ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 თებერვალი, 2011


***

ჩემს ნაკვალევს გმინვით მოსდევს პაპაჩემი...
მორკალული ჩემი ქედი არ აჩვენოთ,
სხივნო მზისავ ,
გაიტყუეთ,
წარაფს წასცდეს...
თქვენც უბიძგეთ,
უფსკრულთან რომ წაბარბაცდეს,
გადასჩეხეთ-
მოისვენოს სულმა მისმა,
წყლად მიიქცეს,
არა ღრუბლად,
არა ნისლად,
თორემ ისევ არ მოიშლის კვალში დევნას,
თუ მომასწრო,
დამუხლული მნახა მგელმა,
თუ სახეზე
შემამჩნია სილბომ ამკრა,
არ დამზოგავს,
გაცვეთილი მაჯით დამკლავს.

                                              ტარიელ ხარხელაური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები