ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
13 მარტი, 2011


რწყი_ლიკა და ჭინჭარაულა

    იყო და არა იყო რა, იყო ერთი დათო ჭინჭარაული და ლიკა (ნახევრად ჭინჭარაული) ერთხელ ლიკა ეწვია დათოს ფეისბუქის კედელზე და უთხრა: ”შენ რომ სულ მე მთხოვ ყავის მოდუღებას, რატომ ერთხელ ჩემთვის არ დაგილევინებიაო?”

რა უნდა ექნა დათოს, ახტა-დახტა და წავიდა მაღაზიაში, ყავის  საყიდლად.

    "ქალო, ”იაკობს” მომეცი,
    მე მოვადუღებ ყავასა,
    წავიღო, დავალევინო,
    ჩემს მზე_ქალ დობილ ქალასა..."

გამყიდველმა უთხრა, შენ რომ ჩემთვის ფული არ მოგიტანიაო?
დათო ახტა-დახტა და წავიდა სამსახურში უფროსთან:

    "მომეცით ჩემი ხელფასი,
    მივუტან გამყიდველსაო,
    ყავას ვიყიდი, მივუტან,
    ლიკას, დობილსა ჩემსაო..."

უფროსმა უთხრა: - ”ჯერ რომ შემოსავალი არ მიგვიღიაო?”
დათო ახტა-დახტა და წავიდა ფირმებში კლიენტთა მოსაზიდად.
 
  ”გახდით კლიენტი ჩვენი და
  თქვენ მოგვცემთ შემოსავალსა,
  ხელფასს ავიღებ, მივუტან,
  გამყიდველს ფულსა ამასა,
  ის მომცემს მერე ყავას და
  დავალევინებ ქალასა...”

კლიენტებმა უთხრეს: ”თუ კარგად იმუშავებთ, შემოსავალიც გექნებათო”

    ”წავიდა, რა ქნას დათომა,
    მუშაობს თვეა მთელიო,
    იცის, რომ დობილ ლიკასთვის,
    ყავა აქვს საყიდელიო,
    ამდენი მუშაობითა
    სულ დაკარგვია ფერიო...”

კლიენტებმა დაინახეს რა ასეთი მონდომება, გახდნენ დათოს წარმოების მომხმარებლები.

    ”შემოსავალი აიღეს,
    ხელფასს უხდიან დათოსა,
    ძალა გამხდარა მემგონი,
    მთელი ფირმისა მარტოცა,
    გამყიდველს ფული მისცა და
    იყიდა ყავა ლიკასთვის,
    ლხინი გქონოდეთ სუყველას,
    ეს წაიკითხეთ ვინაც კი...”

  ლიკა ოხანაშვილი
  13.03.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს