ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2011


თავი ასწიე, ჩემო!

თავი ასწიე, შეგთხოვ, ჩემო,
თავი ასწიე!
მიწას გააპობს მწველი მზერა
შენი თვალების...
ნუთუ, ეს გრძნობა ჩემთვის
მხოლოდ სასჯელია და
ვერ გამიგია, ოცნებისთვის
რას მემართლები?

ვეღარ არეკლა მზის
სხივები ჩემმა ცხოვრებამ,
მდორე დინებას წავაგავდი
უფრო ყოველთვის,
თავი ასწიე, შემომხედე,
მინდა მოგიყვე,
როგორ ვიყავი უშენოდ
და შენთან ცხოვრებით...

თავი ასწიე, გეხვეწები,
თავი ასწიე...
გარეთ შეჭამენ დილის ჰაერს
ალბათ სიბნელით...
მორჩა და მოკვდა
ყველაფერი!
დამთავრდა-მეთქი!..
მოსაყოლი მაქვს, რომ იცოდე,
შენთვის იმდენი...

თავი ასწიე, ერთადერთო,
თავი ასწიე,
მე მაგ თვალებმა დამაბრუნეს
მკვდარი კინაღამ!
და შემომხედე, დამაკვირდი,
თუნდაც ბოლოჯერ,
რომ კიდევ გითხრა გაგიჟებით:
მე შენ მიყვარხარ!

ლიკა ოხანაშვილი
17.02.2011


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები