ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 მარტი, 2011


საუბარი საკუთარ თავთან, ანუ-სისულელეა ბედნიერება ამ პლანეტაზე!!!

სისულელეა ბედნიერება აქ!
სისულელეა, რომ თავს ბედნიერებს უწოდებენ დედამიწაზე!
რეალურად ცხოვრება ტანჯვაა...
მე ძირითადად შევცვალე ჩემი წარმოდგენა ყველაფერზე.
არ არსებობს ბედნიერება! ( ეს ყველაზე დიდი უაზრობა ყოფილა!)
სისულელეა როცა ბედნიერებას ეძებ ამ პლანეტაზე, ამ სამყაროში).
ამ პლანეტაზე ბედნიერების ძიება ილუზიაა!!!

( სული) ეძებს დაკარგულ სამოთხეს,
(საიდანაც განიდევნა)
და ჩვენ ვქმნით ამას აქ ( ქვეცნობიერად ვუბრუნდებით ედემს)
თითქოს ჩვენი ლამაზი ცხოვრებით,
მოფერებით,
ღიმილებით,
ლამაზი სახლებით
ლამაზი სხეულებით.
ლიმუზინებით...
კომფორტით.
ცივილიზაციით...
საკუთარი თვითმფრინავებით
და პირადი აეროპორტებით.
(თუნდაც ოცნებით)...

ეს ყველაფერი დაინგრევა,
ეს ყველაფერი დიდი ნაგავია,
ამ ყველაფერს მიწა მოინელებს...

ჩვენს სიბინძურეს,
ჩვენს სიბრმავეს
და ჩვენს ღალატსაც,
იმასაც, რომ ყველაფერს სიყვარულს არქმევენ,
(მეორე დღეს არ ახსოვთ)
იმასაც, რომ თითქოს სიყვარულის გულისთვის თავს იკლავენ,
მეორე დღეს კი ღალატობენ...

რა ბანალურია,როცა
ვიღაცის შეყვარებისთვის ლოცულობ,
ღმერთს სანთელს უნთებ.
მეორე დღეს კი ღალატობ!
რა ბანალურია, როცა ქალს
ანგელოზს ადარებ!

ამ ყველაფერს მიწა მოინელებს...
და ყველა საზიზღრობასაც!
ბოლოს და ბოლოს გაძღება მიწა( ჩვენი კუჭებისგან განსხვავებით)
ქალაქების, ცივილიზაციების
სიძულვილის,
სრა სასახლეების
და ბოროტების მონელებით...
ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს!

თუ ღმერთი არ გიყვარს ყველაზე მეტად
უბრალოდ სიყვარული-
არ არსებობს!
სისულელეა ეს სიყვარული უღმერთოდ( რასაც შენ სიყვარულს ეძახი)...
აქ ღალატია,
აქ სიბინძურეა...

აქ ყველაზე დიდი ნაგავია!!!

დედამიწაზე რაც შეეხება ბედნიერებას
ის უბრალოდ არ არსებობს...

(ჩემთვის ყველაფერმა ამქვეყნიურმა ფასი დაკარგა)
სჯობია ახლავე დაკარგოს ყველაფერმა ფასი,
ვიდრე მერე... როცა ოქრო გზაზე ეყრება...
და აღარ აიღებ,
როცა ერთ ნატეხ პურს ინატრებ...
შიმშილით ღონემიხდილი
ხეზე ფოთოლსაც ვეღარ მოიძიებ,
როცა სასმელ წყალს ინატრებ
და ვერსად იპოვი!!!

ეს სამყარო არაა ტკბობისთვის,
ეს სამყარო ეკლიანი გზაა!

იმდენი ცოდვები გვაქვს,
უნდა დავიტანჯოთ-
საკუთარი თავის გამოსასყიდად.

შენ ვინ ხარ ცოდვილო?
(რომ არ ხარ მწუხარე
და არ ლოცულობ?)
რომ არ პატიობ?
ღვთისგან მოვლენილ ტანჯვას რომ გაურბი(ხარ)?
როცა კრავი ჯვარს ეცვა?
როცა კრავმა აპატია?

გიხაროდეს ტანჯვა,
რადგან ეს ქრისტეს გზაზე სიარულია!

ეს ცხოვრება გზაა მხოლოდ ბედნიერებისკენ, რომელიც ცათა სასუფეველია...
და თუ აქ არ დაიტანჯე ვერასდროს იქნები ბედნიერი!

ჰო, ჩვენ მოვდივართ ამ ცხოვრებაში...
ჩვენ საერთოდ არ გვცალია:
ხორხოცისთვის,
ღალატისთვის,
გარყვნილებისთვის,
სიბინძურისთვის,
საგანძურსიმდიდრეკვადრატისთვის!

გაქრა ეს ყოველივე!

შეხედე სამყაროს რეალური თვალებით
და ნუ დათვრები ილუზიით...

რატომ გინდა რომ სხვას არ ჰქონდეს
და შენ გქონდეს?
რატომ გინდა, რომ ვიღაცა შენზე დამოკიდებული იყოს?
ვის უმტკიცებ უპირატესობას?
საკუთარ თავს?
აი, შური...
სისაძაგლე,
აი ის, რომ...
საზიზღარი ხარ!!!

იგრძენი სიმდაბლე
ქრისტემ იუდას ფეხები რომ დაბანა...
აი იქ...
იგრძენი პატიება
ჯვარზე გაკრული რომ პატიობდა მაცხოვარი მტარვალებს...
აი იქ...
აქ ყველაზე დიდი პატიებაა
რადგან შეეძლო წამებში ყველა ფერფლად ექცია...
იგრძენი და დაინახე ამ ცხოვრების სიბრძნე:
ამ სამყაროში ქრისტე ეწამა და დაიტანჯა,
ამ სამყაროში ქრისტემ აპატია...
შენ ვინ ხარ არ დაიტანჯო
და არ აპატიო?
თუ  ჯოჯოხეთი არ აგირჩევია...
და თუ სამოთხეს ეძებ( რა თქმა უნდა).
უარყავი ყველა ამქვეყნიური ნეტარება
და დაინახე შენი ცოდვები
და შეინანე!
მხოლოდ ეს გიშველის!

მადლობა უთხარი ღმერთს,
თუ იტანჯები...
ალბათ უღირსი არ ხარ
და კიდევ გაქვს შანსი!

ადამიანო შეინანე!!!
შეინანე,
შეინანე!!!
მხოლოდ ეს გიშველის!

ამ ღამეს ( და საერთოდ ყოველ ღამეს)
ისე არასდროს დაიძინო,
რომ ყველას ყველაფერი არ აპატიო!
ყოველთვის ჩაიხედე შენს გულში
და  ერთი ადამიანისთვისაც თუ ცუდი გინდა
-შენ საშინელება ხარ!
ყველას აპატიე
ყველას აპატიე...
ყველას აპატიე!!!
ყველას გულით სიკეთე უსურვე!!!

ღმერთმა ყველას გვიშველოს!

მარტის 18. 2011.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები