ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2011


ერთ სუნთქვაში.....(თებერვლის დღენაკლულთათვის.....)

                            ,,წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართველის,
                                                  ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის...’’’
                                                                                                  გალა....
აქ არ იქნება ის .... რაც ,,იყო'' ან ,,არის'',
...არც ,,იქნება'' იქნება......
აქ იქნება ის, რაც 
ყოფილიყოოდესარყოფილიყო...................

გამოუდექი....გამოუდექი!
იმ არ დაწევისათვის.......
შენს თავს რომ უსწრებ, ისე.....
და მერე... მერე?...

განა კითხვაა საჭირო, თუ რამდენი ღრუბელი ვთელე?!...
დონ კიხოტების წისქვილები ვაბრუნე წაღმა,
რომ უკუღმართი დროის მანქანა გადამეძალა......

სიტყვას ვემონე....არ მიმონა....
სიყვარულის სარტყელი მმოსა და
პირმეტყველთა სულ პირველი ტვირთი მიბოძა...
პოეტობა?!....
წვეთი სისხლისა...ძაფი ნერვისა......

და რა ახლოა ...და რა შორია....
ცასთან გგონია?...(თვით  ირონია)
ეს დრო სარკმელში გისოსებს მისვამს,
თვისი ჰგონია.....
და რა იცის, რომ აქ......
დიახ, აი, აქ!
არ იქნება ის .... რაც ,,იყო'' ან ,,არის'',
...არც ,,იქნება'' იქნება......
აქ იქნება ის, რაც
ყოფილიყოოდესარყოფილიყო...................

                                                              25 თებერვალი.* 2011წელი.
* აქ შეცდომაა არაა..... დროში წინსწრებაა და წრეში ბრუნვაა.... და ისე  კი მართლა 25 თებერვალი მეგონა, თუმც 24-ია დღეს. ;)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები