ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2008


აგვისტოს ღამემ

შენ ვერც კი ხვდები,
როგორ აწვიმთ ქუჩაში ალვებს,
ტკივილებისგან დასერილი ეწვით ფოთლები,
და ამ წვიმაში
მობეზრებულ აგვისტოს ღამეს
ყოველი სუნთქვით, ყოველი გზით
როგორ გშორდები.

შენ, ალბათ, მალე
სიმარტოვეს შესჩივლებ აისს,
(მე ალიონიც ჩამავალი მზისფერი მქონდა)
და შეადარებ,
ჩვეულ ჩურჩულს აშარი ქარის,
გაფითრებული ბაგეების უცნაურ ბოდვას.

შენ ვერც კი ხვდები,
როგორ აწვიმთ ქუჩაში ალვებს,
და მთვარეც, როგორც არასოდეს,
მგზავრსა ჰგავს დაღლილს,
როგორ არ მინდა,_
ვადაგასულ სურვილებს ვგავდეთ...
აგვისტოს ღამემ ჩამოიხრჩო ვნებებზე თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები