ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 მარტი, 2011


მე და შენ და.

მოდი ღუზები ავწიოთ და სადმე წავიდეთ,
მხოლოდ მე და შენ,
ჩვენ ორნი და კიდევ არავინ.
ყველა ფანჯარა დავხუროთ და
იქით წავიდეთ,
სადაც გრძნობებს არ ძარცვავენ,
არ გვტკენენ ფიქრებს.
სადმე ოთახში დავბინავდეთ,
სადმე სივრცეში.

ავდგეთ გრძნობები გავიხადოთ,
ან ერთიანად
ან ნელ-ნელა,
ან კი დროდადრო.

მინდა დავხუროთ დარაბები,
წარმოიდგინე, რომ სამყაროს შევქმნით ახალს და
მერე მე და შენ,
ან შენ და მე,
ან კი ორივე ერთდროულად
ერთმანეთს ტკივილს გავუყუჩებთ,
სულ მთლად გავუქრობთ,

მოდი წავიდეთ აქედან შორს, უფრო შორსაც და
მერე გრძნობები ფიანდაზად წარსულს დავუგოთ.

მხოლოდ შენ და მე,
მე და შენ,
ასე სულებგადახლართულები ვიქნებით მერე.

ერთად ავავსოთ სულს და გულს შორის, რომ ღრიჭო არის,
არ მიგატოვებ,
არ მიმატოვებ.
ოღონდ ასეთი სიზმრებისას არ გამაღვიძო,
თუ ვიცინე,
თუ ვიტირე,
არ გამაღვიძო.

მე გიჟი ვარ და
შენც გაგიჟებ და
ასე ჩვენთვის
მიყვარს როდესაც ჩემს სიზმრებში შემოაბიჯებ

ხოლმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები