დიახ, მე ვიყავი მთვარეზე მე დავფრინავდი უკიდეგანო სივრცეში მიყვარდა ცხოვრება მარსზე... მაგრამ ეხლა მე დავბრუნდი აქ, დედამიწაზე. და თურმე შენ აქ არ ხარ, შენსკენ მომავალი გზაც უკვე აღარ ჩანს, და მე დავრბივარ, ვმალავ საკუთარ თავს... ვიმალები საკუთარი ჩრდილის სიბნელეში და ვდუმვარ, მეშინია, მრცხვენია... ჩემი ფიქრებიც ისევე მუქია როგორც კოსმოსში შავი ხვრელები... ჩენი აზრები ისევე ქაოსური როგორც სამყაროს წესრიგში ვარსკვლავთა ხმაური... და მაინც ვფიქრობ, ხსნა არის მოგზაურობა საკუთარ თავში... თუ მოგზაურობა არის ძიება, და სახლი ჯერაც არ არის ნაპოვნი, მე არ ვჩერდები, განვაგრძობ კვლევას, მე არ ვაპირებ უკან დახევას... გავივლი მილიონობით კილომეტრს, შენსკენ მომავალ გზის დასაბრუნებლად... ვერ ხედავ ჩემი ცხოვრება ინგრევა და მაინც მჯერა რომ შენ არსებობ, რომ არაფერი დამთავრებულა... გზაზე რომელზეც ეხლა მე ვდგევარ, ვხედავ არ არის ოქროსი, მაგრამ ჯერაც არ დაჭაობებულა... სანამ სიმართლე არ გახდება ტყუილი, თეთრი შავი და კარგი ცუდი სანამ არ შევიცვლები და არ დაგივიწყებ მანამ მექნება შანსი, იქნება იმედი იმედი იმის რომ გადავრჩები... მე არ მჯერა არაფრის მჯერა ღმერთო მხოლოდ შენი...
მიპოვნე!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. :) წარმატებები... :) წარმატებები...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|