ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2011


მე - მხატვარი

სისხლით მოვხაზავ საკუთარ პორტრეტს
და შეჩვეული ტილოც შეიწოვს,
ფუნჯით, რომლითაც ვხატე სატანა,
უნდა დავხატო ვიცი, იესოც...
ყელზე მობმული დაგვაქვს მარყუჟი
და მუდამ ვცდილობთ თოკის გაწყვეტას,
ჩვენ მხატვრები ვართ - იცის სუყველამ,
თუმცა რას ვხატავთ, ალბათ არცერთმა.
ჩვენ გვჯერა - მუდამ გვახრჩობს ცხოვრება,
ხშირად ტირილიც გვესმის საყდრიდან,
ადრე თუ ვყიდდი ჩემივე ნახატს,
ახლა ნახატმა თვითონ გამყიდა.
დავხატავ, სანამ სისხლსა და ცოდვას,
ისევ დაიტევს ეს ძველი ტილო,
ამ ფუნჯით ადრე სატანა ვხატე,
ახლა იესოს დახატვას ვცდილობ...

ლიკა ოხანაშვილი
28.02.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები