ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2011


ფაიფურის თოჯინა

ჩემი ფაიფურის თოჯინა
ჩემსავით უემოციო თვალებით თხზავს სამყაროს,
ფაიფურისაა და უსულო, მაგრამ ჩემზე უფრო ცოცხალი.

ვცხოვრობთ სახლში, რომლის კედლებსაც
სისხლი სდის ხელის შეხებისას,
რომლის სახურავიდანაც წვიმა ჟონავს უამინდობისას
და რომლის საძირკველიც ისეთივე მორყეულია,
როგორც ბავშვის მოსაცვლელი კბილი.

ჩემი ფაიფურის თოჯინა
ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე ჩემი სულიერი მდგომარეობა,
ბევრად უფრო ფრთხილია ,
ვიდრე ჩემი შიზოიდური მეტასტაზების მოქმედება,
ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ჩემი თითოეული ნაბიჯი
და მიუხედავად ჭუჭყიანი კაბისა,
ბევრად უფრო სუფთა, ვიდრე მე.

ჩემი ფაიფურის თოჯინა
ჩემზე უფრო ცოცხალი, ჩემი სათამაშოა,
წითელი ტუჩებით და უთქმელი გამოხედვით,
სველი თმებითა და ხელში დამჭკნარი ყვავილებით,
ჩემი ტკივილებით და უღმერთობით სავსე.

ჩემი ფაიფურის თოჯინა, ახლა ჩემს გამო ტირის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები