ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2011


ნიტროგლიცერინი

თებერვლის ოცი, გამთენიის ოთხი საათი,
გარეთ ჩიტები საუბრობენ (ალბათ ამინდზე)
და გასართობად მერამდენედ მოვხრით არათითს,
რომელსაც შემდეგ ვატკაცუნებთ... ძილი არ გვინდა.

ვფიქრობთ, რომ ყველა ჩვენ გვიყურებს, როგორც ასე ვთქვათ,
ტელევიზორს, რომ უყურებენ ანუ სერიალს,
დღეს წარმოვადგენთ ჩანაწერს, ან მტვრიან კასეტას,
რომელსაც ხშირად, როგორც ვამბობთ, მიაქვს წერილი.

გავზომეთ ფრჩხილით სინათლე და ე.ი ფითილი,,
უბის დღიურში ვწერეთ, რადგან დროა კადასტრის,
ჯერ გამთენია არ დამდგარა, ჯერ ნუ გვიტირებთ,
იტირეთ იგი, ვისაც უკვე ცრემლი გადასცდა.

ვგავართ სამსახურშეძულებულ კოხტა შვეიცარს,
ანუ პოზა გვაქვს მშობლის ცხვირწინ მხტომი კვიცივით,
ყველა ნაბიჯი, დრამას, ტრილერს, ვესტერნს შეიცავს,
რომელსაც შემდეგ ოთკუთხედში ვხედავთ, ვიცინით.

ვწერეთ, ვიფიქრეთ, გავუბრაზდით ისევ არაფერს,
ისევ არაფერს მივუძღვენით ყველა სარკაზმი,
ჩვენ გავიყავით სიყვარული, ანუ კანაფი,
მერე კი ისევ, როგორც ყველამ, ძილით ავკაზმეთ -
თებერვლის ოცი, გამთენიის ოთხი საათი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები