ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2011


შეხვედრა

_გახსოვს, მეგობარო,
ბედმა რომ შეგვყარა
უფლისგან დაწყევლილ, უცნაურ მხარეში?
იყო მზით დამწვარი, ნაცემი ქვეყანა,
მიწა  შეწყალების უნარის გარეშე.
გახსოვს, მრავალმა რომ ქვიშაში დატოვა,
ჩვენი კი რატომღაც გამოძვრა, გადარჩა
სიცოცხლე, რომელიც კისერზე გვეკიდა
ჰუსარის რულეტად, დუელის დამბაჩად.
გახსოვს, მეგობარო,
იყო დიდი რისკი...
ქვის უკან ვიწექით შმორიან გუბეში,
დროს  ხრავდა საათი, ჩემი_~კამანდირსკი~
შიშს შენგან უჩუმრად ვმალავდი უბეში.
გახსოვს, მეგობარო,
დარდს ორად ვიყოფდით
და ვჭამდით საერთო კონსევრის ქილიდან,
მინდა, მეგობარო,
ახლა გამოგიტყდე,
ის ქალი მიყვარდა, დაჭრილს რომ გივლიდა.

_გაჩერდი, თუ ძმა ხარ,
მეც მსურდა ეგ მედდა,
ახლა სათქმელად და მოყოლად არა ღირს,
ვფიქრობ, შეგვახვედრა ერთმანეთს კვლავ ბედმა,
რათა ძველ მეგობარს  უყიდო არაყი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები