ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2011


სიცარიელე დარჩა

......რაღა იქ, იმ ქუჩის კუთხეში შემხვდი? შუქნიშანთან გადმოვჭერი,  შენ შეგეჩეხე,  არადა მისკენ მივდიოდი,
იქვე, ხის ძირას რომ იწვა, თუ ეგდო, ცალკე სამყაროსავით...
  ხალხი გვერდს უვლიდა და  შუქნიშანზე გადადიოდა... 
შორიდანვე დაგინახე. შენც გვერდი აუარე.  ლამის ფეხი დააბიჯე... 
იმას კი გასცდი,  მე,  ვერა...
  _ შენ?!...როგორ ხარ? - თვალები გაგიბრწყინდა.
  _ მე?...კარგად...იმას რა ჭირს?... განიშნე დავარდნილზე...
  _ მათხოვარია ეტყობა...  იქვე ჩასძინებია... ( მერჩივნა ხმა არ ამოგეღო.)
  _ახლობელია ჩემი!...
  _ რა?!...პაუზა გრძელი...
  _ მაგისთვის გადმოვედი! ...(ირონია არც დამიმალავს...) მიხვდი გაცლა რომ ჯობდა....იმედია  იმასაც მიხვდი,რომ
      პოეზიაზე აღარ უნდა მელაპარაკო...)
      სასწრაფო  გამოვიძახე. სისხლი სდიოდა...მათხოვარს არ გავდა,  მთვრალი იყო .  წაიყვანეს...
  მის  ადგილას  სიცარიელე დარჩა... გულშიც... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები