ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 თებერვალი, 2011


ვეფხვი და ჩიტუნია

იცოდე:
ყურებით მოგიყვანს
ჩემთან
შენი ფეხები!!!
და მევნები...

როგორ მსურს ვისმინო:
ჩემს აკორდში
ჩაკერებული
შენი სიმღერა...
ფიქრობდა ვეფხვი:
პირმეხებით...
-თავის გულისსწორზე.
სისხლს უცხელებდა
სურვილი მწველი...
თვალს ულიბრავდა
ბინდი სველი...

და გაექცა შველი...


    * * *
    *ფიქრობდა ჩიტუნია*

მწვანე ფოთლებზე
წვიმა შხაპუნა...

თვალსიხარულა,
თვალსალბუნა,
გულსაამურა
ფრთაფათქუნა...

ყვავილწინწკლება...
-შემომეწიწკნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები