ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 მარტი, 2011


პატარა შენ

როცა ჩემთან მოდიხარ, ჩემი სახლის კარი თავისით იღება ფართოდ. ჩემი ცხოვრების თითოეულ ნაწილს უხარია შენი დანახვა.
ქურთუკს რომ იწევ და ჩახუტებისთვის მიხმობ, მოვდივარ, გეხუტები და ვაცნობიერებ, თუ როგორი პატარა ვარ.
მსიამოვნებს, როცა თითით სეირნობ ჩემს სახეზე.
კედლებსაც შენი სუნი გაუჯდა, ამიტომ არასდროს ვრჩები  უშენოდ.

შენი ხმა ძვლებამდე ატანს და ვგრძნობ... მიყვარხარ.

ამ ბოლო დროს ხასიათი გამიფუჭდა,
ამბობ, რომ გასუქდიო.
მე ვდგები და კარს ვიჯახუნებ, ის კი მაინც ფართოდ იღება.

ახლა უფრო ხშირად ვუყურებ საქანელას ჩემი სახლის წინ, იქ დაიწყო ყველაფერი და გრძელდება ალბათ.
მე თვალებით შემიყვარდი,
შენ სუნით. ახლა შენი სუნი მიყვარს უზომოდ, შენ ჩემი თვალები.

შენ ჩემი ქმარი ხარ, რომელიც მთელ სამყაროს მირჩევნია ერთად აღებულს.
გაქვს ძალიან შავი თვალები,
ძალიან შავი თმა,
და ფერადი სამყარო.
მე ფერადი ჩაცმულობა მაქვს და რაღაცით ვგავართ ერთმანეთს.

შენ დღეს ჩემი გასუქება ისევ აღნიშნე, მე ისევ კარი გავიჯახუნე და ახლა კედელთან ვარ ატუზული.

ნეტა როდემდე უნდა დაგიმალო რომ ორსულად ვარ?
არაფერზე გაბრაზებული კედელს ვეკვრი და ვბუტბუტებ,
პატარა შენ გაჩნდება მალე,
პატარა შენ ჩემი თვალებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები