ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 მარტი, 2011


საუბრები სარკესთან (თურქეთიზაცია)

დიდია ნაწერი და ვიცი ძნელია კომპიუტერში წასაკითხად, მაგრამ ...

23 მარტი მოახლოვდა, კონკრეტული თარიღი დათქვეს დღეს, სააქციოდ, საპროტესტოდ, სამიტინგოდ. მეჩეთზე სასაუბროდ, ეკლესიაზე, მთავრობაზე.
თემა რომელიც საფრთხილოა, საშიში და სანამ დროა ცივი გონებით მისახედი.
მოკლედ ასე: გვაქვს განზოგადებული ინფორმაცია ბათუმის ცენტრში მეჩეთის სავარაუდო მშენებლობის სამთვარობათშორისი შეთანხმების შესახებ. თურქეთში ქართული ეკლესიების რესტავრაციის სანაცვლოდ.
ბათუმის და მთლიანად აჭარის მისათვისებლად თურქეთი დიდი ხანია აწარმოებს თურქეთიზაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას, რასაც უმეტეს შემთხვევაში წინააღმდეგობა არ ხვდება ცენტრალური, თუ ადგილობრივი მთავრობის მხრიდან.
ინგლისურ ენასთან ერთად ხდება თურქული ენის თავსმოხვევა, თურქული ბიზნესის წესად ქცევა, თურქეთში, რელიგიურ სასცავლებლებში  აჭარიდან ახალგაზრდების გადინება და მათი მატერიალური ხელშეწყობა, მეჩეთების მშენებლობა და ა. შ.  და ა.შ.
როგორც ცნობილია თურქეთის მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი აჭარას დღემდე მოიაზრებს თავიანთი ქვეყნის ნაწილად და ამას გამოხატავენ კიდეც პირად საუბარში. შევესწარი სუბარს, სადაც პირველი პირები ყვებოდნენ, საზღვის აქეთ ჯვaრის წაქცევაში თურქები როგორ ეძებდნენ შემსრულებელს და ფულს იხდიდნენ.
აჭარაში, იქ სადაც, თურქი "ბიზნესმენი" ხსნის ან ყიდულობს საწარმოს გაუსაძლისი და მონათმფლობელური სიტუაციაა და კაპიკებში ამუშავებენ ქართველებს, ოდნავი პროტესტის შემთხვევაში კი სამუშაოდან დათხოვნით ემუქრებიან, ქართველის მიერ გამოხატული პროტესტო სამართალდამცავების მიერ მიღებულია, როგორც "უცხოელი ინვესტორის" წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და უმეტეს შემთხვევაში ხელს აფარებენ მათ და კანონის მთელი სიმკაცრით (უკეთეს შემთხვევაში საპროცესო გარიგების გზით) ისჯებიან ქართველები.

საინტერესო სტატისტიკა:

ხელვაჩაურის რაიონი-17
მათ შორის
მეჩეთი-14 (6 მედრესით)
2-მედრესე-პანსიონატით
სამლოცველო-3

ქობულეთის რაიონი-17
მათ შორის
მეჩეთი-12 (5 მედრესით)
მედრესე პანსიონატით-2
სამლოცველო-4

ქედის რაიონი-20
მათ შორის
მეჩეთი-18 (6 მედრესით)
მედრესე-პანსიონატი-1
სამლოცველო მედრესით-1

შუახევის რაიონი-46
მათ შორის
მეჩეთი-33 ( 8 მედრესით)
სეზონური მეჩეთი-4
მედრესე-1
სამლოცველო-8

ხულოს რაიონი-77
მათ შორის
მეჩეთი-41 (29 მედრესით)
მედრესე პანსიონატით-4
სეზონური მეჩეთი-18
მედრესე-17
მედრესე პანსიონატით-1

დღევანდელი გადასახედიდან რა შეიძლება მოხდეს თუნდაც 5 წლის შემდეგ: შემდეგ: თურქების რაოდენობა აჭარაში მკვეთრად გაიზრდება, ბევრ მათგანს მისცემენ მოქალაქეობას, ეკონომიკის ზრდის  საბაბით თურქი ინვესტორებისა და თურქი მუშა ხელის რაოდენობა გაიზრდება ასეულობით და ათასობით, თურქების რაოდენობის ზრდას ლოგიკურად მოჰყვება თურქების მოთხოვნა მათთვის სალოცავებისა და სასწავლებლების გახსნის თაობაზე. არის მოქალაქე, ჰყავს შვილი, სჭირდება ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი... ამას ვერ ავცდებით! იქნება ქართველების პროტესტიც, მაგრამ დაგვიანებული. იქნება მთავრობის გადასაწყვეტი, მაგრამ ტრადიციულად იმოქმედებს უნიათოდ. ბათუმში ოცდაათამდე სკოლაა, თურქული მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ავტომატურად გამოიწვევს თურქული სკოლების რაოდენობის ზრდას, ჯერ გაიხსნება ერთი, მერე 5 და ა.შ. და მივიღებთ 30 ქართული სკოლის საპირწონედ 5–10–15 და მეტ  თურქულ სკოლას. სამთავრო შეთანხმებით თურქეთში რომ გაიხსნას თუნდაც 100 ქართული სკოლა, საქართველოს მცირერიცხოვანი მოსახლეობისთვის შედეგი მაინც კატასტროფული იქნება. რა მოხდება დაახლოებით 10–15 წლის შემდეგ: ქართული ყბადაღებული ტოლერანტობის გადამკიდე, თურქები ბოლო–ბოლო აღმოჩნდებიან მთავრობაში, საკრებულოში, შემდეგ დადგება ტერიტორიის პრობლემა, ჩვენ დღეს უკვე დაკარგული გვაქვს ძველი ბათუმის ბევრი ქუჩა და უბანი...  იმდენად სავალალოდ მეჩვენება უახლოესი ისტორია ამაზე მეშინია კიდეც წიაღსვლები.
ამ დროს რას იზამენ ქართველები: ნაწილი გააპროტესტებს, ნაწილი მიეჩვევა (როგორც ეჩვევიან მოლას ლოცვას განფენილს მთელს ქალაქზე), ნაწილი ხელს ჩაიქნევს და ნაწილი კი აუცილებლად თურქების მხარეზე დადგება არასამთავრობო ორგანიზაციების თამადობით და ყოველდღიურობის რეჟიმში ექოსავით გაიმეორებს, მერე რა მოხდა, რატომაც არა, ვის რას უშლიან... 
ჩემი აზრით პრობლემის თავი და თავი არის ანტიქართული ქმედებები, რაც მიბმულია მეზობელი სახელმწიფოს ინტერესის გატარებაზე ნებით თუ უნებლიეთ.
ისევ დავუბრუნდები მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნაზე თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან, რა არის ეს? შეგნებული ნაბიჯი სამომავლოდ კიდევ უფრო ფესვების გადგმის? ჩემი აზრით სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩუმად ყოფნა დანაშაულია.  შეიძლება ეს ყველაფერი არის დიდი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ერთი მოკვდავი ადამიანისთვის ძნელი გასაგები იყოს, მაგრამ იმედია ერთი მოკვდავი ადამიანი არ ვხედავ ამ საკითხს ასე.

ცალკე თემაა აზიზიეს სახელობის რატომ უნდა იყოს ეს მეჩეთი და ვინ არის საერთოდ ეს აზიზიე, თუ საქართველოს სხვა კუთხეებში  ინფორმაციის დეფიციტია ამ მხრივ, აჭარაში ბევრს დღემდე ახსოვს აზიზიეს მიერ აჭარაში დაქცეული სისხლი და "საქმენი საგმირონია"...

23-შიმიტინგია,. არის 2 მხარე, ერთი - გამოითქვას პროტესტი იმ საკითხებისადმი, რომელიც ნაწილობრივ მაინც აქ დავწერე, მეორე - ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს  აჭარაში და რელიგიურმა განცხადებებმა (რაც აუცილებლად იქნება მიტინგზე) შეიძლება წარმოშვას გარკვეული დაპირისპირება.
მე ვფიქრობ ასე, აქ, ამ საიტზე, შეიძლება შემუშავდეს მიმართვის ან განცადების ფორმა, რომლითაც დაფიქსირდება პოეტთა და მწერალთა პოზიცია, განმცხადებლები რა თქმა უნდა იქნებიან მკვეთრად არაპოლიტიკური პირები, რაც ასევე იქნება მითითებული ხაზგასმით.
P. S. ამას წინად პარლამენტის თავმჯოდმარემ თქვა თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიო...
კაი რა.
მოკლედ ჰაერია ცოტა …

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები