ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2011


,,ნეტავი ქალი ვისია?!

ქალი გიშრისა თვალება
მხოლოდ ქებისა ღირსია
ვუმზერ და ენა დამება
ნეტავი ქალი ვისია?!

ტანი მსგავსი აქვს ალვის ხის
მეც თვალნი შემომისია
ველურსა მზერას გაისვრის
ნეტავი ქალი ვისია?!

სახე აქვს კალმით ნახატი
ოცნებების აქვს მისია
სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი
ნეტავი ქალი ვისია?!

ვხედავდე და ვერ ვწვდებოდე
ეს დიდი დანაკლისია
ირგვლივ იმონებს სუყველას
ნეტავი ქალი ვისია?!

ალბათ ცით არის შობილი
ანგელოზია..ღვთისია…
მაშ ცით რად ისმის ძახილი
,,ნეტავი ქალი ვისია”?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები