ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2011


ცისფერი მტრედი

ცა მომტრედისფრო მეჩვენება რაღაც. მე ასე
მომინდა თორემ სად გინახავთ ცისფერი მტრედი.
გაზაფხულივით სინამდვილეს ფრთები შეასხეს
და ცაში ფრენით გაილუმპა ცხოვრების კრედო.

რა სასწაული?!
ვისაც უნდა ყველა დაფრინავს,
უნიჭობას ნუ დააბრალებთ მიწაზე ბოგინს.
ზოგს უნიათო თებერვალი მზისფერ აპრილად
შეუძლია რომ აქციოს და...
(იცინის ზოგი)

ჰოდა, სიცილზე გამახსენდა... უნდა ვიტირო.
ტირილით იბანს ჭუჭყიან სულს ადამიანი.
ლექსი შემახმა ტანზე როგორც გამძლე ქვიტკირი,
თუ გინდა ახლა მეწყერებმაც გადამიარონ.

გაზაფხულია, სასაცილო, გიჟური. ველი
ნუშის კვირტიდან ამოტყორცნილ ტყვიების სეტყვას,
ვიქნები ამ დროს გულმოსული იების მცველი,
ვიქნები მთვრალი, გულწასული ვიქნები, ერთხანს.

თუ რამე, მხოლოდ გაზაფხულის ცა გამალოთებს,
თუ ვინატრებდი ნუშის თვალებს, სიცოცხლის ბოლოს,
ხანმოკლეაო გზა პოეტის (საკამათოა)
მაგრამ უეჭვოდ უკვდავია პოეტის როლი. 

ლოთებთა შორის...
მე დავდგები შორის ლოთებთა,
რადგან მათსავით მეჩხერია ცხოვრების კრედო...
ცა მომტრედისფროდ შეფრთხიალდა ჰორიზონტებთან,
მე მსურდა თორემ სად გინახავთ ცისფერი მტრედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები