 | ავტორი: ზაზა_გაბეჩავა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 მარტი, 2011 |
ბჟა დიაჩქიმი,
თუთა მუაჩქიმი,
ხვიჩა ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი...
უძველესი ლექსია! ცოტნე დადიანს უყვარდაო ეს ლექსი ძალიან .
მზე დედაჩემი,
მთვარე მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
დები, ძმები ჩემი...
მურიცხ...
...მეგრულად მურიცხ-რა რიცხვი? ურიცხვი უთვალავი, ძალიან ბევრი...ერთი საინტერესო მსგავსება:ინგლისურიდან გალაქტიკა ითარგმნება, როგორც რძის...ანუ უსასრულო ვარსკვლავები ასოცირდება რძესთან. აქედან წამოვიდა მედიცინაში სიტყვა გალაქტოზა...
ისევ მურიცხს დავუბრუნდეთ...მეგრულად მზეს ბჟა ქვია..და ბჟა ქვია რძესაც. სიცოცხლეა მზე...როგორც დედის რძე.
ამასთანავე მზე არის ვარსკვლავი, ანუ მურიცხ. ურიცხვი, უსასრულო, როგორც სიყვარული... და კიდევ ერთი ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი: მურიცხები, ანუ ვარსკვლავები ყველაზე მეტად, ყველაზე ურიცხვად საქართველოს ცაზე ჩანს..ჩემითაც დავრწმუნდი, ბევრჯერაც გამიგია და წამიკითხავს..წამიკითხავს, თითქოს საქართველოში დგას სიცოცხლის ხე და მისი ვარჯი იშლება ცაში უსასრულოდ... მოსხმული აქვს ნაყოფი- უამრავი ვარსკვლავი: მურიცხ-უსასრულო სიცოცხლე და სიყვარული...სამწუხაროდ ავტორი არ მახსოვს...ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ფანტაზიას, მაგრამ ასე მახსოვს ისიც სადღაც გაგონილს წერდა, გადმოცემულს..თუ საქართველოში ხართ კარგად, კარგად დაიმახსოვრეთ საქართველოს ღამის ცა. როცა უცხოეთში წახვალთ გაგათბობთ...შეადარეთ უცხოეთის ცას..გაოგნებულები დარჩებით...ისე მცირე იქნებიან იქაურ ცის ვარსკვლავნი... ვინც უცხოეთში ხართ თვალებს კარგად შეაჩვიეთ იქაური ცა..სამშობლოს მშვიდობით დავბრუნებოდეთ ყველა და სამშობლოც მშვიდობით დაგვხვედროდეს.მერე საქართველოს ცას შეადარეთ.
გაგაოცებთ ვარსკვლავთ სიმრავლე.
შორეული იხილვების, ვითარცა მახლობელი.
ნუთუ ასე ახლოს ვართ ვარსკვლავებთან? ცასთან...მზესთან??? არ ვიკადროთ დაცემა. ამ სიმაღლეს ვცეთ პატივი. არ შევურაცხვყოთ ეს სიმაღლე ჩვენი ცხოვრებით...
ვიცი საქართველოვ. ვიცი ძალიან გიყვარს ყველა. ვიცი, მეც გიყვარვარ...
მინდა მართლა მაღლები ვიყოთ...ღვთის წინაშე ჩვენი სიმდაბლით. როგორიც იყო:
თამარ...
დავით...
მინდა ეს ფიქრი ოცნებას გასცდეს...
დიდი მისია გაქვს საქართველოვ...ბრწყინვალებამდე წარსულის შუქი გზას გაგინათებს...
მე ისევ მჯერა:
თამარის და დავითის...
გაიღვიძე თამარ! დავით!
გაიღვიძე საქართველოვ!
დროა შევინანოთ და განვიწმინდოთ ქართველნო! მეოხ გვეყოს ღვთისმშობელი..
სტამბული,
ორშაბათი, აგვისტოს 16. 2010.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ყოველი ამგვარი რამ ცუდ გუნებაზე მაყენებს, რადგან უკვე კარგა ხანია.... ეჰ ყოველი ამგვარი რამ ცუდ გუნებაზე მაყენებს, რადგან უკვე კარგა ხანია.... ეჰ
22. ოქროს შუალედი სჯობს ყოველთვის ( ჩემი აზრით)...:) ოქროს შუალედი სჯობს ყოველთვის ( ჩემი აზრით)...:)
21. გასაკეთებელს ვაკეთებ რაც მთავარია :D გიხარ ჯიმა :-* გასაკეთებელს ვაკეთებ რაც მთავარია :D გიხარ ჯიმა :-*
20. მკითხველი ინტერესში კარგად შეგყავს...
სათაური მომეწონა უბრალოდ, WORST END- მა გული დამწყვიტა, სადღაც ოქროს შუალედი გენახა კარგი იქნებოდა...ნუ სიზმარი იყო მაინც :D
მკითხველი ინტერესში კარგად შეგყავს...
სათაური მომეწონა უბრალოდ, WORST END- მა გული დამწყვიტა, სადღაც ოქროს შუალედი გენახა კარგი იქნებოდა...ნუ სიზმარი იყო მაინც :D
19. არ მოგეწონა? :( არ მოგეწონა? :(
18. ღმერთი გფარავდეთ ყველას!
და გაიხარეთ... ღმერთი გფარავდეთ ყველას!
და გაიხარეთ...
17. ჩქიმი ჯიმა :) ჩქიმი ჯიმა :)
16. ვაიმეეეე, რა ნაცნობი განცდააააა!!! ამ ნაწერმა ერთი ჩემი ძველი ნაწერიც გამახსენა. იმასაც ზუსტად ასე ქვია. "ბევრისთვის ალბათ ნაცნობი განცდა"... :) გაიხარე კარგო ქართველო! ღმერთმა მართლაც ნურასოდეს ნუ დაგაშოროს შენს მადლიან ქვეყანას!
სკან ცხოვრებაშ ცა ირო ბედნიერებაშ მურიცხვებით მოჭკადილ ქოოფედას! ვაიმეეეე, რა ნაცნობი განცდააააა!!! ამ ნაწერმა ერთი ჩემი ძველი ნაწერიც გამახსენა. იმასაც ზუსტად ასე ქვია. "ბევრისთვის ალბათ ნაცნობი განცდა"... :) გაიხარე კარგო ქართველო! ღმერთმა მართლაც ნურასოდეს ნუ დაგაშოროს შენს მადლიან ქვეყანას!
სკან ცხოვრებაშ ცა ირო ბედნიერებაშ მურიცხვებით მოჭკადილ ქოოფედას!
14. მინდა მართლა მაღლები ვიყოთ...ღვთის წინაშე ჩვენი სიმდაბლით. როგორიც იყო:
თამარ...
დავით...
მინდა ეს ფიქრი ოცნებას გასცდეს...
გაიხარე ზაზა!:) მინდა მართლა მაღლები ვიყოთ...ღვთის წინაშე ჩვენი სიმდაბლით. როგორიც იყო:
თამარ...
დავით...
მინდა ეს ფიქრი ოცნებას გასცდეს...
გაიხარე ზაზა!:)
13. კარგი ზაზა ხარო შენო ანიმო;;) კარგი ზაზა ხარო შენო ანიმო;;)
12. ძალიან-ძალიან მომეწონა!!! ლამაზი სიტყვებით ვისიამოვნე :) კარგი ხარ, ავტორო! :x =D> ძალიან-ძალიან მომეწონა!!! ლამაზი სიტყვებით ვისიამოვნე :) კარგი ხარ, ავტორო! :x =D>
11. გაიხარეთ! :) გაიხარეთ! :)
10. მამულიშვილური გულის ფეთქვა ისმის ამ სტრიქონებიდან! 55 მამულიშვილური გულის ფეთქვა ისმის ამ სტრიქონებიდან! 55
9. ღმერთმა გაგვახაროს ყველა...დიდი ხანია რაც უკვე აქ ვარ, ამ მადლიან მიწაზე...
გმადლობთ! ღმერთმა გაგვახაროს ყველა...დიდი ხანია რაც უკვე აქ ვარ, ამ მადლიან მიწაზე...
გმადლობთ!
8. ღმერთმა დაგლოცოს ღმერთმა დაგლოცოს
7. დიდი მისია გაქვს საქართველოვ...ბრწყინვალებამდე წარსულის შუქი გზას გაგინათებს...
დიდი მისია გაქვს საქართველოვ...ბრწყინვალებამდე წარსულის შუქი გზას გაგინათებს...
6. მინდა მართლა მაღლები ვიყოთ...ღვთის წინაშე ჩვენი სიმდაბლით.
გასაოცარი :) კარგი ხარ ძალიან, ქართველო მინდა მართლა მაღლები ვიყოთ...ღვთის წინაშე ჩვენი სიმდაბლით.
გასაოცარი :) კარგი ხარ ძალიან, ქართველო
5. ძალიან მომეწონა, გაიხარეთ! ძალიან მომეწონა, გაიხარეთ!
4. გაიხარე, ზაზა! პატრიარქიც ამას ბრძანებს-ქართველი მხოლოდ საქართველოშიაო ბედნიერი. სრული ჭეშმარიტებაა!!! კარგი ადამიანი ხარ შენ! დაგლოცოს და გაგახაროს უფალმა!!! გაიხარე, ზაზა! პატრიარქიც ამას ბრძანებს-ქართველი მხოლოდ საქართველოშიაო ბედნიერი. სრული ჭეშმარიტებაა!!! კარგი ადამიანი ხარ შენ! დაგლოცოს და გაგახაროს უფალმა!!!
3. მეგრულად მზეს ბჟა ქვია..და ბჟა ქვია რძესაც. სიცოცხლეა მზე...როგორც დედის რძე.
''ბჟა ჩხორიას იტიბუანს''... ბებიაჩემის ძმამ იცოდა ზეპირად ეს მეგრული ლექსი. ;) :)
გეხარი ჯიმა, ჯგირ კოჩი რექ სი! ;)
ყველას დავითის და თამარის საქართველოში გვეცხოვროს.... გაუმარჯოს საქართველოს-ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და სინოპიდან არდაველამდის! მეგრულად მზეს ბჟა ქვია..და ბჟა ქვია რძესაც. სიცოცხლეა მზე...როგორც დედის რძე.
``ბჟა ჩხორიას იტიბუანს``... ბებიაჩემის ძმამ იცოდა ზეპირად ეს მეგრული ლექსი. ;) :)
გეხარი ჯიმა, ჯგირ კოჩი რექ სი! ;)
ყველას დავითის და თამარის საქართველოში გვეცხოვროს.... გაუმარჯოს საქართველოს-ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და სინოპიდან არდაველამდის!
2. ღმერთმა შენც მშვიდობით და გახარებული დაგაბრუნოს. მურიცხებმა გაგინათონ სული. დრო ნამდვილადაა განწმენდის.
ღმერთმა შენც მშვიდობით და გახარებული დაგაბრუნოს. მურიცხებმა გაგინათონ სული. დრო ნამდვილადაა განწმენდის.
1. სამშობლოს მშვიდობით დავბრუნებოდეთ ყველა და სამშობლოც მშვიდობით დაგვხვედროდეს : )))
აწი დიდი ხნით არასდროს წავალ აქედან- მადლს შორდები... დაილოცოს საქართველო!
სამშობლოს მშვიდობით დავბრუნებოდეთ ყველა და სამშობლოც მშვიდობით დაგვხვედროდეს : )))
აწი დიდი ხნით არასდროს წავალ აქედან- მადლს შორდები... დაილოცოს საქართველო!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|