ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თეთრ ძუძუზე შავიხალი ვით პეპელა,ისე გაზის, მხიბლავს შენი ტუჩები და შენი თმების უსურვაზი, დუნიაზე არ არსებობს შენი მსგავსი,შენებრ ნაზი, თვალს მჭრის შენი სილამაზე,მითხარ:-რატომ ხარ ლამაზი?
მინდა თვალი მოგარიდო,მაგრამ მაინც ვერ მოგწყვიტე, ედემიდან ულურჯესი ფიქრის ვარდი მოგიწყვიტე, რაც გიხილე,მე მას მერე შენზე ფიქრი ვერ შევწყვიტე და ფიქრებში ტუჩით ტუჩზე ჩუმი კოცნა შეგაწყვიტე.
არ მსურს იყო მოწყენილი,შენ ღიმილი ასე გშვენის, თვალები გაქვს ღრმა,წყლიანი,მოციმციმე,მზისებრ მწველი, რადგან ღმერთმა შეგვახვედრა,ბედისწერა არის ჩვენი, მინდა გრძნობით გავიარო შენი სულის მინდორ-ველი.
ამ ქვეყნად ვინ მოგავლინა,ვინ გიმღერა ტკბილი ნანა? ვინ გასწავლა სიყვარული,ან თავად ვინ შეგიყვარა? შენი სილამაზით ხარობს ეს სამყარო,ეს ქვეყანა, მეც ხომ მხოლოდ შენ ერთს გეტრფი,შენ რა არა გჯერა განა?
შენი თმების,შენი მკერდის,შენი ტანის მსურს ალერსი, ყველა ჩარჩო უნდა გავხსნა,დავარღვიო ყველა წესი, რაც დავთესე ეს მცირეა,კვლავ ბევრი მაქვს დასათესი, მარტივი გზა გამირთულდა,ვამარტივე ურთულესი.
ზარი რეკავს ზეციური,მხოლოდ შენთვის რეკავს ზარი, მხოლოდ შენთვის გამოვკრიფე ედემიდან ყვავილნარი, მე მალამოდ დაგედები,მოგირჩინო გულის ბზარი, დაჰქრის ქარი შენს გარშემო,ჩემი სუნთქვის დაჰქრის ქარი...
და მე შენ ერთს მოგიძღვენი ჩემი სურვილები მთელი, მხოლოდ შენთვის გავაგორე მთვარის მკრთალი კამათელი, შენი ტრფობის ზღვაში შეველ,უსასრულოდ ფიქრი ვთელე, ოდეს ღამე გაიპარა,შენით იქმნა ცას ნათელი.
და რადგანაც შენ ხარ ერთი,არსად არის შენი დარი, მე გიპოვე მარგალიტი და მოვძებნე გულის კარი, ცისარტყელად დააჩნდება ზეცას შენი წამწამთ რკალი, შენს თვალებში კვლავაც მოჩანს ვარსკვლავური ნაპერწკალი.
მე კი შენი მოფერება და ალერსი კვლავაც მინდა, ვიდრე გული გამიჩერდა,ვიდრე თვალი დამებინდა, ჩემი გული მღვრიე არის,ჩემი გრძნობა არის წმინდა, ის ოცნება დავიჭირე,რაც ოდესღაც გამიფრინდა.
გესმის ჩემი ერთადერთო? მე დღეს მხოლოდ შენით ვხარობ, ეს ქვეყანა შენს გარეშე არის ცივი,ბნელი ხარო, შენს წიაღში საოცარი ნერგი უნდა გავახარო და რითაც შენ გაიხარებ,მეც იმითი გავიხარო.
თეთრ ძუძუზე შავი ხალი ვით პეპელა,ისე გაზის, მათრობს შენი ტუჩები და მხიბლავს თმების უსურვაზი, სამყაროში ვერ ვიპოვე შენი მსგავსი,შენებრ ნაზი, თვალს მჭრის შენი სილამაზე,შენი ტრფობის შევსვი თასი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. სამყაროში ვერ ვიპოვე შენი მსგავსი,შენებრ ნაზი, თვალს მჭრის შენი სილამაზე,შენი ტრფობის შევსვი თასი. სამყაროში ვერ ვიპოვე შენი მსგავსი,შენებრ ნაზი, თვალს მჭრის შენი სილამაზე,შენი ტრფობის შევსვი თასი.
27. ჩაგეთვალა ხუმრობა:D:D ბევრი ვიცინე ამ ღამით:D:Dმართლა:D:D
ზანგის ძუძუ:D:D ჩაგეთვალა ხუმრობა:D:D ბევრი ვიცინე ამ ღამით:D:Dმართლა:D:D
ზანგის ძუძუ:D:D
26. :D:D:D თუ დიდი პეპელა იყო ნამეტანი,თანაც შავი,ზანგის ძუძუ გამოვა და ეგაა:D;) :D:D:D თუ დიდი პეპელა იყო ნამეტანი,თანაც შავი,ზანგის ძუძუ გამოვა და ეგაა:D;)
25. ფრთებს რომ გაშლის მითუმეტეს:D:D ფრთებს რომ გაშლის მითუმეტეს:D:D
24. არა, ცუდად გამიგე, ლექსი არ მომეწონამეთქი არსად აღმინიშნავს:) უბრალოდ პეპელასხელა ხალი ვერ წარმოვიდგინე ძუძუზე:) მხოლოდ ეგარი:) რაც და როგორ მინახავს პეპელა იმ გადასახედით გესაუბრები თორე ამის წაკითხვის მერე რაკუსებით ხედვა ნამდვილად არ დამიპირებია პეპლისთვის:) უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ მე რამხელა პეპელაც მინახავს შავი, იმხელა ხალი ძუძუზე ნამდვილად როგორც მინიმუმ არ ესიამოვნება კაცს:) თან ცოტა ხუმორბითაც ვთქვი, ცუდად მართლა ნუ გამიგებ მეგობარო.. არა, ცუდად გამიგე, ლექსი არ მომეწონამეთქი არსად აღმინიშნავს:) უბრალოდ პეპელასხელა ხალი ვერ წარმოვიდგინე ძუძუზე:) მხოლოდ ეგარი:) რაც და როგორ მინახავს პეპელა იმ გადასახედით გესაუბრები თორე ამის წაკითხვის მერე რაკუსებით ხედვა ნამდვილად არ დამიპირებია პეპლისთვის:) უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ მე რამხელა პეპელაც მინახავს შავი, იმხელა ხალი ძუძუზე ნამდვილად როგორც მინიმუმ არ ესიამოვნება კაცს:) თან ცოტა ხუმორბითაც ვთქვი, ცუდად მართლა ნუ გამიგებ მეგობარო..
23. ხალის ხელად და ხალისფრად...;)
ხალის ხელად და ხალისფრად...;)
22. ეგ არაა პრობლემა თუ ლექსი არ მოგეწონა, პრობლემა ისაა რომ პეპელასფერი და პეპელას ზომის ხალი წარმოიდგინე მაინცდამაინც და ცოტა შორიდან რომ შეგეხედა პეპელასთვის და თანაც შებინდებულზე,ხალისხელად არ გამოჩნდებოდა ვითომ :D:D:D ეგ არაა პრობლემა თუ ლექსი არ მოგეწონა, პრობლემა ისაა რომ პეპელასფერი და პეპელას ზომის ხალი წარმოიდგინე მაინცდამაინც და ცოტა შორიდან რომ შეგეხედა პეპელასთვის და თანაც შებინდებულზე,ხალისხელად არ გამოჩნდებოდა ვითომ :D:D:D
21. დოეან, აქ ერთი ასო აკლია და ე საერთოდ ზედმეტია:D:D
ხალისხელა პეპელა ნამდვილად არ მინახავს, არადა ასე მგონია რომ გურია-აჭარის ბუნებას კარგად ვიცნობ:)
თუ იმ პეპლებს გულისხმობ რომლებიც ნათურის სინათლეს ეწებებიან, იქედან შავი არცერთი არ არი:)
მეორე კუპლეტიც არ მომეწონა:( დოეან, აქ ერთი ასო აკლია და ე საერთოდ ზედმეტია:D:D
ხალისხელა პეპელა ნამდვილად არ მინახავს, არადა ასე მგონია რომ გურია-აჭარის ბუნებას კარგად ვიცნობ:)
თუ იმ პეპლებს გულისხმობ რომლებიც ნათურის სინათლეს ეწებებიან, იქედან შავი არცერთი არ არი:)
მეორე კუპლეტიც არ მომეწონა:(
20. რა იყო დოეან? პატარა პეპელა არ გინახია?:D:D:D რა იყო დოეან? პატარა პეპელა არ გინახია?:D:D:D
19. თეთრ ძუძუზე შავიხალი ვით პეპელა,ისე გაზის
პეპელასხელა ხალი ძუძუზე?:( თეთრ ძუძუზე შავიხალი ვით პეპელა,ისე გაზის
პეპელასხელა ხალი ძუძუზე?:(
18. ხოდააააა, ამ ერთი "თეთრი ძუძუსთვის" აზის, შავი პეპელასავით, ამხელა წითელი ხ-ე-ლი შენს ლექსს? :)) :)) ხოდააააა, ამ ერთი "თეთრი ძუძუსთვის" აზის, შავი პეპელასავით, ამხელა წითელი ხ-ე-ლი შენს ლექსს? :)) :))
16. რა მოხდა მერე? ქარველი ესმერალდა ძნელი წარმოსადგენია?:))) განა ამირანი და პრომეთე ერთი არაა?ერთი ბერძენია და მეორე ქართველი... რა მოხდა მერე? ქარველი ესმერალდა ძნელი წარმოსადგენია?:))) განა ამირანი და პრომეთე ერთი არაა?ერთი ბერძენია და მეორე ქართველი...
15. უსურვაზი დუნიაზე ლექსში ეს სიტყვები და ესმერალდა ადრესატი? უსურვაზი დუნიაზე ლექსში ეს სიტყვები და ესმერალდა ადრესატი?
14. უჰუ-ჰუუუ.....:) უჰუ-ჰუუუ.....:)
13. შენ კიდევ ოქროს კალამს:D:D:D შენ კიდევ ოქროს კალამს:D:D:D
12. რაც გიხილე,მე მას მერე შენზე ფიქრი ვერ შევწყვიტე და ფიქრებში ტუჩით ტუჩზე ჩუმი კოცნა შეგაწყვიტე. :) :)
4. საითნოვას მუსიკა მოდის სმენამდე, არ გეგონოს პლაგიატობას გწამებდე. კრავაი ზვერელი. 2011-03-14 11:14:51
ზუსტად იგივე გავიფიქრე რატომღაც და კომნტარებშიც რომ ვნახე...
კვაზი, იმსახურებ შენ ესმერალდას :)
+5 რაც გიხილე,მე მას მერე შენზე ფიქრი ვერ შევწყვიტე და ფიქრებში ტუჩით ტუჩზე ჩუმი კოცნა შეგაწყვიტე. :) :)
4. საითნოვას მუსიკა მოდის სმენამდე, არ გეგონოს პლაგიატობას გწამებდე. კრავაი ზვერელი. 2011-03-14 11:14:51
ზუსტად იგივე გავიფიქრე რატომღაც და კომნტარებშიც რომ ვნახე...
კვაზი, იმსახურებ შენ ესმერალდას :)
+5
11. და ხუთი სტროფი...
და წვივი ორი, თეთრი და ხალი - ყელზე და კაბად ზაფხულის ჩაცმა, ქუჩაში ერთი ლამაზი ქალი ბათუმის წვიმით გაწუწა ტაქსმა.
დასველდა კაბა დასველდა თეძო, გაექცა წვეთი ძუძუებს შორის და ქუჩა-ქუჩა და ეზო-ეზო, აგროვა ბეეევრი მზერა და ჭორი.
ქალაქი წვიმამ დაახრჩო წვიმით, ლამაზი ქალი გაწუწა ტაქსმა, ხალი და ორი კერტი და წვივი, წვეთი და წვეთი, თავსხმა და თავსხმა.
ლამაზმა ქალმა გაუგო სეზონს და სადღაც ბევრი სურვილის იქით, მიუშვა თავის ნებაზე თეძო, მხარზე კი <ზორტი> წითელი ლიფის.
დღის ბოლოს როცა შენიშნა ცაზე, პერიოდს როგორ შეაშრა ოფლი, წავიდა შოოოოორს და წაიღო ასე - ჭორები, მზერა და... ხუთი სტროფი... და ხუთი სტროფი...
და წვივი ორი, თეთრი და ხალი - ყელზე და კაბად ზაფხულის ჩაცმა, ქუჩაში ერთი ლამაზი ქალი ბათუმის წვიმით გაწუწა ტაქსმა.
დასველდა კაბა დასველდა თეძო, გაექცა წვეთი ძუძუებს შორის და ქუჩა-ქუჩა და ეზო-ეზო, აგროვა ბეეევრი მზერა და ჭორი.
ქალაქი წვიმამ დაახრჩო წვიმით, ლამაზი ქალი გაწუწა ტაქსმა, ხალი და ორი კერტი და წვივი, წვეთი და წვეთი, თავსხმა და თავსხმა.
ლამაზმა ქალმა გაუგო სეზონს და სადღაც ბევრი სურვილის იქით, მიუშვა თავის ნებაზე თეძო, მხარზე კი <ზორტი> წითელი ლიფის.
დღის ბოლოს როცა შენიშნა ცაზე, პერიოდს როგორ შეაშრა ოფლი, წავიდა შოოოოორს და წაიღო ასე - ჭორები, მზერა და... ხუთი სტროფი...
10. აღმოსავლური პოეზიის სურნელი მოიტანა!.... :) აღმოსავლური პოეზიის სურნელი მოიტანა!.... :)
9. რაც დავთესე ეს მცირეა,კვლავ ბევრი მაქვს დასათესი, მარტივი გზა გამირთულდა,ვამარტივე ურთულესი. კვაზი რუსთაველი...:) ისე რომ იცოდე...ძალიან მიყვარს კვაზი მახინჯი...:-* ;-* ;-* რაც დავთესე ეს მცირეა,კვლავ ბევრი მაქვს დასათესი, მარტივი გზა გამირთულდა,ვამარტივე ურთულესი. კვაზი რუსთაველი...:) ისე რომ იცოდე...ძალიან მიყვარს კვაზი მახინჯი...:-* ;-* ;-*
8. ყველა ჩარჩო უნდა გავხსნა,დავარღვიო ყველა წესი ყველა ჩარჩო უნდა გავხსნა,დავარღვიო ყველა წესი
7. შინაარსობრივად და გადმოცემის ხაისხით არის სუსტი.თუნდაც რომ ვიმსჯელოთ ამ სტროფის მიხედვით: გესმის ჩემი ერთადერთო? მე დღეს მხოლოდ შენით ვხარობ, ეს ქვეყანა შენს გარეშე არის ცივი,ბნელი ხარო, შენს წიაღში საოცარი ნერგი უნდა გავახარო და რითაც შენ გაიხარებ,მეც იმითი გავიხარო.
უსუსტესი სარითმო წყვილებია შინაარსობრივად და გადმოცემის ხაისხით არის სუსტი.თუნდაც რომ ვიმსჯელოთ ამ სტროფის მიხედვით: გესმის ჩემი ერთადერთო? მე დღეს მხოლოდ შენით ვხარობ, ეს ქვეყანა შენს გარეშე არის ცივი,ბნელი ხარო, შენს წიაღში საოცარი ნერგი უნდა გავახარო და რითაც შენ გაიხარებ,მეც იმითი გავიხარო.
უსუსტესი სარითმო წყვილებია
5. ოჰოო.... :) ოჰოო.... :)
4. საითნოვას მუსიკა მოდის სმენამდე, არ გეგონოს პლაგიატობას გწამებდე. საითნოვას მუსიკა მოდის სმენამდე, არ გეგონოს პლაგიატობას გწამებდე.
3. ..თეთრ ძუძუზე შავი ხალი ვით პეპელა,ისე გაზის, ,,მათრობს შენი ტუჩები და მხიბლავს თმების უსურვაზი,"
კვაზიმოდო კიარა, საიათნოვა უნდა გერქვას შენ! ..თეთრ ძუძუზე შავი ხალი ვით პეპელა,ისე გაზის, ,,მათრობს შენი ტუჩები და მხიბლავს თმების უსურვაზი,"
კვაზიმოდო კიარა, საიათნოვა უნდა გერქვას შენ!
2. მხოლოდ შენთვის გავაგორე მთვარის მკრთალი კამათელი, შენი ტრფობის ზღვაში შეველ,უსასრულოდ ფიქრი ვთელე,
ცისარტყელად დააჩნდება ზეცას შენი წამწამთ რკალი,
თეთრ ძუძუზე შავი ხალი ვით პეპელა,ისე გაზის, მათრობს შენი ტუჩები და მხიბლავს თმების უსურვაზი, -------------------- კვააააააააააზ ეს რა შედევრია :):):) უძლიერესი :-* მოგიკითხე..... მხოლოდ შენთვის გავაგორე მთვარის მკრთალი კამათელი, შენი ტრფობის ზღვაში შეველ,უსასრულოდ ფიქრი ვთელე,
ცისარტყელად დააჩნდება ზეცას შენი წამწამთ რკალი,
თეთრ ძუძუზე შავი ხალი ვით პეპელა,ისე გაზის, მათრობს შენი ტუჩები და მხიბლავს თმების უსურვაზი, -------------------- კვააააააააააზ ეს რა შედევრია :):):) უძლიერესი :-* მოგიკითხე.....
1. ამხანაგო კვაზიმოდო, დავიჯერო ამ ულირიულესი ლექსის ნახვის შემდგომ, ესმერალდა სიხარულისგან არ იცეკვებს ჯალისთან ერთად?!
"მარტივი გზა გამირთულდა,ვამარტივე ურთულესი"
და კიდევ მომწონებია აქ რაღაც-რაღაცეები, არ ვაკოპირებ, კეთილი ინებოს დამსწრე საზოგადოებამ და თავად შემოიხედოს წასაკითხად :) აი, ასეეეე!!! :D
ამხანაგო კვაზიმოდო, დავიჯერო ამ ულირიულესი ლექსის ნახვის შემდგომ, ესმერალდა სიხარულისგან არ იცეკვებს ჯალისთან ერთად?!
"მარტივი გზა გამირთულდა,ვამარტივე ურთულესი"
და კიდევ მომწონებია აქ რაღაც-რაღაცეები, არ ვაკოპირებ, კეთილი ინებოს დამსწრე საზოგადოებამ და თავად შემოიხედოს წასაკითხად :) აი, ასეეეე!!! :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|