 | ავტორი: ზაზა_გაბეჩავა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 მარტი, 2011 |
ადამიანებო, თქვენ თხრით გვირაბებს სადღაც ორი კილომეტრის სიღრმეში და გსურთ ააჩქაროთ ელექტრონები... მე გეტყვით, რომ... სისულელეა დიდი აფეთქება.
აქ ყველაფერი შედარებითი და მიახლოებითია... წარმოიდგინეთ არსებობენ ნეიტრონები, რომლებიც ატომებისაგან რომ განვაცალკევოთ და უბრალოდ ერთ ჩაის კოვზზე მოვათავსოთ იწონიან მილიონ ტონას... არსებობენ ვარსკვლავები (თეთრი ჯუჯები) მხოლოდ ნეიტრონებისგან შემდგარნი... მზეზე ბევრად პატარები, რომლებშიც მილიარდობით მზეა. საოცარია...
რადიაცია... მოდი, გავცდეთ ამ რადიაციას და კიდევ გრავიტაციას..
თითქოს სამყარო შეიქმნა დიდი აფეთქებით და სინათლის სხივის სიჩქარე უდრის 300 ათას კილომეტრს წამში, ანუ წამში 7.5 ჯერ რომ შემოუარო დედამიწას, წამში რომ მიხვიდე მთვარემდე... ამაზე დიდი სიჩქარე თურმე არ არსებობს...
არსებობენ გალაქტიკები, პულსარები, კვაზარები... არსებობს მეტაგალაქტიკა(გალაქტიკების ერთობლიობა) და არსებობენ წარმოუდგენელი სიდიდეები... არსებობენ უშორესი გალაქტიკები მანძილი: რომელსაც სინათლის სხივი გაივლის სადღაც 900 მილიარდი წლის განმავლობაში ან თუნდაც 800 მილიარდჯერ მეტი...
თუმცა აღმოჩნდა, რომ არსებობს უფრო დიდი მანძილი, უფრო დიდი სიშორე და უფრო დიდი სიჩქარე... (ვიდრე სინათლის სხივის)...
აღმოჩნდა რაღაც N პულსარი, რომლის მანძილი გამოითვალა ობსერვატორიამ... თურმე ეს N პულსარი 1000 ჯერ უფრო სწრაფად შორდება მზის სისტემას, ვიდრე სინათლის სხივის სიჩქარე...
არაფერს ვამბობთ შავ ხვრელებზე, რომლებიც ვარსკვლავებს (თუნდაც ნეიტრონულს), თუნდაც გალაქტიკებს, მილიარდობით ნეიტრონული ვარსკვლავებისაგან შემდგართ შეექცევიან როგორც საყვარელ, ცისფერ ქვირითს... თუნდაც პულსარებსაც და კვაზარებსაც, რომელთა ენერგიის ჯამი მილიონობით ნეიტრონული გალაქტიკის ჯამის ტოლია...
თურმე სამყარო ფართოვდება... ანუ კვაზარები, პულსარები და გალაქტიკები რაღაც წარმოუდგენელი სიჩქარით შორდებიან ცენტრს... -დიდ აფეთქებას... მაგრამ მე მაინტერესებს რატომ აღმოჩნდა დედამიწა, იგივე მზის სისტემა, თუნდაც ჩვენი გალაქტიკა სამყაროს ცენტრში? რატომ არ ვმოძრაობთ ჩვენ სხვა გალაქტიკების რაღაც შესაბამის სიბრტყეზე?
აღმოჩნდა რაღაც უშორესი კვაზარი, რომელიც სინათლის სხივთან შედარებით წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით შორდება ცენტრს... რომლის იქითაც არ ჩანან გალაქტიკები... არც პულსარები... ამბობენ: თურმე იქ მთავრდება სამყარო... მე მაინტერესებს: რა გრძელდება ყოველივე ამის მერე?
აქ ყველაფერი მიახლოებითი და შედარებითია...
აღმოჩნდა... რომ არსებობს მიკროსამყარო...
ასე ვთქვათ ერთი შაქრის გრანული შეგვიძლია დავყოთ უსასრულოდ... ანუ ... მარტივი შესაძლებელია ერთი ატომი დაიყოს უსასრულო ნაწილაკებად... და შესაძლებელია არსებობდნენ სამყაროებში სამყაროები...
ასე ვთქვათ ერთ შაქრის მარცვალში არსებობენ კვაზარები... არსებობენ გალაქტიკები, მზეები... არსებობენ პლანეტები... ოკეანეები... ხოჭოები...
რომლებიც თავისთავად შედგებიან უმცირესი ნაწილაკებისაგან, ატომებისაგან... რომლებშიც ( რა თქმა უნდა) კვლავ არსებობენ ნეიტრონული გალაქტიკები, მთვარეები... და რომელიღაც პლანეტაზე არის სიცოცხლე...
სადღაც მიკროსამყაროს რომელიღაც აღმოსავლურ ნაწილში ერთი კ.გ. შაქარი 28 სუბჰელბრი ღირს... ( 1 სუბჰელბრი უდრის დაახლოებით 90 (ექვივალენტი ლარებში))...
და ასე უსასროლოდ... მე მაინტერესებს:
სად მდებარეობს ნული?
ამბობენ: არსებობს არარაობა... წამიკითხავს სადღაც, რომ... რომელიღაც კოსმონავტმა შეაღწია ამ არარაობაში... და მისი ვარსკვლავმფრენის ბორტზე სიჩქარე უჩვენებდა- 0 დრო =0 ტემპერატურა=0 გრავიტაცია =0 და ხომალდის ყველა ციფერბლატზე ნაჩვენები იყო = 0 !!!
და იყო აბსოლუტური სიბნელე...
ცოტა ხნის მერე ჩვენი გმირი ხვდება კვლავ ჩვეულებრივ კოსმოსში... ნაცნობი ვარსკვლავები, ნაცნობი გალაქტიკები მაგრამ ხდება რაღაც არანორმალური. ხომალდში იზრდება რადიაცია. კოსმონავტმა თურმე სასწრაფოდ ჩართო ანტირადიაციული დამცავი ველი... მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს ხდება საოცრება. რეკავს კოსმოსური მიმღები რაღაც სიხშირეზე...
და ჩვენი გმირი ესაუბრება თავის ორეულს, აბსოლუტურად თავის ორეულს... (თურმე მთელი დედამიწის ოკეანეები და ზღვები რომ მოვიაროთ, ვერ ვიპოვით აბსოლუტურად ერთნაირ ქვიშის მარცვლებს)...
თქვენ წარმოიდგინეთ... ეს კოსმოსი იყო ჩვენი სამყაროს ასლი...
და თურმე აქ მდებარეობს ყველაზე დიდი საშიშროება- ანტისამყარო. თურმე აქ არის ყველაზე დიდი ენერგია... რადიაცია და ნეიტრონული გალაქტიკები, თუნდაც შავი ხვრელები აქ რა მოსატანია... და ამ ენერგიას მეტაფიზიკოსები უწოდებენ ანჰილაციას...
ორი ანტისხეულის შეჯახებას მოყვება წარმოუდგენლად დიდი აფეთქება... რის შემდეგაც ნივთიერება აბსოლუტურად ქრება და იქცევა სინათლის ნაკადად... ასე ვთქვათ- ორი ანტი ქვიშის მარცვლის შეჯახება გამოიწვევს დაახლოებით რამდენიმე ნეიტრონული გალაქტიკის ერთმანეთთან შეჯახების სიმძლავრის აფეთქებას...
თურმე არსებობს აბსოლუტურად მსგავსი მეორე სამყარო... ანუ ანტიდედამიწა, ანტიმზე, ანტიგალაქტიკები, ანტიკვაზარები, ანტი შავი ხვრელები, ანტიმიკროსამყაროები.
სადღაც 1 კგ ანტიშაქარი 28 სუბჰელბრი ღირს...
რაც შეეხება ჩვენს გმირს ის სასწრაფოდ ბრუნდება უკან... მე მაინტერესებს როგორ გაიარა კოსმონავტმა არარაობა, როდესაც სიჩქარე =0 დრო=0 გრავიტაცია=0 ტემპერატურა =0 ??? ან როგორ შეძლო დალაპარაკებოდა თავის ანტიარსებას, როდესაც მიღებული სიგნალები იგივე ანტიწალაკებისაგან შედგებოდა?
მადლობა ავტორს ამ ფანტაზიისთვის...
თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სამყარო სწორედ ანჰილაციური აფეთქების შედეგად შეიქმნა... და სამყაროში მიმდინარე მოვლენებს კანონზომიერებებს ეძახიან... თუმცა ,,ძალიან დიდი მეცნიერები და მეტაფიზიკოსები'' როდესაც რაღაც კანონზომიერებას ვეღარ ხსნიან ისინი იშველიებენ რაღაც კოსმოსურ გონს... და რა სასაცილოა აქ საცოდავი დიდი აფეთქება!!!
ვერ გამიგია, რატომ ეძებთ გამოქვაბულებს, როდესაც მოდიხართ სამოთხიდან?
ვერ გამიგია, რატომ გჯერათ მაიმუნების, როცა ხართ ადამიანები? !!!
ყოველი ქვიშის მარცვალი, ყოველი ზეახალი ვარსკვლავი... და გალაქტიკა ნამდვილად კანონს ემორჩილება. კანონს, რომელიც მხოლოდ სიკეთისთვის არსებობს, და რომ არ ყოფილიყო ეს კეთილი კანონი ვერაფერი გაანათებდა მზეს... ვერც ვარსკვლავებს.. ვერაფერი შეაჩერებდა ვერც რადიაციას, ვერც შავ ხვრელებს... წამში თავზე დაგვემხობოდა ყველაფერი...
გალაქტიკები, თუნდაც წარმოუდგენელი სიდიდეები მხოლოდ იმისთვისაა, რომ მივხვდეთ ყველაზე დიდ სიდიდეს- სიყვარულს...!
ადამიანებო, ნუთუ ვერ ვგრძნობთ იმ დიდ სიყვარულს, რომელსაც ჩვენ ასე ვუყვარვართ? რომელსაც დედამიწა უყვარს... ნუთუ ვერ ვგრძნობთ იმ სიყვარულს რომელიც მართავს კანონს... კანონს, რომელიც ღვთისგან დაწერილი სახლში გვილაგია თაროებზე...
ადამიანებო, გამოვფხიზლდეთ... და შევინანოთ... ჩვენ ჩვენი ცოდვებით ვამძიმებთ დედამიწას... ვამძიმებთ მზეს!!!
ადამიანებო... ღვთის შიში გვქონდეს, ვიცხოვროთ წმინდად, სიცრუის გარეშე. ვიცხოვროთ უღალატოდ... ვაპატიოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი... და როგორც ღმერთმა გვითხრა: შევინანოთ...
სისულილეა მიკრო და პარალელური სამყაროები... სისულელეა ანტისამყარო და ანტიგალაქტიკები..,. არსებობს მხოლოდ ერთი სამყარო, მხოლოდ ერთი მზე, ერთი მთვარე ერთი სიყვარული...
ადამიანებო, თქვენ თხრით გვირაბებს სადღაც ორი კილომეტრის სიღრმეში და გსურთ ააჩქაროთ ელექტრონები... მე გეტყვით, რომ... სისულელეა დიდი აფეთქება..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ყველაფერი შედარებითი და მიახლოებითი რომ არის, ეს არაა ახალი ამბავი :) "მაგრამ მე მაინტერესებს რატომ აღმოჩნდა დედამიწა, იგივე მზის სისტემა, თუნდაც ჩვენი გალაქტიკა სამყაროს ცენტრში?" _ და ვინ თქვა რომ ცენტრშია? "რა გრძელდება ყოველივე ამის მერე?"- უსასრულობა :) დრო ნული ვერ იქნება_ ეს ფანტასტიკის საზღვრებსაც კი სცილდება. თუ საათის მექანიზმი გაჩერდა_მისი ისრები მაინც რაღაც ციფრთან გაჩერდება და ვინაიდან ჩვენ ვიქნებით იმ სამყარო "არარაობაში"-ჩვენს მიმართ ხომ გავა დრო? თუ ვცდები?
"თუმცა ,,ძალიან დიდი მეცნიერები და მეტაფიზიკოსები'' როდესაც რაღაც კანონზომიერებას ვეღარ ხსნიან ისინი იშველიებენ რაღაც კოსმოსურ გონს... და რა სასაცილოა აქ საცოდავი დიდი აფეთქება!!!"_გეთანხმებით, როცა რაღაცას ვერ ხსნიან, მაშინ აღიარებენ ღმერთის არსებობას, ისევე როგორც დიდმა ალბერტმა აღიარა ღმერთი, სიცოცხლის ბოლოს. კი, შეიძლება დიდი აფეთქება დიდი სისულელე იყოს (სამყაროს უსასრულობა რიცხობრივად დამტკიცებულია, რამდენადაც მე ვიცი), მაგრამ ისიც კანონზომიერებაა, ბუნების კანონზომიერება, ბიბლიური კანონზომიერება, რომ სამოთხის ბაღი ადამიანმა თავისი ცნობმისმოყვარე ბუნების გამო და(ს)ტოვა:) მადლობა ავტორს, ძალიან ვისიამოვნე ამ კოსმოფიზიკურ-მეტაფიზიკურ-რელიგიური ლექსით და ვუწერ იმდენს, რისი საშუალებაც მაქვს, იმის მაქსიმუმს :), ანუ 2 ქულა ჩემგან :)
ყველაფერი შედარებითი და მიახლოებითი რომ არის, ეს არაა ახალი ამბავი :) "მაგრამ მე მაინტერესებს რატომ აღმოჩნდა დედამიწა, იგივე მზის სისტემა, თუნდაც ჩვენი გალაქტიკა სამყაროს ცენტრში?" _ და ვინ თქვა რომ ცენტრშია? "რა გრძელდება ყოველივე ამის მერე?"- უსასრულობა :) დრო ნული ვერ იქნება_ ეს ფანტასტიკის საზღვრებსაც კი სცილდება. თუ საათის მექანიზმი გაჩერდა_მისი ისრები მაინც რაღაც ციფრთან გაჩერდება და ვინაიდან ჩვენ ვიქნებით იმ სამყარო "არარაობაში"-ჩვენს მიმართ ხომ გავა დრო? თუ ვცდები?
"თუმცა ,,ძალიან დიდი მეცნიერები და მეტაფიზიკოსები`` როდესაც რაღაც კანონზომიერებას ვეღარ ხსნიან ისინი იშველიებენ რაღაც კოსმოსურ გონს... და რა სასაცილოა აქ საცოდავი დიდი აფეთქება!!!"_გეთანხმებით, როცა რაღაცას ვერ ხსნიან, მაშინ აღიარებენ ღმერთის არსებობას, ისევე როგორც დიდმა ალბერტმა აღიარა ღმერთი, სიცოცხლის ბოლოს. კი, შეიძლება დიდი აფეთქება დიდი სისულელე იყოს (სამყაროს უსასრულობა რიცხობრივად დამტკიცებულია, რამდენადაც მე ვიცი), მაგრამ ისიც კანონზომიერებაა, ბუნების კანონზომიერება, ბიბლიური კანონზომიერება, რომ სამოთხის ბაღი ადამიანმა თავისი ცნობმისმოყვარე ბუნების გამო და(ს)ტოვა:) მადლობა ავტორს, ძალიან ვისიამოვნე ამ კოსმოფიზიკურ-მეტაფიზიკურ-რელიგიური ლექსით და ვუწერ იმდენს, რისი საშუალებაც მაქვს, იმის მაქსიმუმს :), ანუ 2 ქულა ჩემგან :)
25. ინტერსნო, ,,ასტროფიზიკ,,! :) დისქავერს ვუსმენდი მეგონა:) ინტერსნო, ,,ასტროფიზიკ,,! :) დისქავერს ვუსმენდი მეგონა:)
24. ძაან მაგარი ნაწერია დალაგებული და კარგად წასაკითხი. ძაან მაგარი ნაწერია დალაგებული და კარგად წასაკითხი.
23. ასე ფიზიკურად დალაგებული ლექსი არც წამიკითხავს. მსგავს თბილ დასასრულს არ ველოდი. წარმატებები. (წინა ცარიელი კომენტარი მომიტევეთ) ასე ფიზიკურად დალაგებული ლექსი არც წამიკითხავს. მსგავს თბილ დასასრულს არ ველოდი. წარმატებები. (წინა ცარიელი კომენტარი მომიტევეთ)
21. ადამიანებო გიყვარდეთ..........კარგია ადამიანებო გიყვარდეთ..........კარგია
20. მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარდა ფიზიკაა დზალიან დამაინტერესა ...აქ მხოლოდ სიყვარული წავიკითხეე მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარდა ფიზიკაა დზალიან დამაინტერესა ...აქ მხოლოდ სიყვარული წავიკითხეე
19. ადამიანებო, ნუთუ ვერ ვგრძნობთ იმ დიდ სიყვარულს, რომელსაც ჩვენ ასე ვუყვარვართ? რომელსაც დედამიწა უყვარს... ნუთუ ვერ ვგრძნობთ იმ სიყვარულს რომელიც მართავს კანონს... კანონს, რომელიც ღვთისგან დაწერილი სახლში გვილაგია თაროებზე...
მომეწონა, ძალიან საინტერესოა. ადამიანებო, ნუთუ ვერ ვგრძნობთ იმ დიდ სიყვარულს, რომელსაც ჩვენ ასე ვუყვარვართ? რომელსაც დედამიწა უყვარს... ნუთუ ვერ ვგრძნობთ იმ სიყვარულს რომელიც მართავს კანონს... კანონს, რომელიც ღვთისგან დაწერილი სახლში გვილაგია თაროებზე...
მომეწონა, ძალიან საინტერესოა.
18. მინდოდა დამემატებინა რომ ეს სწრაფვა მუდამ უნდა გრძელდებოდეს, რადგან დაგუბულ წყალში ბაქტერიები იბუდებენ; )) ტალანტების საიდუმლოებაც ამაში მდგომარეობს, სულ უნდა მივუმატოთ და მივუმატოთ... მთავარია კეთილი გული გვქონდეს და სიკეთის ბილიკებზე ვიაროთ( ესაა ძირითადი საით მიდიხარ, რას ესწრაფვი)... და როგორ უნდა შეჩერდე, თუ სიარული შეგიძლია...
რაც შეეხება შიშს არ უნდა დაბადოს აგრესია (ღმერთთან მიმართებაში)...ის აუცილებლად შეიქმს სიყვარულს და სიკეთეს, ხოლო ადამიანებთან მიმართებაში შიში არ უნდა არსებობდეს საერთოდ... ამ სამყაროში ყველაზე უშიშარს მხოლოდ ღმერთის ეშინია მეტი არაფრის: ))) ღვთის შიში ბადებს უშიშრობას, რადგან რწმენაში ძლიერი ხარ და სიყვარულშიც... მინდოდა დამემატებინა რომ ეს სწრაფვა მუდამ უნდა გრძელდებოდეს, რადგან დაგუბულ წყალში ბაქტერიები იბუდებენ; )) ტალანტების საიდუმლოებაც ამაში მდგომარეობს, სულ უნდა მივუმატოთ და მივუმატოთ... მთავარია კეთილი გული გვქონდეს და სიკეთის ბილიკებზე ვიაროთ( ესაა ძირითადი საით მიდიხარ, რას ესწრაფვი)... და როგორ უნდა შეჩერდე, თუ სიარული შეგიძლია...
რაც შეეხება შიშს არ უნდა დაბადოს აგრესია (ღმერთთან მიმართებაში)...ის აუცილებლად შეიქმს სიყვარულს და სიკეთეს, ხოლო ადამიანებთან მიმართებაში შიში არ უნდა არსებობდეს საერთოდ... ამ სამყაროში ყველაზე უშიშარს მხოლოდ ღმერთის ეშინია მეტი არაფრის: ))) ღვთის შიში ბადებს უშიშრობას, რადგან რწმენაში ძლიერი ხარ და სიყვარულშიც...
17. ზაზა :) ღმერთის არ უნდა გვეშინოდეს, მისი უნდა გვწამდეს და პატივს ვცემდეთ... (შიში ვერ შეიქმნს სიყვარულსა, არამედ ბადებს აგრესიას) იქ თავს ისედაც ვერ გავიმართლებთ, ვინ მოგვცემს ამის საშუალებას, მაგრამ ჯერ გასაგებია, იქ რა არის. თავის ბოლომდე შეცნობა არასდროს მოხდება, ანუ სწრაფვა სრულყოფილებისკე, მუდამ დარჩება მხოლოდ სწრაფვად. ეს შენთვის, მე ამას არ ვეთანხმები... ზაზა :) ღმერთის არ უნდა გვეშინოდეს, მისი უნდა გვწამდეს და პატივს ვცემდეთ... (შიში ვერ შეიქმნს სიყვარულსა, არამედ ბადებს აგრესიას) იქ თავს ისედაც ვერ გავიმართლებთ, ვინ მოგვცემს ამის საშუალებას, მაგრამ ჯერ გასაგებია, იქ რა არის. თავის ბოლომდე შეცნობა არასდროს მოხდება, ანუ სწრაფვა სრულყოფილებისკე, მუდამ დარჩება მხოლოდ სწრაფვად. ეს შენთვის, მე ამას არ ვეთანხმები...
16. გაიხარე რომ მოგწონს... ოღონდ ღმერთის გვეშინოდეს , რადგან მერე ვერავინ გაიმართლებს თავს. თუნდაც ყველაზე დიდი მოაზროვნე ამ სამყაროში, პირიქით, მას უფრო მეტიც მოეკითხება... ხომ იცით ტალანტების ამბავი...
შეიცან თავი შენი- ყველაზე დიდი რევოლუციაა : )) ( სწრაფვა სრულყოფილებისკენ)... გაიხარე რომ მოგწონს... ოღონდ ღმერთის გვეშინოდეს , რადგან მერე ვერავინ გაიმართლებს თავს. თუნდაც ყველაზე დიდი მოაზროვნე ამ სამყაროში, პირიქით, მას უფრო მეტიც მოეკითხება... ხომ იცით ტალანტების ამბავი...
შეიცან თავი შენი- ყველაზე დიდი რევოლუციაა : )) ( სწრაფვა სრულყოფილებისკენ)...
15. იქ მაღლა ცათა სასუფეველში სათავე აედო რევოლუციებს... რევოლუცია კი ყველაზე ხმაურიანი მოვლენაა... არ ღირს შეწინააღმდეგებად... ფიზიკურშიც და სულიერში ხომ საერთოდ. ნამუშევარი რომ მომწონს ძალიან ხვდები იმედია. იქ მაღლა ცათა სასუფეველში სათავე აედო რევოლუციებს... რევოლუცია კი ყველაზე ხმაურიანი მოვლენაა... არ ღირს შეწინააღმდეგებად... ფიზიკურშიც და სულიერში ხომ საერთოდ. ნამუშევარი რომ მომწონს ძალიან ხვდები იმედია.
14. სიმშვიდე ყველა აფეთქებაზე დიდია, ფიზიკურშიც და სულიერშიც... ხოლო დიდი აფეთქებით სამყაროს შექმნის იდეა მართლა აბსურდია.
იქ მაღლა ცათა სასუფეველია- ყველაზე დიდი სიმშვიდე...
სიმშვიდე ყველა აფეთქებაზე დიდია, ფიზიკურშიც და სულიერშიც... ხოლო დიდი აფეთქებით სამყაროს შექმნის იდეა მართლა აბსურდია.
იქ მაღლა ცათა სასუფეველია- ყველაზე დიდი სიმშვიდე...
13. ეჰ, ზაზა ზაზა :) არ არის დიდი აფეთქება სისულელე... ძლიერი ცნებაა და ეს ყველაფერში არსებობს ფიზიკურშიც და სულიერშიც ადამიანშიც და სამყაროშიც იქ მაღლა ხომ საერთოდ ეჰ, ზაზა ზაზა :) არ არის დიდი აფეთქება სისულელე... ძლიერი ცნებაა და ეს ყველაფერში არსებობს ფიზიკურშიც და სულიერშიც ადამიანშიც და სამყაროშიც იქ მაღლა ხომ საერთოდ
12. ადამიანებო... ღვთის შიში გვქონდეს, ვიცხოვროთ წმინდად, სიცრუის გარეშე. ვიცხოვროთ უღალატოდ... ვაპატიოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი... და როგორც ღმერთმა გვითხრა: შევინანოთ...
ჰოო,აქაც ვნახე:) http://www.face.ge/blog/107439/adamianebo ადამიანებო... ღვთის შიში გვქონდეს, ვიცხოვროთ წმინდად, სიცრუის გარეშე. ვიცხოვროთ უღალატოდ... ვაპატიოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი... და როგორც ღმერთმა გვითხრა: შევინანოთ...
ჰოო,აქაც ვნახე:) http://www.face.ge/blog/107439/adamianebo
11. ძალიან-ძალიან ორგინალური და ლამაზია!!! უზომოდ მომეწონა :) ძალიან-ძალიან ორგინალური და ლამაზია!!! უზომოდ მომეწონა :)
10. გალაქტიკები, თუნდაც წარმოუდგენელი სიდიდეები მხოლოდ იმისთვისაა, რომ მივხვდეთ ყველაზე დიდ სიდიდეს- სიყვარულს...!
გალაქტიკები, თუნდაც წარმოუდგენელი სიდიდეები მხოლოდ იმისთვისაა, რომ მივხვდეთ ყველაზე დიდ სიდიდეს- სიყვარულს...!
9. საინტერესოა და კარგიც რა თქმა უნდა :) საინტერესოა და კარგიც რა თქმა უნდა :)
8. ადამიანებო, გამოვფხიზლდეთ... და შევინანოთ... ჩვენ ჩვენი ცოდვებით ვამძიმებთ დედამიწას... ვამძიმებთ მზეს!!!
ადამიანებო... ღვთის შიში გვქონდეს, ვიცხოვროთ წმინდად, სიცრუის გარეშე. ვიცხოვროთ უღალატოდ... ვაპატიოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი... და როგორც ღმერთმა გვითხრა: შევინანოთ...
დაგლოცოს უფალმა! ადამიანებო, გამოვფხიზლდეთ... და შევინანოთ... ჩვენ ჩვენი ცოდვებით ვამძიმებთ დედამიწას... ვამძიმებთ მზეს!!!
ადამიანებო... ღვთის შიში გვქონდეს, ვიცხოვროთ წმინდად, სიცრუის გარეშე. ვიცხოვროთ უღალატოდ... ვაპატიოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი... და როგორც ღმერთმა გვითხრა: შევინანოთ...
დაგლოცოს უფალმა!
7. გალაქტიკები, თუნდაც წარმოუდგენელი სიდიდეები მხოლოდ იმისთვისაა, რომ მივხვდეთ ყველაზე დიდ სიდიდეს- სიყვარულს...!
ზაზაააააააააა... უჰ... ძალიან, ძალიან... გადამრია ამ ლექსმა გალაქტიკები, თუნდაც წარმოუდგენელი სიდიდეები მხოლოდ იმისთვისაა, რომ მივხვდეთ ყველაზე დიდ სიდიდეს- სიყვარულს...!
ზაზაააააააააა... უჰ... ძალიან, ძალიან... გადამრია ამ ლექსმა
6. ვახ ვა :D ძალზედ საინტერესოდ წამეკითხა მაგარია=)) ვახ ვა :D ძალზედ საინტერესოდ წამეკითხა მაგარია=))
5. ფიზიკის და ასტრონომიის გაკვეთილი ლექსად :D ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე :) ფიზიკის და ასტრონომიის გაკვეთილი ლექსად :D ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე :)
4. http://www.face.ge/blog/107439/adamianebo
აქ ნახე : DDD http://www.face.ge/blog/107439/adamianebo
აქ ნახე : DDD
3. აღიარე რომ მე ვარ შთაგონების წყარო : DDD აღიარე რომ მე ვარ შთაგონების წყარო : DDD
2. გმადლობ ანი.. : ))) გმადლობ ანი.. : )))
1. და მე ვარ იკეია- სეკის კომეტა;;)
გავიარე თითქმის პარაბოლურ ორბიტაზე. ვეკუთვნი მცირე პერიჰელიუმის მანძილის მქონე კომეტებს; გავიარე ასევე მზის გვირგვინში, ზედაპირიდან 500 000 კმ მანძილზე. მზის სიახლოვისას დღისითაც მოვჩანვარ, პერიჰელიუმში გავლის შემდეგ კი გათენებისას ვჩანვარ საკმაოდ ბრწყინვალე ობიექტის სახით და მაქვს ათეულობით გრადუსის სიგრძის კუდი.;;) ;;)
ხო და ჩემი ფორმულაა C8 H11 N;;) ;;)
რაღაც ძალიან ავირიე ალბათ დასვენებულ გონებაზე უნდა წავიკითხო;;)
და მე ვარ იკეია- სეკის კომეტა;;)
გავიარე თითქმის პარაბოლურ ორბიტაზე. ვეკუთვნი მცირე პერიჰელიუმის მანძილის მქონე კომეტებს; გავიარე ასევე მზის გვირგვინში, ზედაპირიდან 500 000 კმ მანძილზე. მზის სიახლოვისას დღისითაც მოვჩანვარ, პერიჰელიუმში გავლის შემდეგ კი გათენებისას ვჩანვარ საკმაოდ ბრწყინვალე ობიექტის სახით და მაქვს ათეულობით გრადუსის სიგრძის კუდი.;;) ;;)
ხო და ჩემი ფორმულაა C8 H11 N;;) ;;)
რაღაც ძალიან ავირიე ალბათ დასვენებულ გონებაზე უნდა წავიკითხო;;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|