ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2011


იისფერი იასამანი

ეჰ, რომ შემეძლოს ყვავილივით აღმოცენება
წვრილი ტანით და მოხატული, ნაზი ფოთლებით
ვიარსებებდი ქვეყანაზე, როგორც მშვენება
გავუღიმებდი ყველა გამვლელს ნაზად, მოთმენით.

ცა იქნებოდა ჩემი სახლი, მიწა მშობელი
მზის სხივები კი გამათბობდა, როგორც ონავარს
მე ხომ ამქვეყნად, სიყვარულის ანგელოზი ვარ
და სილამაზის, სამუდამო ყმა და მონა ვარ.

ყველა მათგანი შემიყვარებდა, სიწმინდის გამო
სევდიანები გამანდობდნენ მათ გულის ნადებს
მე  ვიქნებოდი, იისფერი  იასამანი
სილამაზით კი დავჯაბნიდი, იებს და ვარდებს.

არ იქნებოდა ჩემი ფასი ოქროს ზოდებიც
ჩემი მშვენებით, მტვრად იქცევა დიდი ლოდებიც
ერთი თვე ვცხოვრობ,–
                                ეს ერთი თვე, არის ბადალი
სხვატა ცხოვრების, ასეული წლების სადარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები