ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2011


ცუნამი, ანუ ფიქრი იაპონურად…...

რობის- ჩემს მეგობარს

გუშინ...
არ შეკრა ბარგი,
რადგან დასავლეთში რა არის კარგი?!...
ყველაფერმა ხომ ისედაც კარგად  ჩაიარა...
ავტომობილის ახალი პარკი.
და......მზე - ატმის ყავავილის იკებანა......
გაჭრილი ვაშლი.....ტალღაზე ნავი.....

გუშინწინ...
ხიროსიმელთა სუნთქვა- გაიშვიათებული,
როცა შავ სათვალეს შეეფარები...ჩუ!.....
მზე ალუბლისყვავილისფრად უკანასკნელად თუ....
........ და მაინც აყვავდა ზამთრისთვის  ბაღში......
რადიაქტიული წითელი წვიმებისთვის კი
სახელი არ მაქვს......და ცხელა,
როგორც გაუსაძლის ყინვაში......

დღეს....
ცუნამი.... თვალხატულა ჩემი კიმონო....
გადაბრუნებულ სახურავსა და ნაკარალ
სველ კედელს შორის.......
სადღაც ჩამარხული ცალი  ფეხი...
მოლოდინით ძაგძაგებს მიწა....
და ..... არ შეკრა ბარგი!....
ამას უკვე აზრი არცა აქვს....
სად წახვალ.... უკვე სულერთია....
ყველგან მაინც სევდით იცახცახებს
გადამხმარი ალუბლების ჩემი ბაღი.....
                                                                    16.03.11.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები