ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2011


განა ვპოეტობ!

განა ვპოეტობ!
მე პოეტის სისხლით ვარ სავსე
უცხო თვალები
ჩემთვის დღესაც თხრიან სამარეს,
მე ერთს ვოცნებობ
იქნებ მუზა ძმად შემხვდეს გზაზე
შევეფარები
მას და ვერვინ დამასამარებს!
და ერთი კია
თუ ჩემს ირგვლივ ბნელი ანთია
რად მინდა ფიცი
კარგს ცუდისგან მხოლოდ დრო არჩევს
არ არის გვიან
ასეთი რამ ბევრს დამართნია
მე ერთი ვიცი
ლექსით დაჭრილს, ლექსი მომარჩენს!
კალამს რომ ვერ ვთმობ
მე კი არა უფალს სურს ასე
განა ვპოეტობ!
მე პოეტის სისხლით ვარ სავსე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები