხივოსანი დისკო”, - რვასხივიანი ჯვარიც ქრისტიანობის სიმბოლოა. არც უბიწოდ ჩასახვის, საიქიო ცხოვრების, ზიარების, მარხვის საიდუმლოა უცხო მითრაიზმისთვის.
ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მითრა დაიბადა ვიწრო გამოქვაბულში, როგორც იესო - ბეთლემის ქვაბში.
მითრა წამებით გარდაიცვალა და მწარედ დაიტირეს მისმა მოწაფეებმა, როგორც იესო - მოციქულებმა. 40 ღამის განმავლობაში ქურუმები მითრას სულის მოსახსენიებელ ცერემონიალს ასრულებდნენ, მე-40 ღამეს კი ისმოდა შეძახილები:„გიხაროდეთ! თქვენი ღმერთი მკვდრეთით აღდგა! დაე, მისმა ტანჯვამ გიხსნათ თქვენ!” მოგვთა ამ პროცესიას წინ ქურუმთქურუმი მიუძღოდა, საცეცხლურით ხელში. უკან მიჰყვებოდა 365 ჭაბუკი - წლის დღეთა სიმბოლოები. წითელი სამოსი ცეცხლს განასახიერებდა. თეთრი ცხენები მზის ცარიელ ეტლს მიაქროლებდნენ. ასე ადიოდნენ მდ. ორონტის მახლობლად აღმართულ მთაზე და იქ ქურუმი იწყებდა გალობას. ხალხი და მეფე ბანს აძლევდნენ. არსებითად აქ ხდება ყველაფერი ის, რაც შემდეგ უფრო ფართოდ და დახვეწილად განმეორდა და აღორძინდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში." (აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
65. თქვენ იმდენადვე შეიძლება პატივს გცემდეთ, როგორც აკაკი გელოვანს..(მე მართლა დიდ პატივს გცემთ) ეს სხვა საკითხია. მისგან დაკოპირებული ეს ნაწილი სრულიად არ ცვლის ჩემთვის მისი შინაარსის აზრს.
მე უბარლოდ, როგორც რიგითი მოკვდავი არ ვცდილობ ძალიან ჩაღრმავებას, რადგან ჩვენი გონი ვერასდროს შეწვდება უფლის საქმეებს.. სწორედ ყველა მოვლენის მეცნიერულად თუ სხვა გზით ახსნა მიგვიყვანს სავალალო შედეგამდე. მე ასე ვფიქრობ.
ბევრი რაღაც არ ვიცოდი იქიდან, რაც თქვენ მოგვაწოდეთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით, კიდევ ერთხელ
პატივისცემით :) თქვენ იმდენადვე შეიძლება პატივს გცემდეთ, როგორც აკაკი გელოვანს..(მე მართლა დიდ პატივს გცემთ) ეს სხვა საკითხია. მისგან დაკოპირებული ეს ნაწილი სრულიად არ ცვლის ჩემთვის მისი შინაარსის აზრს.
მე უბარლოდ, როგორც რიგითი მოკვდავი არ ვცდილობ ძალიან ჩაღრმავებას, რადგან ჩვენი გონი ვერასდროს შეწვდება უფლის საქმეებს.. სწორედ ყველა მოვლენის მეცნიერულად თუ სხვა გზით ახსნა მიგვიყვანს სავალალო შედეგამდე. მე ასე ვფიქრობ.
ბევრი რაღაც არ ვიცოდი იქიდან, რაც თქვენ მოგვაწოდეთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით, კიდევ ერთხელ
პატივისცემით :)
64. „დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში, დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო, უწონ-უმანძილოვ, ცარიელა და სავსევ, უჟამო, უძრაო, წყვდიადო ცაო, სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო, ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი, ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
ჩემი უღრმესი პატივისცემა თქვენ ამ ინფორმაციისათვის!!! :) :) :)
5! „დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში, დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო, უწონ-უმანძილოვ, ცარიელა და სავსევ, უჟამო, უძრაო, წყვდიადო ცაო, სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო, ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი, ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
ჩემი უღრმესი პატივისცემა თქვენ ამ ინფორმაციისათვის!!! :) :) :)
5!
63. სრულიად დაგეთანხმებოდა, მოდა-არა, რომ არა ერთი გარემოება! მითრაიზმი გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე ქისტიანობა... და ეს მონაცემები, რომელმაც შენში ეჭვი დაბადა, პირდაპირ არის დაკოპირებლი აკაკი გელოვანის წიგნიდან "მითოლოგიური ლექსიკონი"...
და ეს ნაწილი რატომ არ დამიკოპირე?
"მითრა წამებით გარდაიცვალა და მწარედ დაიტირეს მისმა მოწაფეებმა, როგორც იესო - მოციქულებმა. 40 ღამის განმავლობაში ქურუმები მითრას სულის მოსახსენიებელ ცერემონიალს ასრულებდნენ, მე-40 ღამეს კი ისმოდა შეძახილები:„გიხაროდეთ! თქვენი ღმერთი მკვდრეთით აღდგა! დაე, მისმა ტანჯვამ გიხსნათ თქვენ!”
რატომ ცდილობთ-ხოლმე სიმართლეზე თვალების დახუჭვას? :)))))))))) სრულიად დაგეთანხმებოდა, მოდა-არა, რომ არა ერთი გარემოება! მითრაიზმი გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე ქისტიანობა... და ეს მონაცემები, რომელმაც შენში ეჭვი დაბადა, პირდაპირ არის დაკოპირებლი აკაკი გელოვანის წიგნიდან "მითოლოგიური ლექსიკონი"...
და ეს ნაწილი რატომ არ დამიკოპირე?
"მითრა წამებით გარდაიცვალა და მწარედ დაიტირეს მისმა მოწაფეებმა, როგორც იესო - მოციქულებმა. 40 ღამის განმავლობაში ქურუმები მითრას სულის მოსახსენიებელ ცერემონიალს ასრულებდნენ, მე-40 ღამეს კი ისმოდა შეძახილები:„გიხაროდეთ! თქვენი ღმერთი მკვდრეთით აღდგა! დაე, მისმა ტანჯვამ გიხსნათ თქვენ!”
რატომ ცდილობთ-ხოლმე სიმართლეზე თვალების დახუჭვას? :))))))))))
62. საინტერესო ნაშრომია და მომხრე ვარ მსგავსი შემეცნებითი და ცოდნის გამაღრმავებელი თემების.
მაგრამ... ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ძალიან მიუღებელია ეს ნაწილი:
"მ ი თ რ ა ი ზ მ ი დიდ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას III ს-შიც კი, მაგრამ თვით ქრისტიანული რელიგია ბევრი რამითაა მისგან დავალებული.
მითრა დაიბადა „მზის აღორძინების” დღეს - 25 დეკემბერს. ამ დღეს იშვა იესო ქრისტეც.
მითრას მსახურნი ერთად მიირთმევდნენ სერობაზე პურსა და ღვინოს, - ქრისტიანული ზიარების პური და ღვინოც სიმბოლოა ღვთისმსახურებისა.
მითრას წმ. ნიშანია „სხივოსანი დისკო”, - რვასხივიანი ჯვარიც ქრისტიანობის სიმბოლოა. არც უბიწოდ ჩასახვის, საიქიო ცხოვრების, ზიარების, მარხვის საიდუმლოა უცხო მითრაიზმისთვის.
ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მითრა დაიბადა ვიწრო გამოქვაბულში, როგორც იესო - ბეთლემის ქვაბში.
მითრა წამებით გარდაიცვალა და მწარედ დაიტირეს მისმა მოწაფეებმა, როგორც იესო - მოციქულებმა.
თითქოს მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების კონკრეტული მონაკვეთები "მითრას ბიოგრაფიულ ცნობებს ეყრდნობოდეს" და დავალებული იყოს მისგან... ეს მოსაზრება თითქოს ეჭვქვეშ აყენებს მაცხოვრის რეალურად მოვლინებას ამქვეყნად..
პატივისცემით საინტერესო ნაშრომია და მომხრე ვარ მსგავსი შემეცნებითი და ცოდნის გამაღრმავებელი თემების.
მაგრამ... ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ძალიან მიუღებელია ეს ნაწილი:
"მ ი თ რ ა ი ზ მ ი დიდ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას III ს-შიც კი, მაგრამ თვით ქრისტიანული რელიგია ბევრი რამითაა მისგან დავალებული.
მითრა დაიბადა „მზის აღორძინების” დღეს - 25 დეკემბერს. ამ დღეს იშვა იესო ქრისტეც.
მითრას მსახურნი ერთად მიირთმევდნენ სერობაზე პურსა და ღვინოს, - ქრისტიანული ზიარების პური და ღვინოც სიმბოლოა ღვთისმსახურებისა.
მითრას წმ. ნიშანია „სხივოსანი დისკო”, - რვასხივიანი ჯვარიც ქრისტიანობის სიმბოლოა. არც უბიწოდ ჩასახვის, საიქიო ცხოვრების, ზიარების, მარხვის საიდუმლოა უცხო მითრაიზმისთვის.
ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მითრა დაიბადა ვიწრო გამოქვაბულში, როგორც იესო - ბეთლემის ქვაბში.
მითრა წამებით გარდაიცვალა და მწარედ დაიტირეს მისმა მოწაფეებმა, როგორც იესო - მოციქულებმა.
თითქოს მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების კონკრეტული მონაკვეთები "მითრას ბიოგრაფიულ ცნობებს ეყრდნობოდეს" და დავალებული იყოს მისგან... ეს მოსაზრება თითქოს ეჭვქვეშ აყენებს მაცხოვრის რეალურად მოვლინებას ამქვეყნად..
პატივისცემით
61. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. დღეს შემთხვევით გადავაწყდი თქვენს ამ ნაშრომს და მიუხედავად მისი შედარებითი 'სიძველისა', არ შემიძლია რომ არ გამოგეხმიანოთ. უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა გაწეული სამუშაოსათვის. თემა უკიდურესად საინტერესო და ამაზე კიდევ უფრო მეტად საჭირბოროტოა. რა თქმა უნდა, არაფრისაგან არაფერი არ აღმოცენებულა. (ასეთი სასწაული მხოლოდ მამა ღმერთის პრერეგატივაა!!!) ქრისტიანობის მიღებამდე ჩვენი წინაპრები წარმართები იყვნენ, და ამაზე თვალების დახუჭვა, მითუმეტეს საფუძვლიანად არშესწავლა, ჩვენი უძველესი ისტორიული მემკვიდრეობის უარყოფაა. ეს კი ერის წინაშე ღალატზე უარესი დანაშაულია. ასე რომ, ბარაქალა თქვენს ქალობას!!! რაც შეეხება სტატიაში მოყვანილ განხილვა-შეფასებებს, ბევრ რამეში ვერ დაგეთანხმებით. ჩემს რომანზე მუშაობის პერიოდში წლობით მომიწია წარმართულ რელიგიებში ქექვა (პოპულარული პუბლიცისტიკა არ მაქვს მხედველობაში), ამიტომაც ზოგიერთი გაპარული შეცდომა ძალიან მომხვდა თვალში. აქ მხოლოდ ერთს მოვიყვან მაგალითად.
თქვენ წერთ: "ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძრის დაარსება მეტად საინტერესოდაა მოთხრობილი X ს-ის არაბი მწერლის აბუ-დულაფას „რისადლაში”: ქალაქი შიზი დაუარსებია სპარსელთა მეფეს ჰურმუზ იბნ ხოსროვშირ იბნ ბაჰრამს. როდესაც მან გაიგო ბეთლემში კურთხეული ყრმის დაბადების ამბავი, [ აქ აშკარად ქრისტეს დაბადებაზეა ლაპარაკი, ე.ი. ჩვ. წ. I საუკუნის დასაწყისი!!!] გაგზავნა მოციქული, თან გაატანა ზეთი და საკმეველი, რათა მიერთმია იგი ახალშობილის დედისათვის და კურთხევა გამოეთხოვა თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის. მარიამმა მოციქულს მისცა მიწით სავსე ტომარა და აუწყა, რომ ამ მიწაზე დაარსებული იქნება ქალაქი. ჰურმუზას წარმომადგენელი უკან გაბრუნდა, მაგრამ გზად გარდაიცვალა ისე, რომ მეფემდე ვერ მიაღწია. როდესაც ჰურმუზამ ამის შესახებ შეიტყო, გააგზავნა ხალხი და დაავალა თავისი წარგზავნილის გარდაცვალების ადგილზე ცეცხლტაძრის აშენება. შეკითხვაზე, თუ როგორ გამოიცნობდნენ იმ ადგილს, ჰურმუზამ მიუგო, რომ იგი არ დაიმალებოდა მათგან. მართლაც, ღამით ჰურმუზას წარგზავნილთაგან ერთ-ერთმა იხილა კაშკაშა ნათელი, რომელსაც მარიამისეული მიწა გამოსცემდა. დილით მან ბრძანა, რომ სწორედ ამ ადგილას აეგოთ ტაძარი. ეს გახლდათ ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძარი."
შემდეგ თქვენ გვეუბნებით: "ადურ-გუშნასპის ცეცხლსაკურთხეველი გახლდათ საკულტო ცენტრი მიდიელი მოგვებისა, შემდგომ კი უკვე ზოროასტრიზებული მობადებისა."
ზარატუსტრას მოღვაწეობის დათარიღებაზე მეცნიერები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, მაგრამ ყველაზე 'ახალგაზრდული' ვერსიაც რომ ავირჩიოთ, მისი მოღვაწეობის ხანა ძვ.წ. VII საუკუნეზე აქეთ ვერ გადმოიწევა. მიდიელი მდოგვები კიდევ, თქვენივე მონაცემებით, კიდევ უფრო ადრეულ პერიოდს განეკუთვნებიან.
ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში აგებული ადურ-გუშნასპის ცეცხლსაკურთხეველი ძველი წელთააღრიცხვის VII ს. და უფრო ძველი პერიოდის საკულტო ცენტრი ვერაფრით იქნებოდა!!! შესაძლებელია, ადგილმდებარეობა იყო იგივე. ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. ძალიან უხეში შეცდომაა!!! გირჩევთ, რომ ჩაასწოროთ.
რაც შეეხება "მამაო ჩვენოს" ძველ წარმართულ ლოცვასთან დაკავშირებას, თქვენ სტატიაში ამას არსად აფიქსირებთ. ასეთი დასკვნა ზოგიერთმა მკითხველმა დამოუკიდებლად გამოიტანა. ბიბლიური მამა აბრაამი მეფე ჰამურაბის კანონებით ცხოვრობდა.(ამას მე კი არა, თავად ბიბლია და მისი შემსწავლელი თეოლოგები ამტკიცებენ.), ქრისტე ღმერთი, ასევე ეჭვგარეშეა, მოსეს რჯულს იცავდა. თანაც ხორციელად იყო მოვლენილი და თავის თანამედროვეებს მათთვისვე გასაგებ ენაზე ესაუბრებოდა. ასე რომ, "მამაო ჩვენოსა" და წარმართულ ლოცვებს შორის გარეგნული მსგავსება პირველის მეორესაგან გამომდინარეობას სულაც არ ნიშნავს.
სხვათაშორის, წარმართულ რელიგიებში პირველმყოფელი ღვთაება ხშირად ქალღმერთია და ეს მშობიარობას, გამრავლებას უკავშირდება. მამის კულტი წინ მოგვიანებით წამოიწია. ეს ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ სამწუხაროდ ამის უფრო დეტალურად გარჩევის დრო ახლა არ არის.
საზოგადოდ, თქვენი ეს ნაშრომი ძალიან სასარგებლო და განმანათლებელია. პირადად მე ეს წარმართული ლოცვა და აქ მოყვანილი ზოგიერთი სხვა დეტალიც არ ვიცოდი. დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. ჩემს რომანში აქ ნაპოვნ ზოგიერთ რამეს აუცილებლად გამოვიყენებ.
ავტორისადმი ღრმა პატივისცემით :) :) :) მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. დღეს შემთხვევით გადავაწყდი თქვენს ამ ნაშრომს და მიუხედავად მისი შედარებითი `სიძველისა`, არ შემიძლია რომ არ გამოგეხმიანოთ. უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა გაწეული სამუშაოსათვის. თემა უკიდურესად საინტერესო და ამაზე კიდევ უფრო მეტად საჭირბოროტოა. რა თქმა უნდა, არაფრისაგან არაფერი არ აღმოცენებულა. (ასეთი სასწაული მხოლოდ მამა ღმერთის პრერეგატივაა!!!) ქრისტიანობის მიღებამდე ჩვენი წინაპრები წარმართები იყვნენ, და ამაზე თვალების დახუჭვა, მითუმეტეს საფუძვლიანად არშესწავლა, ჩვენი უძველესი ისტორიული მემკვიდრეობის უარყოფაა. ეს კი ერის წინაშე ღალატზე უარესი დანაშაულია. ასე რომ, ბარაქალა თქვენს ქალობას!!! რაც შეეხება სტატიაში მოყვანილ განხილვა-შეფასებებს, ბევრ რამეში ვერ დაგეთანხმებით. ჩემს რომანზე მუშაობის პერიოდში წლობით მომიწია წარმართულ რელიგიებში ქექვა (პოპულარული პუბლიცისტიკა არ მაქვს მხედველობაში), ამიტომაც ზოგიერთი გაპარული შეცდომა ძალიან მომხვდა თვალში. აქ მხოლოდ ერთს მოვიყვან მაგალითად.
თქვენ წერთ: "ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძრის დაარსება მეტად საინტერესოდაა მოთხრობილი X ს-ის არაბი მწერლის აბუ-დულაფას „რისადლაში”: ქალაქი შიზი დაუარსებია სპარსელთა მეფეს ჰურმუზ იბნ ხოსროვშირ იბნ ბაჰრამს. როდესაც მან გაიგო ბეთლემში კურთხეული ყრმის დაბადების ამბავი, [ აქ აშკარად ქრისტეს დაბადებაზეა ლაპარაკი, ე.ი. ჩვ. წ. I საუკუნის დასაწყისი!!!] გაგზავნა მოციქული, თან გაატანა ზეთი და საკმეველი, რათა მიერთმია იგი ახალშობილის დედისათვის და კურთხევა გამოეთხოვა თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის. მარიამმა მოციქულს მისცა მიწით სავსე ტომარა და აუწყა, რომ ამ მიწაზე დაარსებული იქნება ქალაქი. ჰურმუზას წარმომადგენელი უკან გაბრუნდა, მაგრამ გზად გარდაიცვალა ისე, რომ მეფემდე ვერ მიაღწია. როდესაც ჰურმუზამ ამის შესახებ შეიტყო, გააგზავნა ხალხი და დაავალა თავისი წარგზავნილის გარდაცვალების ადგილზე ცეცხლტაძრის აშენება. შეკითხვაზე, თუ როგორ გამოიცნობდნენ იმ ადგილს, ჰურმუზამ მიუგო, რომ იგი არ დაიმალებოდა მათგან. მართლაც, ღამით ჰურმუზას წარგზავნილთაგან ერთ-ერთმა იხილა კაშკაშა ნათელი, რომელსაც მარიამისეული მიწა გამოსცემდა. დილით მან ბრძანა, რომ სწორედ ამ ადგილას აეგოთ ტაძარი. ეს გახლდათ ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძარი."
შემდეგ თქვენ გვეუბნებით: "ადურ-გუშნასპის ცეცხლსაკურთხეველი გახლდათ საკულტო ცენტრი მიდიელი მოგვებისა, შემდგომ კი უკვე ზოროასტრიზებული მობადებისა."
ზარატუსტრას მოღვაწეობის დათარიღებაზე მეცნიერები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, მაგრამ ყველაზე `ახალგაზრდული` ვერსიაც რომ ავირჩიოთ, მისი მოღვაწეობის ხანა ძვ.წ. VII საუკუნეზე აქეთ ვერ გადმოიწევა. მიდიელი მდოგვები კიდევ, თქვენივე მონაცემებით, კიდევ უფრო ადრეულ პერიოდს განეკუთვნებიან.
ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში აგებული ადურ-გუშნასპის ცეცხლსაკურთხეველი ძველი წელთააღრიცხვის VII ს. და უფრო ძველი პერიოდის საკულტო ცენტრი ვერაფრით იქნებოდა!!! შესაძლებელია, ადგილმდებარეობა იყო იგივე. ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. ძალიან უხეში შეცდომაა!!! გირჩევთ, რომ ჩაასწოროთ.
რაც შეეხება "მამაო ჩვენოს" ძველ წარმართულ ლოცვასთან დაკავშირებას, თქვენ სტატიაში ამას არსად აფიქსირებთ. ასეთი დასკვნა ზოგიერთმა მკითხველმა დამოუკიდებლად გამოიტანა. ბიბლიური მამა აბრაამი მეფე ჰამურაბის კანონებით ცხოვრობდა.(ამას მე კი არა, თავად ბიბლია და მისი შემსწავლელი თეოლოგები ამტკიცებენ.), ქრისტე ღმერთი, ასევე ეჭვგარეშეა, მოსეს რჯულს იცავდა. თანაც ხორციელად იყო მოვლენილი და თავის თანამედროვეებს მათთვისვე გასაგებ ენაზე ესაუბრებოდა. ასე რომ, "მამაო ჩვენოსა" და წარმართულ ლოცვებს შორის გარეგნული მსგავსება პირველის მეორესაგან გამომდინარეობას სულაც არ ნიშნავს.
სხვათაშორის, წარმართულ რელიგიებში პირველმყოფელი ღვთაება ხშირად ქალღმერთია და ეს მშობიარობას, გამრავლებას უკავშირდება. მამის კულტი წინ მოგვიანებით წამოიწია. ეს ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ სამწუხაროდ ამის უფრო დეტალურად გარჩევის დრო ახლა არ არის.
საზოგადოდ, თქვენი ეს ნაშრომი ძალიან სასარგებლო და განმანათლებელია. პირადად მე ეს წარმართული ლოცვა და აქ მოყვანილი ზოგიერთი სხვა დეტალიც არ ვიცოდი. დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. ჩემს რომანში აქ ნაპოვნ ზოგიერთ რამეს აუცილებლად გამოვიყენებ.
ავტორისადმი ღრმა პატივისცემით :) :) :)
60. თამარ, რა ჭკვიანი ხარ სიხარულო. :) თამარ, რა ჭკვიანი ხარ სიხარულო. :)
59. მართლა ინფორმაციული ტალღის სისველე შევიგრძენი თამარ. წარმართულობაზე ყველაფერი მსნეია და მჯერა კიდეც მისი არსებობის. ბოლოსდაბოლოს ეს ყველაფერი დამტკიცებული და მოტანილია ჩვენამდე. თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი კავრით იყო დღემდე. ალბათ სათანადო ლიტერატურის არქონის გამო, ეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა. უღრმესი მადლობა ნაშრომისთვის!!! ვისიამოვნე!!! ასევე მინდა მოენტარის ავტორებს მოუხადო მადლობა თემის განვრცობისათვის!!! შენ კი არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ! და მე მჯერა შენი ხილვების!!! ღმერთო იხსენ საქართველო!!!
არაჩვეულებრივი იყო!!! მართლა ინფორმაციული ტალღის სისველე შევიგრძენი თამარ. წარმართულობაზე ყველაფერი მსნეია და მჯერა კიდეც მისი არსებობის. ბოლოსდაბოლოს ეს ყველაფერი დამტკიცებული და მოტანილია ჩვენამდე. თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი კავრით იყო დღემდე. ალბათ სათანადო ლიტერატურის არქონის გამო, ეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა. უღრმესი მადლობა ნაშრომისთვის!!! ვისიამოვნე!!! ასევე მინდა მოენტარის ავტორებს მოუხადო მადლობა თემის განვრცობისათვის!!! შენ კი არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ! და მე მჯერა შენი ხილვების!!! ღმერთო იხსენ საქართველო!!!
არაჩვეულებრივი იყო!!!
58. 5 დიდი მადლობა ქალბატონ თამარს და გამრავლების ტაბულას საინტერესო თემის ასე ლამაზად გაშლისთვის 5 დიდი მადლობა ქალბატონ თამარს და გამრავლების ტაბულას საინტერესო თემის ასე ლამაზად გაშლისთვის
57. უფ, მომეწონა... 5 უფ, მომეწონა... 5
56. უახლესი კვლევა წარმართული ქართული პანთეონის შესახებ იხ. ვლასი ვაწაძე, იბერიის სამეფოს წარმართული ღმერთები, თბილისი, 2007, გამომცემლობა "უნივერსალი" უახლესი კვლევა წარმართული ქართული პანთეონის შესახებ იხ. ვლასი ვაწაძე, იბერიის სამეფოს წარმართული ღმერთები, თბილისი, 2007, გამომცემლობა "უნივერსალი"
55. დიდი მადლობა, გამრავლების ტაბულავ! ალალად გიხდი მადლობას! დიდი მადლობა, გამრავლების ტაბულავ! ალალად გიხდი მადლობას!
54. ქართული წარმართული პანთეონის შესახებ ძირითად ცნობებს ლეონტი მროველის "ცხოვრება მეფეთა" და "მოქცევაი ქართლისაი" იძლევიან, ამ ინფორმაციას ვხვდებით ჯუანშერის "ვახტანგ გორგასლის ისტორიაშიც", "ქართლის ცხოვრების" სხვადასხვა რედაქციები", ევსტათი მცხეთელის წამება, შუშანიკის წამება, წმინდა რაჟდენის წამება. ასევე, ძველი სომხური საისტორიო წყაროები, როგორცაა მოვსეს ხორენაცის "სომხეთის ისტორია", ასევე ფავსტოს ბუზანდი, სებესტოსი, აგათანგელოსი, ეგიშე ვარდაპეტი. ბერძენი და რომაელი ისტორიკოსებიც იძლევიან ცნობებს სქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე სხვადასხვა ტომების წარმართული ტრადიციების შესახებ, ესენი არიან ჰეროდოტე, ქსენოფონტი, სტრაბონი, პლუტარქე (ლუკულუსისა და პომპეუსის ბიოგრაფიებში), დიონ კასიუსი, პოლიბიოსი, პლინიუსი, გელასი კესარიელი, სოზომენი... ასევე, მხედველობაში მისაღებია არქეოლოგიური წყაროებიც, როგორიცაა ი. გაგოშიძის მიერ დედოფლისმინდორზე გაკეთებული აღმოჩენები, ვანში, ალგეთსა და ყანჩაეთში ნაპოვნი ექსპონატები, ეპიგრაფიკული ძეგლები და ა.შ.
ლეონტი მროველი ქართველთა წარმართული ღვთაებების ქართლში შემოტანასა და დამკვიდრებას აზოს, ფარნავაზს, საურმაგსა და ფარნაჯომს მიაწერს (“წმინდა ნინოს ცხოვრების” ავტორი ქართლის ზემოთხსენებულ მეფეებთან ერთად, ერთ-ერთი კერპის _ დანინას თაყვანისცემის დაწესებას მეფე მირვანის ღვაწლად მიიჩნევს).
ქართველთა წარმართული პანთეონის ფორმირებამ საკმაოდ გრძელი და რთული გზა განვლო, სანამ იმ სახეს მიიღებდა, როგორც ეს “წმინდა ნინოს ცხოვრებაშია” აღწერილი. რიგი ღვთაებების ფესვების ძიება წინაელინისტურ ხანაში გვიწევს, ზოგი მათგანი ზოროასტრული ღვთაებების ასოციაციებს ბადებს, ნაწილი კი ადგილობრივი ღვთაებებია. ამის მიხედვით, “მეფეთა ცხოვრებაში” და “წმინდა ნინოს ცხოვრებაში” მოხსენიებული ქართველთა წარმართული პანთეონის ღმერთები სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
1.”ღმერთნი მამათა ჩვენთანი გაცი და გა”, ანუ ქართველთა წინაპრების კერპები. მათ ქართლში (მცხეთაში) შემოყვანას ლეონტი მროველი აზოს სახელს უკავშირებს, რომელიც წარმოშობით არიან ქართლიდან იყო. გაცისა და გას ეტიმოლოგიური პარალელი სხვა ხალხების რელიგიებში არ მოიძებნება, ქართულ წერილობით წყაროში კი ამ ორი კერპის მოხსენიება, როგორც “ღმერთნი მამათა ჩვენთანი”, საფუძველს იძLევა ისინი ადგილობრივ წარმართულ ღმერთებად ჩავთვალოთ. საინტერესოა, რომ ფარნავაზი, რომელიც ქართლში არმაზის (აჰურამაზდას) თაყვანისცემას ამკვიდრებს, არ სპობს ქართველთა წინაპრების ღმერთებს. უფრო მეტიც, “წმინდა ნინოს ცხოვრების” ავტორი მათ არმაზის გვერდით მდგომებად მოიხსენიებს. გაცი და გა, თავიანთი ღვთაებრივი ფუნქციებით, წერილობით წყაროში დაცული აღწერილობის მიხედვით, მითრას თანმდევ ღვთაებებს სროშასა და რაშნუს, ან კაუტოსა და კაუტოპატს მოგვაგონებენ, პარალელების გავლება ღვთაებების ამ ორივე წყვილთანაა შესაძლებელი.
რაც შეეხება არმაზის კერპის საკითხს, “წმ. ნინოს ცხოვრებაში” არსებული აღწერილობის მიხედვით, ამ შემთხვევაში ჩვენს წინ არა აჰურამაზდა, არამედ ღვთაება მითრაა, რაც ამ ღვთაების აღწერილობითაც დასტურდება მიხრ იაშტებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპარსული მითრა თავის ორ თანმდევ ღვთაებასთან ერთადაა წარმოდგენილი. გაცსა და გაიმს ელინიზმის პერიოდშიც არ დაუკარგავთ თავიანთი თავდაპირველი ღვთაებრივი ფუნქციები და ნიშანთვისებები, რადგან ისინი კარგად მოერგო მითრას თანმდევი ღვთაებების ფუნქციებს;
2. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან აინინა და დანინა, რომლებიც შუამდინარულ სამყაროსთან ასოცირდებიან და ეტიმოლოგიურად ახლოს დგანან ნანაიასა (იგივე იშ-თარი) და მის თანმდევ ღვთაება ნინადასთან (შეადარეთ (აი)ნინადა (და) ნანას), რომლებმაც მოგვიანო პერიოდში ქართველთა წარმათულ პანთეონშიც დაიმკვიდრეს ადგილი. ამ ღვთაებების ქართველურ ტომთა რწმენა-წარმოდგენებში არსებობაზე ყორუხთაშის V ყორღანში და ყარა-შამბში აღმოჩენილი ვერცხლის თასები მიანიშნებენ, რომლებზე გადმოცემული რიტუალური სიუჟეტები ძველ აღმოსავლეთში პოპულარული ქალღვთაების იშთართან დაკავშირებულ მითოლოგიურ სიუჟეტებს მოგვაგონებენ, რაზეც ამ ღვთაებისათვის დამახასიათებელი გამოსახვის მანერაც მეტყველებს. ქალღვთაება იშთარის თაყვანისცემა ქართველურ ტომებში შუამდინარეთისა და მცირე აზიის ცივილიზაციებთან კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთო-ბის შედეგია.
ქალღვთაება იშთარის კულტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძლიერი იყო ძველ აღმოსავლეთში და არსებობა მოგვიანო პერიოდშიც განაგრძო. ამ ქალღვთაების ფუნქციები გადაიღეს მცირე აზიურმა კიბელამ, არტემიდამ და სპარსულმა არდვისურა ანაჰიტმაც. ქართველური ტომების რწმენა-წარმოდგენებში ეს კულტი იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ არსებობა ქართველთა წარმართულ პანთეონშიც განაგრძო აინინას სახელით. საქართველოში აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა ექსპონატებმა იშთარისა და არდვისურა ანაჰიტის გამოსახულებებით და მათი პარალელური მასალების მოძიებამ იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ელინისტურ ეპოქაში, ქართლში, იშთარის კულტის არდვისურა ანაჰიტის კულტით ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო _ მსგავსი პროცესი ელინისტურ სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენა იყო;
3. მესამე კატეგორიაში ქართველთა წარმართული პანთეონის მეთავე ღმერთები არმაზი და ზადენი მოიაზრებიან, რომელთაც ბევრი საერთო აქვთ სპარსულ აჰურამაზდასა და მითრა იაზატთან, არა მარტო ეტიმოლოგიურად, არამედ თავიანთი ღვთაებრივი ფუნქციებისა და აღწერილობის მიხედვით. წარმართი ქართველების რწმენა_წარმოდგენებში ცნობილია ზოროასტრული დუალიზმიც _ ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, რაც “წმინდა ნინოს ცხოვრებაშიც” აისახა _ წერილობითი წყარო ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ “სოფლის მპყრობელ” ღვთაებას ითრუჯანსა და არმაზს იხსენიებს. ითრუჯანი, სიცრუისა და ბოროტების ღმერთი დრუჯია, რაზეც არა მარტო ამ სახელის გამოყვანა მიგვანიშნებს ღვთაება (ი)თრუჯ(ანი)ს სახელიდან, არამედ ისიც, რომ ქართულ წერილობით წყაროს ის არმაზ-აჰურამაზდასთან დაპირისპირებულად ჰყავს წარმოდგენილი. ქართველთა წარმართული პანთეონი თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მასში ვხვდებით როგორც ადგილობრივ, ასევე შუამდინარულ და ირანულ ღვთაებებს, რაც ქართველური ტომების კულტურულ- პოლიტიკური ურთიერთობებით უნდა იქნეს ახსნილი ამ ძველაღმოსავლურ ცივილიზაციებთან. ძვ.წ..III-IIათასწლეუ-ლებში ამ კულტურულ-პოლიტიკურ ურთიერთობებზე მსჯელობა არქეოლოგიური მონაცემებით შეგვიძლია. რაც შეეხება მიდიასა და აქემენიდურ ირანთან ქართველური ტომების ურთიერთობას, ამაზე, უცხოური წერილობითი წყაროების გარდა, ,ქართული წერილობითი წყაროც საუბრობს. ქართველთა წარმართული პანთეონის ძირითად ბირთვს ირანიდან შემოსული ღმერთები შეადგენდნენ. როდიდან გაჩდნენ ეს ღვთაებები ქართველური ტომების რწმენა- წარმოდგენებში? ამაზე პასუხს ლეონტი მროველთან ვნახულობთ, რომლის მიხედვითაც ქართველურ ტომებს ურთიერთობა უწევდათ ჯერ მიდიასთან, შემდეგ აქემენიდებთან და პართელებთან, მოგვიანებით კი _ სასანიდებთან.
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სპარსელთა რწმენა- წარმოდგენების გაჩენა მიდიის სამეფოსთანაა კავშირში, თუმცა უფრო აქტიური კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობა ქართველურ ტომებს აქემენიდებთან უწევთ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე სხვადასხვა ტომების მთავარ ღვთაებებს ზოროასტრელთა ღმერთები წარმოადგენდნენ. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ არიან ქართლიდან მოსულ აზოს თავისი ღმერთები გაცი და გა მოჰყავს თან, ხოლო ქართველთა წარმართულ პანთეონში ზოროასტრულ ღმერთებთან ერთად არსებობას იშთარ-ნანაიას კულტიც განაგრძობს. რაც შეეხება მაზდეანური პანთეონის ღვთაებების წინ წამოწევასა და ქართველთა წარმართულ პანთეონში მეთავე პოზიციების დაკავებას, ქართული წერილობითი წყარო ამას ფარნავაზის სახელს უკავშირებს. ისმის კითხვა, რატომ არ მოხდა რომელიმე ქართველური ტომის ღვთაების წარმართული პანთეონის სათავეში მოსვლა. პასუხს ამაზე ისევ ქართულ წერილობით წყაროში ვნახულობთ, რომლის მიხედვით “ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა და დედულად სპარსი ასპანელი,”{ქართლის ცხოვრება, ტ.1, გვ.20}. ანუ ფარნავაზი სპარსელებს უნათესავდებოდა და, შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სპარსელთა რელიგიაც (ლეონტი მროველს მეფე ფარნავაზის სახელი ღვთაება არმაზის სახელიდან გამოჰყავდა და სპარსულ სამყაროსთან აკავშირებდა). ფარნავაზის მიზანი დაქსაქსული ტომების გაერთიანება იყო. რელიგიური რეფორმის ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა გამხდარიყო. საჭირო იყო ისეთი ღვთაების მოქცევა ახლადშექმნილი სამეფოს რელიგიური პანთეონის სათავეში, რომელიც ერთნაირად ნაცნობი იქნებოდა სხვა ქართველური ტომებისათვის და არ იგულისხმებდა რომელიმე ტომის გაბატონებას სხვებზე, ასეთ ღვთაებად ფარნავაზმა არმაზ-აჰურამაზდა მოიაზრა. აქემენიდურ ირანთან კულტურულ პოლიტიკური ურთერთობა ქართველთა წარმართული პანთეონის ფორმირების ბაზისად იქცა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართველი მეფეები სპარსელებს უნათესავდებოდნენ. აქედან გამომდინარე რელიგიაც ერთი უნდა ჰქონოდათ (საურმაგს ცოლად ბარდაველის ასული მოჰყავს, მემკვიდრედ კი მისი ცოლის დედის დისწული მირვანი სახელდება).
მეცნიერებს, რომლებიც ქართველთა წარმართული პანთეონის საკითხს იკვლევდნენ, ღვთაებათა წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ. მათი ნაწილი ღვთაებებს ხეთურ-ლუვიურ სამყაროსთან აკავში-რებდა, ნაწილიც _ ზოროასტრულ პანთეონთან; იყო მცდელობები მათი დაკავშირებისა ბერძნულ-რომაულ ღმერთებთან. ვფიქრობთ, აზრთა ასეთი სხვადასხვაობა ქართულ წერილობით წყაროებში არსებულმა ბუნდოვანმა და მწირმა ცნობებმა წარმოშვა. ქართველთა წარმართული პანთეონის შესწავლის საკითხი მხოლოდ ერთი კუთხით არ შეიძლება განისაზღვროს. ქართველთა წარმართულ პანთეონში შემავალ ღვთაებებს ბევრი აქვთ საერთო როგორც შუამდინარეთისა და მცირე აზიის ხალხთა რწმენაწარმოდგენებთან, ისე მაზდეანობასთანაც, ნაწილი ღვთაებებისა კი ადგილობრივი ქართველური ტომების ღმერთებია.
ქართველთა წარმართული პანთეონი ძველი აღმოსავლეთის ხალხთა და ქართველური ტომების რწმენა-წარმოდგენების სინთეზია ელინიზმის ეპოქაში. ქართველთა წარმართული პანთეონის სათავეში მაზდეანთა ღმერთების მიერ მეთავე პოზიციების დაკავება განპირობებული უნდა ყოფილიყო, უპირველეს ყოვლისა, ქართველური ტომების კულტურულ- პოლიტიკური ურთიერთობით ჯერ მიდიელებთან, შემდეგ კი აქემენიდურ ირანთან. აქემენიდური რელიგიის პოპულარობის მიზეზ, ჩვენი აზრით, ამ რელიგიის დოქტრინაშიცაა, რომელიც მონოთეიზმსაც ქადაგებს და დუალიზმიც ახასიათებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იბერიის სამეფოს სომხეთი ესაზღვრებოდა, სადაც აქემენიდი მეფეების ნათესავები ისხდნენ სატრაპებად, რაც თავის თავად განაპირობებდა სპარსთა რელიგიის პოპულარობას სომხეთში და, შესაბამისად, ქართლშიც, რადგანაც ქართველთა წარმართული პანთეონის ღვთაებებს ბევრი აქვთ საერთო სომეხთა წარმართული პანთეონის ღვთაებებთან. ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, ფარნავაზი და მისი მემკვიდრეები სპარსელებს უნათესავდებიან, რაც კიდევ ერთი საბუთია იმისათვის, რომ ავხსნათ, რატომ მოექცა წარმართული პანთეონის სათავეში არა რომელიმე ადგილობრივი ტომის ან ხეთურ-ლუვიური, არამედ სპარსული ღმერთები. იბერიის სამე-ფოს ფორმირების პროცესში, ტომთა შორის ბრძოლების პერიოდში, რომელიმე ტომის უმაღლესი ღვთაების წინ წამოწევა იქნებოდა ერთი ტომის სხვა დანარჩენებზე გაბატონებისა და საკუთარი ღვთაებების თავზე მოხვევის მცდელობა. ფარნავაზმა ეს გაითვალისწინა და ქართველთა პანთეონის სათავეში ის ღმერთი მოაქცია, რომელიც ყველა ტომისათვის კარგად იქნებოდა ცნობილი. გარკვეული კვალი ქართველთა წარმართულ პანთეონს ელინიზმმაც დაამჩნია. “ღმერთნი მამათა ჩვენთან-”მა, თუ უფრო შორეული პერიოდის კულტებმა შეითვისეს ზოროასტრელთა ღმერთების ფუნქციები და ნიშან თვისებები, მაგრამ, ამავე დროს, თავიანთი პირვანდელი სახელები შეინარჩუნეს. მსგავსი მოვლენა, ანუ ადგილობრივი, მცირე აზიური და აქემენიდური ირანის ღმერთების საერთო წარმართულ პანთეონში მოქცევა არ არის უცხო ელინისტური ხანის სახელმწიფოებისათვის ამის ყველაზე ახლო და ნათელი მაგალითი სომეხთა წინაქრისტიანული წარმართული პანთეონია, სადაც მეთავე პოზიცია ელინისტურ და ქრისტიანობამდელ ხანაში აჰურამაზდასა და სპარსთა სხვა ღვთაებებს უკავიათ, თუმცა მათთან თანაარსებობას სხვა მცირე აზიური და ადგილობრივი ღმერთებიც განაგრძობენ. მსგავს პროცესს იბერიის სამეფოს წარმართულ პანთეონშიც ვხვდებით.
ვ.ვ. ქართული წარმართული პანთეონის შესახებ ძირითად ცნობებს ლეონტი მროველის "ცხოვრება მეფეთა" და "მოქცევაი ქართლისაი" იძლევიან, ამ ინფორმაციას ვხვდებით ჯუანშერის "ვახტანგ გორგასლის ისტორიაშიც", "ქართლის ცხოვრების" სხვადასხვა რედაქციები", ევსტათი მცხეთელის წამება, შუშანიკის წამება, წმინდა რაჟდენის წამება. ასევე, ძველი სომხური საისტორიო წყაროები, როგორცაა მოვსეს ხორენაცის "სომხეთის ისტორია", ასევე ფავსტოს ბუზანდი, სებესტოსი, აგათანგელოსი, ეგიშე ვარდაპეტი. ბერძენი და რომაელი ისტორიკოსებიც იძლევიან ცნობებს სქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე სხვადასხვა ტომების წარმართული ტრადიციების შესახებ, ესენი არიან ჰეროდოტე, ქსენოფონტი, სტრაბონი, პლუტარქე (ლუკულუსისა და პომპეუსის ბიოგრაფიებში), დიონ კასიუსი, პოლიბიოსი, პლინიუსი, გელასი კესარიელი, სოზომენი... ასევე, მხედველობაში მისაღებია არქეოლოგიური წყაროებიც, როგორიცაა ი. გაგოშიძის მიერ დედოფლისმინდორზე გაკეთებული აღმოჩენები, ვანში, ალგეთსა და ყანჩაეთში ნაპოვნი ექსპონატები, ეპიგრაფიკული ძეგლები და ა.შ.

ვ.ვ.
53. რამდენი რამ არ მცოდნია თურმე ა?:)5 რამდენი რამ არ მცოდნია თურმე ა?:)5
52. მდიდარი ინფორმაცია ...სინთეზი რომ ყოფილიყო ,თქვენი ინტერპრეტაციით ...მაშინ ბევრად საინტერესო იქნებოდა ....ასე უფრო საჭორაო თემას გავს ,რაც კომენტარებშიც ვნახე .მადლობთ:) მდიდარი ინფორმაცია ...სინთეზი რომ ყოფილიყო ,თქვენი ინტერპრეტაციით ...მაშინ ბევრად საინტერესო იქნებოდა ....ასე უფრო საჭორაო თემას გავს ,რაც კომენტარებშიც ვნახე .მადლობთ:)
51. sainteresoa 5 sainteresoa 5
50. "ბზობას და ხარებობას მძიმე მარხვაში არ დღესასწაულობენ,"
ეს რომ გამოყავი დანარჩენიც რატომ არ ნახე, არ დღესასწაულობენ, ანუ არ ღრეობენ და არ ერთობიან როგორც ათენგენობაზე, ლომისობაზე, კოპალობაზე, კვირიკობაზე და ასე შემდეგ :) "ბზობას და ხარებობას მძიმე მარხვაში არ დღესასწაულობენ,"
ეს რომ გამოყავი დანარჩენიც რატომ არ ნახე, არ დღესასწაულობენ, ანუ არ ღრეობენ და არ ერთობიან როგორც ათენგენობაზე, ლომისობაზე, კოპალობაზე, კვირიკობაზე და ასე შემდეგ :)
49. "ბზობას და ხარებობას მძიმე მარხვაში არ დღესასწაულობენ," დიდმარხვაზე მძიმე მარხვა აქამდე არ არსებობდა. კულტუროლოგიის კათედრისგან მეც დიდად ვარ დავალებული "ბზობას და ხარებობას მძიმე მარხვაში არ დღესასწაულობენ," დიდმარხვაზე მძიმე მარხვა აქამდე არ არსებობდა. კულტუროლოგიის კათედრისგან მეც დიდად ვარ დავალებული
48. სამწუხაროდ, მე თავად არ ვარ ნამყოფი ათენგენობაზე... არადა, საოცარი სურვილი მქონდა! საერთოდ არ ვარ ნამყოფი არცერთ ასეთ დღესასწაულზე.... ჩემდა სამარცხვინოდ! სამწუხაროდ, მე თავად არ ვარ ნამყოფი ათენგენობაზე... არადა, საოცარი სურვილი მქონდა! საერთოდ არ ვარ ნამყოფი არცერთ ასეთ დღესასწაულზე.... ჩემდა სამარცხვინოდ!
47. ჩვენთან, კულტუროლოგიის კათედრაზე არ იყვნენ მეცნიერები ასე რო შეიძლება :)) ათენგენობა ივლისის ბოლოს იწყება და აგვისტოს ბოლოს მთავრდება, ბარბარობას, ბზობას და ხარებობას მძიმე მარხვაში არ დღესასწაულობენ, ეს ერთი და არც საკლავს კლავენ და არც ხინკალს ხარშავენ და არც ლუდს ხარშავენ და საერთოდ თუ ყოფილხარ ათენგენობაზე? :)) :) :D ჩვენთან, კულტუროლოგიის კათედრაზე არ იყვნენ მეცნიერები ასე რო შეიძლება :)) ათენგენობა ივლისის ბოლოს იწყება და აგვისტოს ბოლოს მთავრდება, ბარბარობას, ბზობას და ხარებობას მძიმე მარხვაში არ დღესასწაულობენ, ეს ერთი და არც საკლავს კლავენ და არც ხინკალს ხარშავენ და არც ლუდს ხარშავენ და საერთოდ თუ ყოფილხარ ათენგენობაზე? :)) :) :D
46. ათენგენობა პეტრე-პავლობის მარხვის შემდეგ იმართება, ისე მარხვაშიც ძალიან ბევრი ქრისტიანული დღესასწაულია: ბარბარობა, ნიკოლოზობა, ხარება, ბზობა......... ათენგენობა პეტრე-პავლობის მარხვის შემდეგ იმართება, ისე მარხვაშიც ძალიან ბევრი ქრისტიანული დღესასწაულია: ბარბარობა, ნიკოლოზობა, ხარება, ბზობა.........
45. "გახალხურები ქრისტიანობა" ეთნოლოგიაში მიღებული ტერმინია, თუმცა მას მხოლოდ მეცნიერები იყენებენ და შესაძლებელია ამიტომაც არ მოგიკრავს ყური. "გახალხურები ქრისტიანობა" ეთნოლოგიაში მიღებული ტერმინია, თუმცა მას მხოლოდ მეცნიერები იყენებენ და შესაძლებელია ამიტომაც არ მოგიკრავს ყური.
44. ქალშავა, გენაცვალე, იმაზე დიდი სისულელე რასაც "გახალხურებული ქრისტიანობა" ჰქვია ჯერ არ მოუგონიათ თუმცა აქ ისეთი ტენდენცია მიდის უარესს მოიფიქრებენ, სადაც ის "დაასკვნეს" კოპალა და იახსარი ქრისტიანობის გამავრცელებელი ბერები იყვნენ და წარმართულ ღმერთებთან კავშირი არ აქვთო აღარაფერი მიკვირს.... დღეს ამ გლობალიზაციის პირობებში მთელი მსოფლიოს ერები იბრძვიან თავიანთი უძველესობის დამტკიცებას, რით უნდა შეძლონ ეს? რა თქმა უნდა იმ წარმართული კულტურის წარმოჩინებით რომელიც ქრისტიანობამდე ჰქონდათ, ვინაიდან ქრისტიანობა 2000 წელს მოიცავს მხოლოდ. საქართველოში მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხით ვიძახით რომ ერთერთი უძველესი ერი ვართ, მაგრამ იმის მაგივრად რომ ეს დავამტკიცოთ, იმ ფაქტებით და მასალით რომელიც უკვე იკარგება, ჩვენ პირიქით ყოველნაირად ვცდილობთ წავშალოთ წარმართობის კვალი და თავი მოგვაქვს უძველესი ქრისტიანობით, რომელიც მხოლოდ 1700 წელს მოიცავს მაშინ როდესაც აუთენტური ქართული კულტურა გაცილებით ძველია ვიდრე მთელი ევროპის. ერთ მაგალითს გეტყვით ამ "გახალხურებული ქრისტიანობის" უაზრობაზე და იმედია კარგად გაიაზრებთ. ყველამ ვიცით ერთერთი უდიდესი დღესასწაული აღმოსავლეთ მთიანეთში - ათენგენობა. რატომღაც ზოგიერთ უვიცს გაუჩნდა სურვილი ეს დღესასწაული ქრისტიანობისთვის მიეწერა და ხალხმაც სიხარულით აიტაცა და დაიჯერა, ხოდა ჩნდება კითხვა, რომელი ქრისტიანული დღესასწაული შეიძლება მარხვაში (თან ერთ ერთ მძიმეთაგანში) ტარდებოდეს? ასე აბსურდულია ეს ტერმინი და თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება უფრო ღრმად და საფუძვლიანად დავუმტკიცებ ამას. ( რეჟისორი) ქალშავა, გენაცვალე, იმაზე დიდი სისულელე რასაც "გახალხურებული ქრისტიანობა" ჰქვია ჯერ არ მოუგონიათ თუმცა აქ ისეთი ტენდენცია მიდის უარესს მოიფიქრებენ, სადაც ის "დაასკვნეს" კოპალა და იახსარი ქრისტიანობის გამავრცელებელი ბერები იყვნენ და წარმართულ ღმერთებთან კავშირი არ აქვთო აღარაფერი მიკვირს.... დღეს ამ გლობალიზაციის პირობებში მთელი მსოფლიოს ერები იბრძვიან თავიანთი უძველესობის დამტკიცებას, რით უნდა შეძლონ ეს? რა თქმა უნდა იმ წარმართული კულტურის წარმოჩინებით რომელიც ქრისტიანობამდე ჰქონდათ, ვინაიდან ქრისტიანობა 2000 წელს მოიცავს მხოლოდ. საქართველოში მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხით ვიძახით რომ ერთერთი უძველესი ერი ვართ, მაგრამ იმის მაგივრად რომ ეს დავამტკიცოთ, იმ ფაქტებით და მასალით რომელიც უკვე იკარგება, ჩვენ პირიქით ყოველნაირად ვცდილობთ წავშალოთ წარმართობის კვალი და თავი მოგვაქვს უძველესი ქრისტიანობით, რომელიც მხოლოდ 1700 წელს მოიცავს მაშინ როდესაც აუთენტური ქართული კულტურა გაცილებით ძველია ვიდრე მთელი ევროპის. ერთ მაგალითს გეტყვით ამ "გახალხურებული ქრისტიანობის" უაზრობაზე და იმედია კარგად გაიაზრებთ. ყველამ ვიცით ერთერთი უდიდესი დღესასწაული აღმოსავლეთ მთიანეთში - ათენგენობა. რატომღაც ზოგიერთ უვიცს გაუჩნდა სურვილი ეს დღესასწაული ქრისტიანობისთვის მიეწერა და ხალხმაც სიხარულით აიტაცა და დაიჯერა, ხოდა ჩნდება კითხვა, რომელი ქრისტიანული დღესასწაული შეიძლება მარხვაში (თან ერთ ერთ მძიმეთაგანში) ტარდებოდეს? ასე აბსურდულია ეს ტერმინი და თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება უფრო ღრმად და საფუძვლიანად დავუმტკიცებ ამას. ( რეჟისორი)
43. დავამატებდი, რომ მთის გარდა, ქალშავას ნახსენები ე.წ. "გახალხურებული ქრისტიანობის" მაგალითი გვხვდება ჰერეთშიც. რადგან ჰერებს დღემდე უკრძალავენ ქრისტიანობისა და ქართველობის ყოველგვარ გარეგნულ გამოვლინებას, მათ სახლებში აქვთ მოწყობილი სალოცავები და მხოლოდ ქურმუხობის დღესასწაულზე (გიორგობა, 23 ნოემბერი) ახერხებენ ეკლესიაში მისვლას. დავამატებდი, რომ მთის გარდა, ქალშავას ნახსენები ე.წ. "გახალხურებული ქრისტიანობის" მაგალითი გვხვდება ჰერეთშიც. რადგან ჰერებს დღემდე უკრძალავენ ქრისტიანობისა და ქართველობის ყოველგვარ გარეგნულ გამოვლინებას, მათ სახლებში აქვთ მოწყობილი სალოცავები და მხოლოდ ქურმუხობის დღესასწაულზე (გიორგობა, 23 ნოემბერი) ახერხებენ ეკლესიაში მისვლას.
42. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ქრისტიანობამდე კერპთაყვანისმცემლობა იყო გავრცელებული და ეს არანაირად არ არის სადაო. მგონი საკმაოდ მდიდარი მასალა მოგვაწოდეს და ამისათვის ქვების სროლა საჭირო არ არის. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ქრისტიანობამდე კერპთაყვანისმცემლობა იყო გავრცელებული და ეს არანაირად არ არის სადაო. მგონი საკმაოდ მდიდარი მასალა მოგვაწოდეს და ამისათვის ქვების სროლა საჭირო არ არის.
41. რა თქმა უნდა ქრისტიანობამდე წარმართობა არსებობდა საქართველოში და ამაში სადავო არაფერია. ქართული წარმართული პანთეონის მკვლევარნი ამტკიცებენ, რომ ქართულმა წარმართობამ ნიადაგი შეუმზადა ქართველობას ქრისტიანობის მისაღებად და ასე იყო ბევრ ხალხსა და ტომში. ქრისტიანობამ კი არ გაანადგურა წარმართობა, არამედ გადალახა, როგორც გაცილებით ზნეობრივმა, მაღალკულტურულმა და რელიგიათა შორის სრულყოფილმა. თამარ, მხოლოდ ერთადერთი შენიშვნა, ნაშრომი მიმოხილვითია და მასში გათვალისწინებულია მხოლოდ ძველი კვლევები. დღეს ახალი ტენდენციაა. უარყოფილია ათეისტურ პერიოდში აპრიორად მიღებული აზრი, რომ მთაში შემორჩენილი დღეობები და კულტები აუცილებლად წარმართულია. დღეს უკვე საუბარია გახალხურებულ ქრისტიანობზე და ამის დამამტკიცებელი მრავალი საბუთი არსებობს. რა თქმა უნდა ქრისტიანობამდე წარმართობა არსებობდა საქართველოში და ამაში სადავო არაფერია. ქართული წარმართული პანთეონის მკვლევარნი ამტკიცებენ, რომ ქართულმა წარმართობამ ნიადაგი შეუმზადა ქართველობას ქრისტიანობის მისაღებად და ასე იყო ბევრ ხალხსა და ტომში. ქრისტიანობამ კი არ გაანადგურა წარმართობა, არამედ გადალახა, როგორც გაცილებით ზნეობრივმა, მაღალკულტურულმა და რელიგიათა შორის სრულყოფილმა. თამარ, მხოლოდ ერთადერთი შენიშვნა, ნაშრომი მიმოხილვითია და მასში გათვალისწინებულია მხოლოდ ძველი კვლევები. დღეს ახალი ტენდენციაა. უარყოფილია ათეისტურ პერიოდში აპრიორად მიღებული აზრი, რომ მთაში შემორჩენილი დღეობები და კულტები აუცილებლად წარმართულია. დღეს უკვე საუბარია გახალხურებულ ქრისტიანობზე და ამის დამამტკიცებელი მრავალი საბუთი არსებობს.
40. არაფერია თამრი, ვიკამათეთ და მორჩა მე და ნანას ძალიან, ძალიან, გვიყვარხარ და სულ არ მაინტერესებს რას იფიქრებენ ინტრიგანებიი!!!!>:D< :-* არაფერია თამრი, ვიკამათეთ და მორჩა მე და ნანას ძალიან, ძალიან, გვიყვარხარ და სულ არ მაინტერესებს რას იფიქრებენ ინტრიგანებიი!!!!>:D< :-*
39. ხალხნო, როდის შემოგთავაზეთ, ქრისტიანობა დაივიწყეთ და მითრაიზმს დაუბრუნდით-მეთქი? გადავირიე! რას მამტკიცებინებთ, გესმით? მ ი თ რ ა ი ზ მ ი საქართველოში არსებობდა ქ რ ი ს ტ ი ა ნ ო ბ ა მ დ ე! ქრისტიანობით (ახ.წ.აღ. 321 წლიდან!) არ დაწყებულა საქართველოს ისტორია... და ღმერთს მადლობა, რომ დღეს საქართველო - მართლმადიდებელი ქვეყანაა! ხალხნო, როდის შემოგთავაზეთ, ქრისტიანობა დაივიწყეთ და მითრაიზმს დაუბრუნდით-მეთქი? გადავირიე! რას მამტკიცებინებთ, გესმით? მ ი თ რ ა ი ზ მ ი საქართველოში არსებობდა ქ რ ი ს ტ ი ა ნ ო ბ ა მ დ ე! ქრისტიანობით (ახ.წ.აღ. 321 წლიდან!) არ დაწყებულა საქართველოს ისტორია... და ღმერთს მადლობა, რომ დღეს საქართველო - მართლმადიდებელი ქვეყანაა!
38. დავიღალე! ვიბრძვი იმის დასამტკიცებლად, რაც ჭეშმარიტად ხდებოდა საქართველოში! დავიღალე! ვიბრძვი იმის დასამტკიცებლად, რაც ჭეშმარიტად ხდებოდა საქართველოში!
37. თამრო, რა ბზიკმა გიკბინა და რა ნახე უტაქტო ჩემს კომენტარში? ჩვენ პირადი საუბრებიც გვქონია ამაზე და შენი ესეთი გაცეცხლება არ მახსოვს, -მე ყოველთვის ვამტკიცებ რომ ქრისტიანობა(სხვათაშორის ეს მარტო რელიგია კი არა მეცნიერებაცაა) მოიცავს ყველაფერს: რაც აქამდე იყო, რაც არის და რაც იქნება, არავინ არ გედავება რომ მანამდე კულტურაც იყო და ცივილიზაციაც, მერე რა?-ქრისტიანობამ ეს ყველაფერი უფრო დახვეწა და ზენიტში აიყვანა, ის ყველაფერს მოიცავს, ისევე როგორც ბიბლია, უფრო სწორედ სახარება ყველაფრის, მომცველია, ამიტომ ჩემთვის უკან წასვლა და მითებში ქექვა, ახალად ველოსიპედის გამოგონებას ემსგავსება, ეს ჩემი აზრია და კიდე იმ ჩვენი კათოლიკოსის, წარამარა რომ მოგყავს დასასაბუთებლად... ვერიკო ახვლედიანო, (ცოტა შეცვლილი გვარი შეიძლება უფრო მოგიხდეს) სახარებას წაკითხვა არ ყოფნის, შეიძლება ასჯერ წაიკითხო და ვერ გაიგო, სხვა რაღაც ჭირდება:სულიერი ცოდნა, რომელიც არცერთს არა გვაქვს...დარწმუნებული ვარ არც სენ გექნება.-სიტყვა-პასუხზე გეტყობა. თამრო, რა ბზიკმა გიკბინა და რა ნახე უტაქტო ჩემს კომენტარში? ჩვენ პირადი საუბრებიც გვქონია ამაზე და შენი ესეთი გაცეცხლება არ მახსოვს, -მე ყოველთვის ვამტკიცებ რომ ქრისტიანობა(სხვათაშორის ეს მარტო რელიგია კი არა მეცნიერებაცაა) მოიცავს ყველაფერს: რაც აქამდე იყო, რაც არის და რაც იქნება, არავინ არ გედავება რომ მანამდე კულტურაც იყო და ცივილიზაციაც, მერე რა?-ქრისტიანობამ ეს ყველაფერი უფრო დახვეწა და ზენიტში აიყვანა, ის ყველაფერს მოიცავს, ისევე როგორც ბიბლია, უფრო სწორედ სახარება ყველაფრის, მომცველია, ამიტომ ჩემთვის უკან წასვლა და მითებში ქექვა, ახალად ველოსიპედის გამოგონებას ემსგავსება, ეს ჩემი აზრია და კიდე იმ ჩვენი კათოლიკოსის, წარამარა რომ მოგყავს დასასაბუთებლად... ვერიკო ახვლედიანო, (ცოტა შეცვლილი გვარი შეიძლება უფრო მოგიხდეს) სახარებას წაკითხვა არ ყოფნის, შეიძლება ასჯერ წაიკითხო და ვერ გაიგო, სხვა რაღაც ჭირდება:სულიერი ცოდნა, რომელიც არცერთს არა გვაქვს...დარწმუნებული ვარ არც სენ გექნება.-სიტყვა-პასუხზე გეტყობა.
36. მაპატიეთ, არჩილი კი არა, აკაკი გელოვანია მითოლოგიური ლექსიკონის ავტორი. ბოდიშს გიხდით შეცდომაში შეყვანისთვის. გმადლობ, ბექა! მაპატიეთ, არჩილი კი არა, აკაკი გელოვანია მითოლოგიური ლექსიკონის ავტორი. ბოდიშს გიხდით შეცდომაში შეყვანისთვის. გმადლობ, ბექა!
35. ნინი, ეს მონაკვეთი ბრჭყალებშია ჩასმული იმდენად, რამდენადაც მთლიანად არის ამოწერილი მითოლოგიური ლექსიკონიდან... ავტორი ხომ მივუთითე?
არჩ.გელოვანი მითოლოგიური ლექსიკონი. "საბჭ.საქართველო", თბ., 1983
ნინი, ეს მონაკვეთი ბრჭყალებშია ჩასმული იმდენად, რამდენადაც მთლიანად არის ამოწერილი მითოლოგიური ლექსიკონიდან... ავტორი ხომ მივუთითე?
არჩ.გელოვანი მითოლოგიური ლექსიკონი. "საბჭ.საქართველო", თბ., 1983
34. ლელა და ჭა, ერთი კითხვითი ნიშანი მაინც მაჩვენეთ ამ ტექსტში და საზვარაკე ხბოსავით გამოგყვებით თქვენს "ბოინში" ყელის გამოსაჭრელად!...
რა გჭირთ, ხალხო? რას მიმტკიცებთ ახლა? რომ თქვენ უკეთესი ქრისტიანები ხართ ვიდრე მე? იყავით მერე... ვინ გედავებათ? თუმცა ესეც სადავო საკითხია... იმის შესახებ, რაც მე ვიცი, პატრიარქთანაც ორჯერ მქონდა აუდიენცია... და მან დაიჯერა ის, რაც მოვუყევი... დავიჯერო, მასზე მეტი ქრისტიანებიც ხართ? ხმამაღლა ვთქვა, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია? კი ბატონო, ვიტყვი: 34 წელია მაქვს ხილვები და ამ ხილვებით მე იმხელა ინფორმაცია მაქვს არა მარტო ქრისტიანობის შესახებ, რომ ზოგს არც დაგსიზმრებიათ! ეს ლოცვაც იქიდან, იმ მიღმიერი სამყაროდან მაქვს ინფორმაციად მოწოდებული! ჩემს შესახებ 5 ტელეგადაცემა გაკეთდა 1994-2001 წლებში და 12-13 სხვადასხვა დასახელების ჟურნალი და გაზეთი წერდა 1994-2007 წლებში... წმ.გიორგის თანადგომით სიზმარში მასწავლეს ქარგვა და როგორი ქარგვა მასწავლეს, ამაზე ნუ მალაპარაკებთ, - შედით ფორუმში---->ფოტოხელოვნება----->ჩვენი პატარები----> ჩემს მიერ დადებული სურათი: მამაკაცს ბავშვი უჭირავს ხელში. მათ უკან, კედელზე კიდია თამარ მეფის ნაქარგი ხატი, საპატრიარქოს მიერ მოწონებული და ეკლესიაში ნაკურთხი... მე ამ თემის გარშემო აღარაფერს ვიტყვი. ღმერთმა ყველა თქვენი სიმართლით გატაროთ!. ლელა და ჭა, ერთი კითხვითი ნიშანი მაინც მაჩვენეთ ამ ტექსტში და საზვარაკე ხბოსავით გამოგყვებით თქვენს "ბოინში" ყელის გამოსაჭრელად!...
რა გჭირთ, ხალხო? რას მიმტკიცებთ ახლა? რომ თქვენ უკეთესი ქრისტიანები ხართ ვიდრე მე? იყავით მერე... ვინ გედავებათ? თუმცა ესეც სადავო საკითხია... იმის შესახებ, რაც მე ვიცი, პატრიარქთანაც ორჯერ მქონდა აუდიენცია... და მან დაიჯერა ის, რაც მოვუყევი... დავიჯერო, მასზე მეტი ქრისტიანებიც ხართ? ხმამაღლა ვთქვა, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია? კი ბატონო, ვიტყვი: 34 წელია მაქვს ხილვები და ამ ხილვებით მე იმხელა ინფორმაცია მაქვს არა მარტო ქრისტიანობის შესახებ, რომ ზოგს არც დაგსიზმრებიათ! ეს ლოცვაც იქიდან, იმ მიღმიერი სამყაროდან მაქვს ინფორმაციად მოწოდებული! ჩემს შესახებ 5 ტელეგადაცემა გაკეთდა 1994-2001 წლებში და 12-13 სხვადასხვა დასახელების ჟურნალი და გაზეთი წერდა 1994-2007 წლებში... წმ.გიორგის თანადგომით სიზმარში მასწავლეს ქარგვა და როგორი ქარგვა მასწავლეს, ამაზე ნუ მალაპარაკებთ, - შედით ფორუმში---->ფოტოხელოვნება----->ჩვენი პატარები----> ჩემს მიერ დადებული სურათი: მამაკაცს ბავშვი უჭირავს ხელში. მათ უკან, კედელზე კიდია თამარ მეფის ნაქარგი ხატი, საპატრიარქოს მიერ მოწონებული და ეკლესიაში ნაკურთხი... მე ამ თემის გარშემო აღარაფერს ვიტყვი. ღმერთმა ყველა თქვენი სიმართლით გატაროთ!.
33. "მ ი თ რ ა ი ზ მ ი დიდ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას III ს-შიც კი, აქედან ბრჭყალებშია ჩასმული,ანუ ციტირებაა ვიღაცის. ან არ გქონდათ და მერე ჩასვით თამარ,ან მე არ მივაქციე ყურადღება. მხოლოდ თუ მიუთითებთ ავტორსაც მე მეტი საპრეტანზიო არ მაქვს ამ ნაწერთან არაფერი.მხოლოდ მადლობის მოხდა კიდევ ერთხელ საინტერესო ინფორმაციისთვის.
''კიდევ ერთხელ,დაბეჯითებით ვიმეორებ,საყურადღებო , ინფორმაციულად მდიდარი ნაშრომია.საინტერესო ინტერპრეტაციებით.`` :) "მ ი თ რ ა ი ზ მ ი დიდ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას III ს-შიც კი, აქედან ბრჭყალებშია ჩასმული,ანუ ციტირებაა ვიღაცის. ან არ გქონდათ და მერე ჩასვით თამარ,ან მე არ მივაქციე ყურადღება. მხოლოდ თუ მიუთითებთ ავტორსაც მე მეტი საპრეტანზიო არ მაქვს ამ ნაწერთან არაფერი.მხოლოდ მადლობის მოხდა კიდევ ერთხელ საინტერესო ინფორმაციისთვის.
``კიდევ ერთხელ,დაბეჯითებით ვიმეორებ,საყურადღებო , ინფორმაციულად მდიდარი ნაშრომია.საინტერესო ინტერპრეტაციებით.`` :)
32. თამარს ქონდა ერთი იმიჯი-ყელში ამოსული,მოსაწყენი,მარაზმამდე მიყვანილი-დედა ტერეზასი. სულ მინდოდა მისი ახალი ამპლუა.რამე საიხლე,ნოვაცია მის ნაწერში. და თამარ მადლობა რომ იმდი არ გამიცრუე.
''ქალბატონო თამარ! გთხოვთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ორიოდე უტაქტო კომენტატორის გამოხმაურებას.კიდევ ერთხელ,დაბეჯითებით ვიმეორებ,საყურადღებო , ინფორმაციულად მდიდარი ნაშრომია.საინტერესო ინტერპრეტაციებით.'' ტაშიიიიიიიიიიიიიიიიი . დებორა ''გლიჯავს''მაპატიეთ ამ სლენგისთვის. მხოლოდ აკადემიზმი ადამიანში მოსაწყენია,(თან მარტლა გამიმარტლა'',აკადემიური ადამიანები'' ვედრა ლარად მყვანან გარშემო) ჩემთვის აქ ბოლო ნაწერებით ( სტიქიას ლექსის გარჩევის მერე,რაც დადეთ) გაცილებით საინტერესო გახდით.მიყვარს თავის თავში დარწმუნებული,ძლიერი ადამაინები.თუ დინების საწინააღმდეგოდ ცურავენ და ეს კარგად გამოსდით მითუმეტეს. :)
თამარს ქონდა ერთი იმიჯი-ყელში ამოსული,მოსაწყენი,მარაზმამდე მიყვანილი-დედა ტერეზასი. სულ მინდოდა მისი ახალი ამპლუა.რამე საიხლე,ნოვაცია მის ნაწერში. და თამარ მადლობა რომ იმდი არ გამიცრუე.
``ქალბატონო თამარ! გთხოვთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ორიოდე უტაქტო კომენტატორის გამოხმაურებას.კიდევ ერთხელ,დაბეჯითებით ვიმეორებ,საყურადღებო , ინფორმაციულად მდიდარი ნაშრომია.საინტერესო ინტერპრეტაციებით.`` ტაშიიიიიიიიიიიიიიიიი . დებორა ``გლიჯავს``მაპატიეთ ამ სლენგისთვის. მხოლოდ აკადემიზმი ადამიანში მოსაწყენია,(თან მარტლა გამიმარტლა``,აკადემიური ადამიანები`` ვედრა ლარად მყვანან გარშემო) ჩემთვის აქ ბოლო ნაწერებით ( სტიქიას ლექსის გარჩევის მერე,რაც დადეთ) გაცილებით საინტერესო გახდით.მიყვარს თავის თავში დარწმუნებული,ძლიერი ადამაინები.თუ დინების საწინააღმდეგოდ ცურავენ და ეს კარგად გამოსდით მითუმეტეს. :)
31. ახვლედიანო, შენ რა გაქ ნეტა წაკითხული, ძალიან მაინტერესებს? :)) :)) :)) იმედია მარტო ზურაბ ზემოსკრელის პოეზია არა. :)) :)) :)) ახვლედიანო, შენ რა გაქ ნეტა წაკითხული, ძალიან მაინტერესებს? :)) :)) :)) იმედია მარტო ზურაბ ზემოსკრელის პოეზია არა. :)) :)) :))
30. საინტერესოა მადლობა თამარ 5 საინტერესოა მადლობა თამარ 5
29. ხელს ვართმევ მარქშეიდერს! ხელს ვართმევ მარქშეიდერს!
28. ნეტა რომელიმეს მაინც თუ გაქვთ სახარება წაკითხული, ასე დაბეჯითებით რომ ლაპარაკობთ ქრისტიანობაზე?.. თავი ურა მართლმადიდებლების შეკრებაზე მგონია, ერთ-ერთმა მათგანმა ახალი ,,სიბრძნე" რომ აღმოაჩინა და სხვები უტრაკებენ დაგვისაბუთეო =)) ნეტა რომელიმეს მაინც თუ გაქვთ სახარება წაკითხული, ასე დაბეჯითებით რომ ლაპარაკობთ ქრისტიანობაზე?.. თავი ურა მართლმადიდებლების შეკრებაზე მგონია, ერთ-ერთმა მათგანმა ახალი ,,სიბრძნე" რომ აღმოაჩინა და სხვები უტრაკებენ დაგვისაბუთეო =))
27. მარკშრეიდერი რა ნაცნობი სახე გაქვს? საიდან მეცნობი ნეტა აა?:)) მე მაინც ამ ქალბატონის აზრს ვიზიარებ!;)
16. თამრო, შენ ქრისტიანობაც მასე რომ იცოდე, როგორც მითრა გცოდნია, გაცილებით უკეთეს რამეებს დაწერ და შენივე დასმულ კითხვებს, შენვე უპასუხებ... ჭა. 2008-09-02 14:08:44
მარკშრეიდერი რა ნაცნობი სახე გაქვს? საიდან მეცნობი ნეტა აა?:)) მე მაინც ამ ქალბატონის აზრს ვიზიარებ!;)
16. თამრო, შენ ქრისტიანობაც მასე რომ იცოდე, როგორც მითრა გცოდნია, გაცილებით უკეთეს რამეებს დაწერ და შენივე დასმულ კითხვებს, შენვე უპასუხებ... ჭა. 2008-09-02 14:08:44
26. ქალბატონო ლელა, თავდასხმაზე თქვენ გადახვედით. ქალბატონმა თამარმა თქვა რომ გაგრძელება კი არა, წინაპარია ეგ ლოცვა. რაც შეეხება იმას რომ "ეს ინფორმაცია რწმენას ეხება და ამდენად სიკვდილ სიცოცხლის ტოლფასია, ქრისტიანისთვის." აქაც შეგეკამათებით - ქრისტიანი თუ რწმენაში მტკიცეა, მის რწმენას ვერ შეარყევ. და თუ მაინცდამაინც სანუგეშო გჭირდებათ რამე, შეგიძლიათ გაიაზროთ, რომ ქრისტიანობამ თუ "მამაო ჩვენო" ამჯობინა, ქრისტიანებისათვის ის უფრო ღირებული და მადლიანი ყოფილა. მიენდეთ თქვენს რელიგიას და ნუ დაეჭვდებით მასში, რასაკვირველია, თუ გწამთ.
ქალბატონო ლელა, თავდასხმაზე თქვენ გადახვედით. ქალბატონმა თამარმა თქვა რომ გაგრძელება კი არა, წინაპარია ეგ ლოცვა. რაც შეეხება იმას რომ "ეს ინფორმაცია რწმენას ეხება და ამდენად სიკვდილ სიცოცხლის ტოლფასია, ქრისტიანისთვის." აქაც შეგეკამათებით - ქრისტიანი თუ რწმენაში მტკიცეა, მის რწმენას ვერ შეარყევ. და თუ მაინცდამაინც სანუგეშო გჭირდებათ რამე, შეგიძლიათ გაიაზროთ, რომ ქრისტიანობამ თუ "მამაო ჩვენო" ამჯობინა, ქრისტიანებისათვის ის უფრო ღირებული და მადლიანი ყოფილა. მიენდეთ თქვენს რელიგიას და ნუ დაეჭვდებით მასში, რასაკვირველია, თუ გწამთ.
25. როგორც ინფორმაცია, მართლაც საინტერესოა და ამაზე არავინ დავობს მემნგონი. იმის თქმა რომ ლოცვა "დიდო დედაო" "მამაოჩვენოს" გაგრძელებაა სხვა თუ არაფერი, მკრეხელობა მაინც არის.....ამას მეცნიერული დასაბუთება სჭირდება.აქ გამოითქვა სურვილი, მიგეთითებინა "წყარო" რომლითაც სარგებლობ. შენ ეს სურვილი რატომრაც უგულებეყავი და სრულიად მოულოდნელად თავდაცვაზე (ან იქნებ თავდასხმაზეც...) გადახვედი, რატომ არ შეგიძლია, უფრო კონკრეტული პასუხები გქონდეს კონკრეტულ კითხვებზე? და თუ ასეა, მაშინ რასაწიროა დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება, მითუმეტეს თუ ეს ინფორმაცია რწმენას ეხება და ამდენად სიკვდილ სიცოცხლის ტოლფასია, ქრისტიანისთვის. როგორც ინფორმაცია, მართლაც საინტერესოა და ამაზე არავინ დავობს მემნგონი. იმის თქმა რომ ლოცვა "დიდო დედაო" "მამაოჩვენოს" გაგრძელებაა სხვა თუ არაფერი, მკრეხელობა მაინც არის.....ამას მეცნიერული დასაბუთება სჭირდება.აქ გამოითქვა სურვილი, მიგეთითებინა "წყარო" რომლითაც სარგებლობ. შენ ეს სურვილი რატომრაც უგულებეყავი და სრულიად მოულოდნელად თავდაცვაზე (ან იქნებ თავდასხმაზეც...) გადახვედი, რატომ არ შეგიძლია, უფრო კონკრეტული პასუხები გქონდეს კონკრეტულ კითხვებზე? და თუ ასეა, მაშინ რასაწიროა დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება, მითუმეტეს თუ ეს ინფორმაცია რწმენას ეხება და ამდენად სიკვდილ სიცოცხლის ტოლფასია, ქრისტიანისთვის.
24. ქალბატონო თამარ! გთხოვთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ორიოდე უტაქტო კომენტატორის გამოხმაურებას.კიდევ ერთხელ,დაბეჯითებით ვიმეორებ,საყურადღებო , ინფორმაციულად მდიდარი ნაშრომია.საინტერესო ინტერპრეტაციებით. ქალბატონო თამარ! გთხოვთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ორიოდე უტაქტო კომენტატორის გამოხმაურებას.კიდევ ერთხელ,დაბეჯითებით ვიმეორებ,საყურადღებო , ინფორმაციულად მდიდარი ნაშრომია.საინტერესო ინტერპრეტაციებით.
23. იქნებ რომელიმე ჭკვიანს ჰგონია რომ, ლაშარობა, ლომისობა, კვირიობა, ათენგენობა და მთის სხვა დღეობები, ქრისტიანული საწყისებიდან მოდის და ფუძეური ქრისტიანული დღესასწაულებია? ან კოპალა და იახსარი ქრისტიანი ბერები არიან და ხევსურეთსა და მთათუშეთში ქრისტიანობას ავრცელებდნენ? ან ქრისტიანობამდე საქართველოში სიბნელე და უვიცობა სუფევდა და სომეხი შუშანიკის ოჯახური ტრაგედია, ერის პირველ ლიტერატურულ და დამწერლობით ნიმუშს წარმოადგენს? თუ ასე ვინმე ფიქრობს ძალიან ცდება. იმ არსებული ლიტერატურული წყაროებიდან, რომლებიც ამ თემას ასახავს, ასეთი ჭკვიანებისთვის, ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიაა" გაეცანით, ოღონდ მერე არ თქვათ, რა იცოდა ივანე ჯავახიშვილმაო, ან ცდებოდაო, იმიტომ რომ ეს უკვე მართლაცდა სატირელი იქნება :) იქნებ რომელიმე ჭკვიანს ჰგონია რომ, ლაშარობა, ლომისობა, კვირიობა, ათენგენობა და მთის სხვა დღეობები, ქრისტიანული საწყისებიდან მოდის და ფუძეური ქრისტიანული დღესასწაულებია? ან კოპალა და იახსარი ქრისტიანი ბერები არიან და ხევსურეთსა და მთათუშეთში ქრისტიანობას ავრცელებდნენ? ან ქრისტიანობამდე საქართველოში სიბნელე და უვიცობა სუფევდა და სომეხი შუშანიკის ოჯახური ტრაგედია, ერის პირველ ლიტერატურულ და დამწერლობით ნიმუშს წარმოადგენს? თუ ასე ვინმე ფიქრობს ძალიან ცდება. იმ არსებული ლიტერატურული წყაროებიდან, რომლებიც ამ თემას ასახავს, ასეთი ჭკვიანებისთვის, ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიაა" გაეცანით, ოღონდ მერე არ თქვათ, რა იცოდა ივანე ჯავახიშვილმაო, ან ცდებოდაო, იმიტომ რომ ეს უკვე მართლაცდა სატირელი იქნება :)
22. ბევრი ძალიან საინტერესო რამ გავიგე... ბევრი ძალიან საინტერესო რამ გავიგე...
21. მეც გამიგია კვირიასა და მზექალის შესახებ. ხალხო, ცოტა აზრიანად წაიკითხეთ ხოლმე რასაც კითხულობთ, ყველაფრის პირად შეურაცხყოფად მიღება შეიძლება? მეც გამიგია კვირიასა და მზექალის შესახებ. ხალხო, ცოტა აზრიანად წაიკითხეთ ხოლმე რასაც კითხულობთ, ყველაფრის პირად შეურაცხყოფად მიღება შეიძლება?
20. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ თენმას ასე ეკლებდასხმულები შეხვდებოდით... რა გგონიათ, ქრისტიანობით დაიწყო ქართველთა ცივილიზაცია? და მანამდე მაიმუნებივით (ან მერიკო ახვლედიანივით) ხის ტოტებზე დარბოდნენ ქართველები? ჭაო, ქრისტიანობის არცოდნა რაში შენიშნე, მაინც? იმაში რომ ქრიასტიანობამდელიც ვიცი? და მითრას შესახებ თქვენც რომ იცოდეთ, დანაშაული გგონია? მე - არა!
ის რომ "იავ, ნანა, ვარდო, ნანა..." დღემდე იმღერება საქართველოში და ბავშვებს ამ სიმღერით აძინებენ დედები, - არ გაგიგონიათ მაინც, თუ არ გიმღერიათ? და რაო, მიშას ვარდებზეა სიმღერა? არა, ბატონო, "იავ-ნანა" წარმართობიდან მოდის! რამ აგაღელვათ ასე, იმან, რომ თურმე ძალიან ძლიერი რწმენა ჰქონდათ ქართველებს ქრისტიანობამდეც? თუ იმან, რომ ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე არსებობდა საქართველოში მექანიკური ძეგლი, რომელიც თავს კვეთდა მასთან მიახლოების მსურველთ?
ან იმ ლოცვაში რა დაინახეთ ანტიქრისტიანული? "დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში"... "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი. მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგეცა ქვეყანასა ზედა...." დანარჩენი - თქვენით თქვით.
ღმერთმა არ გაცოდინოთ, რისი ცოდნაც არ გინდათ! მეგონა საინტერესო ინფორმაცია მოგიტანეთ-მეთქი... არ გინდათ გაგება და - იყავით! ამას დღის ბოლოს წავშლი. ერთი დღე - გაუძელით! ან მე გამიძელით!... ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ თენმას ასე ეკლებდასხმულები შეხვდებოდით... რა გგონიათ, ქრისტიანობით დაიწყო ქართველთა ცივილიზაცია? და მანამდე მაიმუნებივით (ან მერიკო ახვლედიანივით) ხის ტოტებზე დარბოდნენ ქართველები? ჭაო, ქრისტიანობის არცოდნა რაში შენიშნე, მაინც? იმაში რომ ქრიასტიანობამდელიც ვიცი? და მითრას შესახებ თქვენც რომ იცოდეთ, დანაშაული გგონია? მე - არა!
ის რომ "იავ, ნანა, ვარდო, ნანა..." დღემდე იმღერება საქართველოში და ბავშვებს ამ სიმღერით აძინებენ დედები, - არ გაგიგონიათ მაინც, თუ არ გიმღერიათ? და რაო, მიშას ვარდებზეა სიმღერა? არა, ბატონო, "იავ-ნანა" წარმართობიდან მოდის! რამ აგაღელვათ ასე, იმან, რომ თურმე ძალიან ძლიერი რწმენა ჰქონდათ ქართველებს ქრისტიანობამდეც? თუ იმან, რომ ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე არსებობდა საქართველოში მექანიკური ძეგლი, რომელიც თავს კვეთდა მასთან მიახლოების მსურველთ?
ან იმ ლოცვაში რა დაინახეთ ანტიქრისტიანული? "დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში"... "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი. მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგეცა ქვეყანასა ზედა...." დანარჩენი - თქვენით თქვით.
ღმერთმა არ გაცოდინოთ, რისი ცოდნაც არ გინდათ! მეგონა საინტერესო ინფორმაცია მოგიტანეთ-მეთქი... არ გინდათ გაგება და - იყავით! ამას დღის ბოლოს წავშლი. ერთი დღე - გაუძელით! ან მე გამიძელით!...
19. წავიკიტხე. იმ ძველი ლოცვის ტექსტის წყარომ დამაინტერესა. ბევრია გამოკვლეული, გამოსაკვლევი - უფრო ბევრი. მიყვარს ასეტი რაღაცეები. წავიკიტხე. იმ ძველი ლოცვის ტექსტის წყარომ დამაინტერესა. ბევრია გამოკვლეული, გამოსაკვლევი - უფრო ბევრი. მიყვარს ასეტი რაღაცეები.
18. კაი ერთი =)) კაი ერთი =))
17. წავიკითხე გულდასმით. ტიპოლოგიური/ და იქნებ გენეტიკური/ კავშირები მითრაიზმსა და ქრისტიანობას შორის საყურადღებოა. ქალბატონო თამარ!ქართული წარმართული ლოცვის ტექსტი მრავალმხრივ ინტერესს აღძრავს. როგორც არასპეციალისტს,მაინტერესებს,წყარო,რომლითაც აქ სარგებლობთ.თუ ასეთი გამოცემა რამდენიმეა,იქნებ არ დაიზაროთ მითითება. ამჟამად ერთ ლიტერატურულ პრობლემაზე ვმუშაობ და ვფიქრობ,ეს ლოცვა რაღაც გასაღებს მაძლევს. 5.. წავიკითხე გულდასმით. ტიპოლოგიური/ და იქნებ გენეტიკური/ კავშირები მითრაიზმსა და ქრისტიანობას შორის საყურადღებოა. ქალბატონო თამარ!ქართული წარმართული ლოცვის ტექსტი მრავალმხრივ ინტერესს აღძრავს. როგორც არასპეციალისტს,მაინტერესებს,წყარო,რომლითაც აქ სარგებლობთ.თუ ასეთი გამოცემა რამდენიმეა,იქნებ არ დაიზაროთ მითითება. ამჟამად ერთ ლიტერატურულ პრობლემაზე ვმუშაობ და ვფიქრობ,ეს ლოცვა რაღაც გასაღებს მაძლევს. 5..
16. ძალიან საინტერესო ნაშრომია555 ძალიან საინტერესო ნაშრომია555
15. თამრო, შენ ქრისტიანობაც მასე რომ იცოდე, როგორც მითრა გცოდნია, გაცილებით უკეთეს რამეებს დაწერ და შენივე დასმულ კითხვებს, შენვე უპასუხებ... თამრო, შენ ქრისტიანობაც მასე რომ იცოდე, როგორც მითრა გცოდნია, გაცილებით უკეთეს რამეებს დაწერ და შენივე დასმულ კითხვებს, შენვე უპასუხებ...
13. ეს თემა არის სხვადასხვა სკოლების,სხვადასხვა სპეციალისტების ,უცხოელი მკვლევარების ჯერ კიდევ ბევრი საკამათო. გავეცნოთ თამარის წერილს,მადლობა ვუთხრათ ინფორმაციისთვის. აქ რამე პოლემიკის საჭიროებას ვერ ვხედავ. ძალიან ფუნდამენტური ცოდნა უნდა ქონდეს ადამიანს,უნდა შეაჯეროს სხვადასხვა მასალა,შეხედულება და ალბათ ერთი წიგნიც არ ეყოფა შემდეგ და ის წიგნიც მისი შეხედულებების დაფიქსირება იქნება .ზოგისთვის მისაღები,ზოგისთვის საკამათო. ეს თემა არის სხვადასხვა სკოლების,სხვადასხვა სპეციალისტების ,უცხოელი მკვლევარების ჯერ კიდევ ბევრი საკამათო. გავეცნოთ თამარის წერილს,მადლობა ვუთხრათ ინფორმაციისთვის. აქ რამე პოლემიკის საჭიროებას ვერ ვხედავ. ძალიან ფუნდამენტური ცოდნა უნდა ქონდეს ადამიანს,უნდა შეაჯეროს სხვადასხვა მასალა,შეხედულება და ალბათ ერთი წიგნიც არ ეყოფა შემდეგ და ის წიგნიც მისი შეხედულებების დაფიქსირება იქნება .ზოგისთვის მისაღები,ზოგისთვის საკამათო.
12. რა თქმა უნდა, მაგრამ კულტსა და რელიგიას შორის განსხვავება ძალიან დიდია, ისევე როგორც კულტურასა და ცივილიზაციას შორის. რა თქმა უნდა, მაგრამ კულტსა და რელიგიას შორის განსხვავება ძალიან დიდია, ისევე როგორც კულტურასა და ცივილიზაციას შორის.
11. თამარ, ჩემო ძვირფასო ,მაშინ აი სტატია ან რამე იწერება ასე ''გავრცელებულია შეხედულება''და მერე ეს შეხედულება.და სასურველია მოიყვანო ავტორი,რომელსაც ეყრდნობი .და მე ვეთანხმები.:) შემგეგ რამდენი შეხედულებაცაა ისტორიაში იმდენივე საპირისპირო აზრია ხოლმე.მეზარება გადარეკვა ეხლა დარწმუნებული ვარ ამ შეხედულებას ყველა არ იზიარებს. ეს არის რთული საპოლემიკო თემა. ანუ აი ეს არ შეიძლება და რატომ შეეხეთ ამ თემას არა ბატონო.უბრალოდ არის ასეთი რაღაც- უაპელაციო განცხადება- ეს სერიოზულ წერილში ან სამეცნიერო საზოგადოებაში ..ნაკლებად მისასალმებელია ნუ თუ რაღაც უდიდესი ავტორიტეტი არ ხარ :) მე მხოლოდ მივესალმები სხვა რელიგიების შესწავლას. თამარ, ჩემო ძვირფასო ,მაშინ აი სტატია ან რამე იწერება ასე ``გავრცელებულია შეხედულება``და მერე ეს შეხედულება.და სასურველია მოიყვანო ავტორი,რომელსაც ეყრდნობი .და მე ვეთანხმები.:) შემგეგ რამდენი შეხედულებაცაა ისტორიაში იმდენივე საპირისპირო აზრია ხოლმე.მეზარება გადარეკვა ეხლა დარწმუნებული ვარ ამ შეხედულებას ყველა არ იზიარებს. ეს არის რთული საპოლემიკო თემა. ანუ აი ეს არ შეიძლება და რატომ შეეხეთ ამ თემას არა ბატონო.უბრალოდ არის ასეთი რაღაც- უაპელაციო განცხადება- ეს სერიოზულ წერილში ან სამეცნიერო საზოგადოებაში ..ნაკლებად მისასალმებელია ნუ თუ რაღაც უდიდესი ავტორიტეტი არ ხარ :) მე მხოლოდ მივესალმები სხვა რელიგიების შესწავლას.
10. კაი, ბატონო, კულტი დავარქვათ, მაგრამ... ყველა რელიგია მოიცავს კულტის ელემენტებს. კაი, ბატონო, კულტი დავარქვათ, მაგრამ... ყველა რელიგია მოიცავს კულტის ელემენტებს.
9. ისე ქალბატონო თამარ, მეცნიერულად მითრაიზმი როგორც რელიგია არ განიხილება, ეს არის კულტი. ისე ქალბატონო თამარ, მეცნიერულად მითრაიზმი როგორც რელიგია არ განიხილება, ეს არის კულტი.
8. მითრაიზმის შესახებ ეს ინფორმაცია ჩემთვისაც ისევე შოკისმომგვრელი იყო, როგორც თქვენთვის... ასე რომ ეს ჩემი აზრი კი არ არის, ეს ცნობილი ფაქტია, ნინი!... და ჩვენ ამას მივიღებთ თუ არა, ამით მითრაიზმი არ შეიცვლება. მითრაიზმი - უზარმაზარ სივრცეზე გაბატონებული რელიგია იყო... მაშინ არ არსებობდა არც ქრისტე და არც ქრისტიანობა! და სხვა რელიგიებზე თვალის დახუჭვა - სირაქლემას პოზიციას ხომ არ ჰგავს?
მითრაიზმის შესახებ შეგიძლიათ ამოიკითხოთ: გელოვანი არჩ. მითოლოგიური ლექსიკონი. "საბჭ.საქართველო", თბ., 1983 მითრაიზმის შესახებ ეს ინფორმაცია ჩემთვისაც ისევე შოკისმომგვრელი იყო, როგორც თქვენთვის... ასე რომ ეს ჩემი აზრი კი არ არის, ეს ცნობილი ფაქტია, ნინი!... და ჩვენ ამას მივიღებთ თუ არა, ამით მითრაიზმი არ შეიცვლება. მითრაიზმი - უზარმაზარ სივრცეზე გაბატონებული რელიგია იყო... მაშინ არ არსებობდა არც ქრისტე და არც ქრისტიანობა! და სხვა რელიგიებზე თვალის დახუჭვა - სირაქლემას პოზიციას ხომ არ ჰგავს?
მითრაიზმის შესახებ შეგიძლიათ ამოიკითხოთ: გელოვანი არჩ. მითოლოგიური ლექსიკონი. "საბჭ.საქართველო", თბ., 1983
7. ბექა...მთაში ქრისტიანობამ შეირწყა უძველესი წარმარტული წესჩვეულებები.რელიგია ძალიან ფაქიზი თემაა. და ვიმეორებ სამეცნიერო წრეებში და ისედაც ზოგადად მიღებულია ფრაზები..იხილეთ ქვემოთ . :))) და სქართველოს ისტორია როგორ იწერებოდა და ნაშრომები...ოი რა კარგად ვიცი .ამ თემაზე აქ არ ღირს კამათი. ისტორიკოსები და ეთნოგრაფები მყავს ნათესავები სულ:) ბექა...მთაში ქრისტიანობამ შეირწყა უძველესი წარმარტული წესჩვეულებები.რელიგია ძალიან ფაქიზი თემაა. და ვიმეორებ სამეცნიერო წრეებში და ისედაც ზოგადად მიღებულია ფრაზები..იხილეთ ქვემოთ . :))) და სქართველოს ისტორია როგორ იწერებოდა და ნაშრომები...ოი რა კარგად ვიცი .ამ თემაზე აქ არ ღირს კამათი. ისტორიკოსები და ეთნოგრაფები მყავს ნათესავები სულ:)
6. ქრთული ქრისტიანობა დიდად დავალებულია აბსოლიტურად ყველა იმ წარმართული კულტებისგან რომლებიც საქართველოში იყო, ამის საუკეთესო დასტური მთიანეთში შემორჩენილი დღესასწაულებია, რომლებსაც თავისი არსით და წესებით ქრისტიანობასთან არანაირი საერთო არ აქვს! ქრთული ქრისტიანობა დიდად დავალებულია აბსოლიტურად ყველა იმ წარმართული კულტებისგან რომლებიც საქართველოში იყო, ამის საუკეთესო დასტური მთიანეთში შემორჩენილი დღესასწაულებია, რომლებსაც თავისი არსით და წესებით ქრისტიანობასთან არანაირი საერთო არ აქვს!
5. აი ბოლოს მითრაიზმი'' ქრისტიანული რელიგია ბევრი რამითაა მისგან დავალებული. ''მე პირადად არ ვეთანხმები ადამიანური,რელიგიური მომენტიდან. სპეციალისტებიც ასე უაპელაციოდ განცხადებას ვფიქრობ არ გაიზიარებენ.ძალიან დიდი,ფუნდამენტური კვლევა უნდა ამას.სხვასხვახვა სპეციალისტების. და კიდევ ქალბატონ ნინოსთან პოლემიკა იმიტომ მომივიდა რომ არი სიტყვები''ჩემი აზრით''სხვადასხვა შეხედულებით'' ''მე ვფიქრობ რომ''ასე მიაჩნიათ ''არის გავრცელებული ასეთი შეხედულება და ასე შემდეგ. პატივისცემით ამ ნაწერს განვიხილავ თამარის შეხედულებებად.ზოგადი ხასიატის ცნობების გადმოცემად და როგორც საგაზეთო მოყვარულის სტატიას ისე.
აი ბოლოს მითრაიზმი`` ქრისტიანული რელიგია ბევრი რამითაა მისგან დავალებული. ``მე პირადად არ ვეთანხმები ადამიანური,რელიგიური მომენტიდან. სპეციალისტებიც ასე უაპელაციოდ განცხადებას ვფიქრობ არ გაიზიარებენ.ძალიან დიდი,ფუნდამენტური კვლევა უნდა ამას.სხვასხვახვა სპეციალისტების. და კიდევ ქალბატონ ნინოსთან პოლემიკა იმიტომ მომივიდა რომ არი სიტყვები``ჩემი აზრით``სხვადასხვა შეხედულებით`` ``მე ვფიქრობ რომ``ასე მიაჩნიათ ``არის გავრცელებული ასეთი შეხედულება და ასე შემდეგ. პატივისცემით ამ ნაწერს განვიხილავ თამარის შეხედულებებად.ზოგადი ხასიატის ცნობების გადმოცემად და როგორც საგაზეთო მოყვარულის სტატიას ისე.
4. საინტერესოა, თუმცა ეს ისეთი თემაა რომელსაც უფრო ვრცელი მიმოხილვა უნდა. :) საინტერესოა, თუმცა ეს ისეთი თემაა რომელსაც უფრო ვრცელი მიმოხილვა უნდა. :)
3. მოგვიანებით უფრო გულისყურით წავიკითხავ! :) მოგვიანებით უფრო გულისყურით წავიკითხავ! :)
2. საინტერესოა. თვალი გადავავლე მხოლოდ.იმხელა თემაა ერთ პუბლიცისტურ წერილში ცხადია არ ჩაეტევა. ბევრი მონოგრაფია,წიგნია ამ თემაზე.არა მარტო ქართველი ავტორების. უამრავი დისერტიაციის ''შეხების''თემა. რა თქმა უნა ძალიან დიდი ინფორმაცია უნდა გქონდეს და''ბევრი ჩიჩქვნაა''საჭირო სპეციალისტებთან,ნაშრომებში და ასე შემდეგ.და ძალიან ღრმად უნდა ჩახვიდე მერე...ჩვენი ერის მენტალობის,ტრადიციების,წესჩვეულების ბევრი გამოძახილია დღევანდელ დრომდეც. უამრავი საპოლემიკო თემაა აქ. თვითონ ისტორიკოსებს,ეთნოგრაფებს შორისაც . თამარს მადლობა..
საინტერესოა. თვალი გადავავლე მხოლოდ.იმხელა თემაა ერთ პუბლიცისტურ წერილში ცხადია არ ჩაეტევა. ბევრი მონოგრაფია,წიგნია ამ თემაზე.არა მარტო ქართველი ავტორების. უამრავი დისერტიაციის ``შეხების``თემა. რა თქმა უნა ძალიან დიდი ინფორმაცია უნდა გქონდეს და``ბევრი ჩიჩქვნაა``საჭირო სპეციალისტებთან,ნაშრომებში და ასე შემდეგ.და ძალიან ღრმად უნდა ჩახვიდე მერე...ჩვენი ერის მენტალობის,ტრადიციების,წესჩვეულების ბევრი გამოძახილია დღევანდელ დრომდეც. უამრავი საპოლემიკო თემაა აქ. თვითონ ისტორიკოსებს,ეთნოგრაფებს შორისაც . თამარს მადლობა..
1. ვიდრე ჩემს ”ჩასაქოლად” მოამზადებთ ქვებს, მინდა აგიხსნათ, რატომ დავდე აქ ეს ნაშრომი. უბრალოდ, ძალიან ბევრს ავიწყდება, რომ ქრისტიანობამდე საქართველოში არსებობდა რაღაც რელიგია, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო თავისი არსით. და ქრისტიანობაც - სრულიად ლოგიკური გაგრძელება არის მანამდე არსებული წარმართული რელიგიისა.
ამ თემებზე არსებობს უამრავი ლიტერატურა. თუ დაგაინტერესებთ, - შემიძლია მიგითითოთ კიდეც... ერთადერთი, რასაც ვერცერტ წიგნში ვერ ამოიკითხავთ არის ლოცვა ქართველთა, არსებული საქართველოში ”მამაო ჩვენომდე”... და თავისი არსით არც ის არანაირად არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას. მე ვიტყოდი, რომ მამაო ჩვენო მის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს:
„დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში, დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო, უწონ-უმანძილოვ, ცარიელა და სავსევ, უჟამო, უძრაო, წყვდიადო ცაო, სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო, ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი, ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
ვიდრე ჩემს ”ჩასაქოლად” მოამზადებთ ქვებს, მინდა აგიხსნათ, რატომ დავდე აქ ეს ნაშრომი. უბრალოდ, ძალიან ბევრს ავიწყდება, რომ ქრისტიანობამდე საქართველოში არსებობდა რაღაც რელიგია, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო თავისი არსით. და ქრისტიანობაც - სრულიად ლოგიკური გაგრძელება არის მანამდე არსებული წარმართული რელიგიისა.
ამ თემებზე არსებობს უამრავი ლიტერატურა. თუ დაგაინტერესებთ, - შემიძლია მიგითითოთ კიდეც... ერთადერთი, რასაც ვერცერტ წიგნში ვერ ამოიკითხავთ არის ლოცვა ქართველთა, არსებული საქართველოში ”მამაო ჩვენომდე”... და თავისი არსით არც ის არანაირად არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას. მე ვიტყოდი, რომ მამაო ჩვენო მის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს:
„დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში, დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო, უწონ-უმანძილოვ, ცარიელა და სავსევ, უჟამო, უძრაო, წყვდიადო ცაო, სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო, ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი, ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|