ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 მარტი, 2011


!!!

აფერისტს თავი ყველაზე ჭკვიანი და მაგარი ჰგონია...
სინამდვილეში ის ყველაზე სულელია, რადგან მას ყველა აფერისტი ჰგონია, როგორც თვითონ!!!

  ყველაზე სულელი ამ სამყაროში ეშმაკია!!! რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის ღმერთის არსებობის და რომელმაც ყველაფერი იცის რა მოელის და არ ნანობს, არამედ მაინც ბოროტებას აკეთებს!!!

და იცით? ალბათ როგორ სტკივა ღმერთს, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ და როცა ხედავს, რომ:
ჩვენ ეს სულელი გვაცდუნებს...როცა ვიგინებით, ვიწყევლებით, ბოროტებას ჩავდივართ, ვიპარავთ, გარყვნილები ვართ, ერთმანეთს ვატყუებთ, ვღალატობთ და ათას სისაძაგლეს ჩავდივართ!!!
რომელ მამას გაუხარდება, როცა თავისი შვილი ცდება? და მერე მერამდენედ?
უსასრულოა ღვთის სიყვარული ჩვენდამი, რომელიც გვპატიობს...რადგან ყოველთვის გვაქვს შანსი გადავრჩეთ და შევინანოთ!!!

მართლა ყველაზე სულელია ეშმაკი ამ სამყაროში!!!
ის ყველაფერს იკადრებს ბოროტებისთვის...
და ჩვენ, ადამიანებს არ გვაქვს უფლება ამ სულელმა გვაცდუნოს...
თქვენ წარმოიდგინეთ მაინც გვპატიობს ღმერთი, თუ შევინანებთ!!!
დროა შევინანოთ ხალხნო!!! ( სანამ დროა)...
ვეცადოთ არ შევცოდოთ ღვთის სიყვარულის გულისთვის...

გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა!!!
( ვაი იმას, ვინც ამ სასყიდელს არ დააფასებს)

ღმერთმა ყველას გვიშველოს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები