ავტორი: მაჰათმა განდი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 მარტი, 2011
სტრატეგიული წერილი - ილია ჭავჭავაძე
აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს - ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბერტყაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ სამართლიანად სთქვან: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება. ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულის-თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა - რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა... იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. „სილბო გვქონდა ნაქსოვისა“ - ვით ქრისტიანებს „და სიმტკიცე ნაჭედისა“ - ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი. დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობდა და გამრჯელობა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა, ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ხმლიანმა მტერმა ვერ დაგმათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, „მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია“. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი რომ არა. მაშ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის.
ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
1897 წ. 31 დეკემბერი
----------------
მე ვფიქრობ, მანამ სანამ ამ წერილის ასპექტებს, დეტალებს ზეპირად არ ვისწავლით, ძალიან ნელი ტემპებით ვიმოძრავებთ.
დღესაც ისმის საქართველოში, ომია საჭირო, სისხლისღვრა - არადა, ილიას თუ დავუგდებთ ყურს, ომი და სისხლისღვრა, არის უკანსვლა, საკუთარი თავის დამარცხება, ხარაკირი,
უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
ხმლიანმა მტერმა ვერ დაგმათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს,
არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის.
რა გითხრათ ?რით გაგახაროთ?:(

კი, მსუბუქად იყო იუმორი და კარგია რომ ეს შეამჩნია :) ათასჯერ მოსმენა ბერაფერი ბედენაა. მე მომდის ხოლმე ეგრე, საღამოთი, დიდს ამბით დავიწერ სამეცადინოდ წიგნს და ვითომ ვკითხულობ, არადა ვკითხულობ, თუმცა დაღლილზე თავში ვერ შედის ისეთი წარმატებით, როგორც დილით რომ დავიჭერ წიგნს, სულ ჰარი ჰარალეთი ვწავლობ. მოკლედ, ათასჯერ წაკითხვა არ არის ამოსავალი წერტილი :)
ჩემს კითხვაზე პასუხი შენ გაეცი ნაწილობრვი. ვაი რომ მარტივად მართლა არ არის საკითხი :( ანუ, შენ რამოდენიმე ასპექტი (მხოლოდ რამოდენიმე) მოიტანე კითხვაზე "რა" რომელიც არის მიზენები. თუ გაქვს დრო, მოდი ვისაუბრობთ კითხვაზე "როგორ", რომელიც არის სტრატეგია და ტაქტიკა. და რომელიც არის გული ნებისმიერი საქმის წინსვლისთვის.
აზრები დაწერე, ახლა უნდა წავიდე , რომ მოვალ შემდეგ გიპასუხებ. თუ შენც მიდიხარ ახლა , მაშინ ერთად წავიდეთ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.

შენ კომენტარში შევამჩნიე ირონია :) პირველ რიგში ამას მინდა მივხედო...
''მთავარი მოსმენა არ არის ამ წერილის, არამედ გააზრება და დანახვა. ანუ, შეიძლება ადამიანმა ათასჯერ მოისმინოს, თუმცა არაფერი დაიტოვოს და ამის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ადამიანმა რამოდენიმეჯერ მოისმინოს და დაიტოვოს ინფორმაცია.''
ათასჯერ ეს მხოლოდ პირობითი რაოდენობაა, უბრალოდ ავღნიშნე რომ ბევრჯერ მაქვს მონასმენი... ამას შენ მიხვდი, მაგრამ ოჰ, ეს პროვოკაციული ხასიათი (აქ არ შემომეკამათო შენს უმეტეს ნაკრიტიკალ-ნაპუბლიცისტიკარებს გადავხედე)
რახან ვამბობ ჩემი აზრით, ესეიგი გააზრებულიც მაქვს და ბევრჯერ სწორედ ამიტომ დავუბრუნდი, ახალ-ახალი დამემატებინა, ვაი თუ რაიმე გამომრჩათქო და აღმოვაჩინე რომ ასე არ ყოფილა...
პრინციპები - ისევე ცვთება, როგორც გენიოსთა ნააზრევები... წინააღმდეგ შემთხვევაში დრო და პრინციპები ერთად იმეფებდნენ... მაგრამ მშვენივრად მოგეხსენება, რომ ასე არ არის.
ახლა შენს კითხვაზე პასუხი:
ერთადერთი საშუალება ეკონომიკურ ბაზარზე კონკურენტებისათვის კონკურენციის გაწევისათვის არის: შექმნა ღირსეული მაღალხარისხოვანი პროდუქტი :) დაარეგულირო შიდა ბაზარი იმ დონემდე რომ ვიღაცის მიერ შექმნილმა, ჰაერიდან მოტანილმა ეკონომიურმა კრიზისმა შენზე არ იმოქმედოს. მარტივად არის აქ ყველაფერი მოწყობილი :)
შენ კომენტარში შევამჩნიე ირონია :) პირველ რიგში ამას მინდა მივხედო...
``მთავარი მოსმენა არ არის ამ წერილის, არამედ გააზრება და დანახვა. ანუ, შეიძლება ადამიანმა ათასჯერ მოისმინოს, თუმცა არაფერი დაიტოვოს და ამის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ადამიანმა რამოდენიმეჯერ მოისმინოს და დაიტოვოს ინფორმაცია.``
ათასჯერ ეს მხოლოდ პირობითი რაოდენობაა, უბრალოდ ავღნიშნე რომ ბევრჯერ მაქვს მონასმენი... ამას შენ მიხვდი, მაგრამ ოჰ, ეს პროვოკაციული ხასიათი (აქ არ შემომეკამათო შენს უმეტეს ნაკრიტიკალ-ნაპუბლიცისტიკარებს გადავხედე)
რახან ვამბობ ჩემი აზრით, ესეიგი გააზრებულიც მაქვს და ბევრჯერ სწორედ ამიტომ დავუბრუნდი, ახალ-ახალი დამემატებინა, ვაი თუ რაიმე გამომრჩათქო და აღმოვაჩინე რომ ასე არ ყოფილა...
პრინციპები - ისევე ცვთება, როგორც გენიოსთა ნააზრევები... წინააღმდეგ შემთხვევაში დრო და პრინციპები ერთად იმეფებდნენ... მაგრამ მშვენივრად მოგეხსენება, რომ ასე არ არის.
ახლა შენს კითხვაზე პასუხი:
ერთადერთი საშუალება ეკონომიკურ ბაზარზე კონკურენტებისათვის კონკურენციის გაწევისათვის არის: შექმნა ღირსეული მაღალხარისხოვანი პროდუქტი :) დაარეგულირო შიდა ბაზარი იმ დონემდე რომ ვიღაცის მიერ შექმნილმა, ჰაერიდან მოტანილმა ეკონომიურმა კრიზისმა შენზე არ იმოქმედოს. მარტივად არის აქ ყველაფერი მოწყობილი :)
მთავარი მოსმენა არ არის ამ წერილის, არამედ გააზრება და დანახვა. ანუ, შეიძლება ადამიანმა ათასჯერ მოისმინოს, თუმცა არაფერი დაიტოვოს და ამის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ადამიანმა რამოდენიმეჯერ მოისმინოს და დაიტოვოს ინფორმაცია.
მარადიული არაფერია, თუმცა პრინციპები რჩება მარადიული.
ერთი შეკითხვა შენდამი: როგორ მიგაჩნია, საქართველომ როგორ უნდა მოიპოვოს ადგილი, როგორც ეკონომიკამ დღევანდელი კონკურენციის გარემოში?
ჯერ ეს ერთი შეკითხვა იყოს, შენი აზრი დაწერე და შემდეგ სხვა შეკითხვებსაც დავსვავ.
ილიას "რა გითხრათ, რით გაგახაროთ'-ს შესაბამისობა 21-ე საუკუნესთან, ცალკე წერილში მინდოდა დამეწერა, მაგრამ ხან დროის უქონლობის გამო, ხან სიზარმაცის გამო, დღემდე ვერ მოვუყარე აზრებს თავი :)
ეგ არაფერი, ერთი აღტკინება მინდა და უდებ ვეცემი და დავწერ :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები გრაფ პაციენტი :)
მთავარი მოსმენა არ არის ამ წერილის, არამედ გააზრება და დანახვა. ანუ, შეიძლება ადამიანმა ათასჯერ მოისმინოს, თუმცა არაფერი დაიტოვოს და ამის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ადამიანმა რამოდენიმეჯერ მოისმინოს და დაიტოვოს ინფორმაცია.
მარადიული არაფერია, თუმცა პრინციპები რჩება მარადიული.
ერთი შეკითხვა შენდამი: როგორ მიგაჩნია, საქართველომ როგორ უნდა მოიპოვოს ადგილი, როგორც ეკონომიკამ დღევანდელი კონკურენციის გარემოში?
ჯერ ეს ერთი შეკითხვა იყოს, შენი აზრი დაწერე და შემდეგ სხვა შეკითხვებსაც დავსვავ.
ილიას "რა გითხრათ, რით გაგახაროთ`-ს შესაბამისობა 21-ე საუკუნესთან, ცალკე წერილში მინდოდა დამეწერა, მაგრამ ხან დროის უქონლობის გამო, ხან სიზარმაცის გამო, დღემდე ვერ მოვუყარე აზრებს თავი :)
ეგ არაფერი, ერთი აღტკინება მინდა და უდებ ვეცემი და დავწერ :)
ეს წერილი ათასჯერ მაქვს მონასმენი, ვერაფერს ვხედავ ახლა აქ ისეთს რაზეც ყურადღების გამახვილება ღირდეს... არაფერია მარადიული, ყველაფერს თავისი ვარგისიანობის ვადა აქვს და როდესაც ეს ვადა გასდის, ახლით უნდა შეიცვალოს... ამ შემთხვევაში მსგავსი მიდგომა საკითხისადმი ჩემთვის მოძველებულია, შესაბამისად მიუღებელი...
პატიისცემით, გრაფი. პაციენტი.

განდი არწივი! საოცარი ადამიანი ხარ! მადლობა, რომ აქ დადე,! მესიამოვნა და გულწრფელად მოგიყვები: ვუსმენ, ავუწიე ხმას რაც შეიძლებოდა, მოვთავსდი, დივანზე, ვუსმენ, ვახ, განდის გურამ საღარაძესავით ხმა ქონია! ვა, მაგრა გავს, ეხლავე მივწერ, კინაღამ შევწყვიტე, მივედი ახლოს , ისევ მონოტორთან, ჩავყევი, და არ წავიკითხე ," გურამ საღარაძე კიტხულობსო" , კიდევ კარგი, ოჯახის წევრები სახლში არ იყვნენ, თორემ ეყოფოდათ დღეს სალაპარაკოდ, აი ასე იყო ეს ამბავი. გაიხარე და კიდევ დიდი მადლობა, აქ ჩემი ხმის ამოღება და კომენტარი ზედმეტია!

საჭირო დროს საჭირო ადგილზე დადე ეს წერილი, თუმცა ილიას ნააზრევის ფასი დრომ უკეთესად იცის, ჩვენგან განსხვავებით... ილია კი აკერიათ პირზე, მაგრამ მის გზას დიდი ხანია გადაუხვიეს... რა დროს ილიას გონიერი შეგონებებია, როცა ლამის მთელი ერია გონიერებასთან მწყრალად... საყველპურო ინგლისური, კომპი და საზღვარგარეთ მიღებული სამთვიანი სერტიფიკატი - აი, რა მიგვიყვანს "ივერიის გაბრწყინებამდე"...
საჭირო დროს საჭირო ადგილზე დადე ეს წერილი, თუმცა ილიას ნააზრევის ფასი დრომ უკეთესად იცის, ჩვენგან განსხვავებით... ილია კი აკერიათ პირზე, მაგრამ მის გზას დიდი ხანია გადაუხვიეს... რა დროს ილიას გონიერი შეგონებებია, როცა ლამის მთელი ერია გონიერებასთან მწყრალად... საყველპურო ინგლისური, კომპი და საზღვარგარეთ მიღებული სამთვიანი სერტიფიკატი - აი, რა მიგვიყვანს "ივერიის გაბრწყინებამდე"...
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
''აირჩიეთ ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა''. ზვიად გამსახურდია
''დგას საქართველო ილიას გზაზე''. ჯანსუღ ჩარკვიანი
:))))))))))))))))))
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
``აირჩიეთ ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა``. ზვიად გამსახურდია
მადლობა მეგობრებო იმისათვის, რომ დრო დაუთმეთ ამ ნაწერს :)
თუ მექნება საშუალება, შევეცდები ჩემეული ხედვა გამოვხატო შემდეგ წერილში, რომელიც იქნება ანალიზი ილიას ნათქვამისა დღევანდელობის ჭრილში. ანუ, როგორ მესახება მე ილიას საუკუნის წინ ნათქვამი ასპექტები, დღევანდელი საქართველოს სტრატეგიული კურსის განსაზღვრაში.
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მადლობა მეგობრებო იმისათვის, რომ დრო დაუთმეთ ამ ნაწერს :)
თუ მექნება საშუალება, შევეცდები ჩემეული ხედვა გამოვხატო შემდეგ წერილში, რომელიც იქნება ანალიზი ილიას ნათქვამისა დღევანდელობის ჭრილში. ანუ, როგორ მესახება მე ილიას საუკუნის წინ ნათქვამი ასპექტები, დღევანდელი საქართველოს სტრატეგიული კურსის განსაზღვრაში.
ვაჰ ეს რა კარგი რამ ვნახე!!!ხვალ კაკრას ჩასაბარებელი მქონდა მასწავლებლისთვის და კითხვა დამეზარა მოვუმენ ახლა აქ და ვისწავლი :) მადლობა განდის გამოქვეყნებისთვის

არა არ მეზარება კომენტარის წერა. რადგან, კომენტარის წერა, არაფერია თუ არა ურთიერთობა. ურთიერთობა კი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტორია, ანუ ბუნებრივად მომწონს როდესაც ადამიანებს ვესაუბრები საკუთარ ენაზე. ანუ, კომენტარების წერის განმსაზღვრელი არის კავშირი ადამიანებს, ანუ, ჩვენს შორის :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ოცდაათი წამი მარსამდე და,

ანე, ხომ იცი სარბიელი ძალიან თავისუფალი და გახსნილია. ანუ, მანამ სანამ ქულები არ გამოგელევა, თქვი შენი აზრები, გინდაც მოსმენამდე, გინდაც მოსმენის შემდეგ. <:-P
მოსმენის შემდეგ, ვფიქრობ, უფრო ღრმა იქნება კომენტარი, ანუ წაკითხულიდან უფრო კარგად ჯდება სისხლში და გონებაში ის პრინციპები, რაც ილიას უნდოდა ჩვენთვის გადმოეცა. გურამის წაკითხული ამ ნაწერს უფრო ახლო მოაქვს ჩვენამდე.
ჰო, სხვაში მოგბაძე :D აბა, ილიას ნაწერია და კრიტიკაში რომ დამედო, ილიას ქულების დაწერა??!! :D :D ღიმილის მომგვრელია. ილიას, უკვე უთვალავი ქულა აქვს მიღებული და ეს ფაქტია :)
რა გითხრათ, რით გაგახაროთ? :)

ანანე, შენი თქმისა არ იყოს, ეს წერილი უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სტრატეგიული დანიშნულებისაა. პოლიტიკოსმა ეს წერილი რომ კარგად გაითავისოს, ძალიან ბევრ გზას დაინახავს თუ როგორი მიმართულება უნდა აირჩიოს, როგორი მიმართულება შესთავაზოს ხალხს. ილიას სხვა არანაკლებ სტრატეგიული (უფრო მეტიც კი) მიდგომა არის ენა, მამული, სარწმუნეობა. აი, ეს სამი შემადგენელი ნაწილი, უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოს საფუძველი. აქედან თუ არ დავიწყეთ შენება, სხვა მცელობები სამწუხაროდ ხსირად წარუმატებლობით დამთავრდება,,
მეგან, მე მეგონა რომ უკვე წაკითხული გქონდა :) არადა, მე იმდენჯერ მაქვს წაკითხული და მოსმენილი, რომ ცოტაც და ზეპირად ვისწავლი :D :D ამ წერილის წამკითხველი ბევრ რამეს შეიძენს. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის გაანალიზებას გაუადვილებს, შორს რომ არ წავიდეთ.