ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2011


მარტი & ადამიანი & სული & მარტოხეობა

მ ა რ ტ ი

მე შევყურებდი ქარში
ნუშის ყვავილის თოვას.
ეს ყვავილთცვენა მაშინ
ჰგავდა ხეების გლოვას...

ნუშის თოვლისფერ ყვავილს
ქარი მიწაზე ჰფენდა
და მე არ ვიცი, რატომ
მომინდა ყოფნა შენთან!..

მე არც ის ვიცი, ხეებს
რატომ ვადარე თავი.
რად მომეჩვენა, თითქოს
ქარი მე მგლეჯდა ყვავილს...

რად მომეჩვენა, ქარი
სახეში შოლტით მცემდა...
და მე არ ვიცი, რატომ
მომინდა ყოფნა შენთან!..



ა დ ა მ ი ა ნ ი

რა უცნაური არსებაა ადამიანი, –
თანაბრად  უძლებს  ამქვეყნიურ ტანჯვა–წვალებას...
. . . . . .
ღმერთმა გაშოროთ ის სიმწარე, რომელსაც ჰქვია
უკანასკნელი სიყვარულის გარდაცვალება!!!




ს უ ლ ი

სული სულს ეძებს!..
სული სულ ეძებს,
ხან იბჟუტება, ხან განათდება...
ხატებს გახედე, – რამდენი სული
ანთია ირგვლივ თაფლის სანთლებად!

სული სულს ეძებს სიზმარშიც, ცხადშიც...
საუკუნეებს წვდება ფიქრებით:
„შეგხვდები?...“
„გნახავ?..“
„მიცნობ?..“
„შემიგრძნობ?..“
„სხვასთან წახვალ თუ ჩემთან იქნები?..“

სული სულ ეძებს,
ერთ სულს დაეძებს
და თუ პოულობს, მაშინ მშვიდდება.
ნაპოვნი სულის მწედ და დამხმარედ
გაეფინება გზებად, ხიდებად...
. . . . . . .
სული  ს უ ლ  ეძებს!..
სული  ს უ ლ ს  ეძებს!!!..

       


მ ა რ ტ ო ხ ე ო ბ ა

როდესაც გიყურებ ანთებულ თვალებში,
ვგრძნობ, როგორ ყუჩდება წარსული ტკივილი...
მოღელავს, მოარღვევს ჩაკირულ ჯებირებს
სულის სიმღერა!!! 
                        თუ სულის კივილი?!.....

ყოველდღე ვერ გხედავ, ხანდახან შემხვდები...
ჩამივლი, მიტოვებ შეხვედრის მოლოდინს!...
სიზმრად გეფერები!!!!...
                      ცხადში? – ვერც გეხები...
სათქმელიც უთქმელი დამრჩება ბოლომდის!...

ჩვენ ჩვენი გვედგმება ცხოვრების უღელი,
ცალ–ცალკე მოგვიწევს იმ ხნულის გატანაც...
. . . . . . .
გაუსაძლისია შენს ახლოს ყოფნა და
ამ  „მარტოხეობის“ უშენოდ ატანა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები