ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 მარტი, 2011


შაირ-კაფიები (ლიკა ოხანაშვილი / ვაჟა ხორნაული) I - II

                    I 

ქალებმ ბალღები დაზარდონ,
მიხედონ საქარგ-საქსოვსა.
კაფია ვაჟთა საქმეა,
რაც ქვეყნად თავი მახსოვსა. ( ვაჟა ხორნაული)

ეგ რა წესია - "შეეშვას,
ქალი კაფიის წერასა!"
ჩვენთან ჭიდილი ძნელია,
აუტანიხარ წერასა,
სადამდის პასუხს დაწერდე, 
სჯობს დაუფიქრდე: წერ რასა? (ლიკა ოხანაშვილი)

ლიკა-მონიკა,ძვირფასო,
გიძღვნი მიწას და ზეცასა,
თან ორ სიტყვასაც გეტყოდი
და მომისმინე ერთ წამსა:
"ფრენა,არწივისნაირი,
არ შეუძლია მერცხალსა ( ვაჟა ხორნაული)

თქვენი ასაკი გავიგე,
დავიწვი, გავხდი ნაცარი,
"უფროსს შენობით მივმართე,"
ყელზე მოვიბი ბაწარი,
მაგრამ ერთი კი იცოდეთ,
ჩემში სულ მუდამ რაც არი,
მე არ მჩვევია შიში და
ლექსით უაზრო ცანცარი,
კაფიებს მაინც დაგიწერთ,
ქალი რომ დავრჩე აქ ცალი. ( ლიკა ოხანაშვილი)

რა უნდა ასაკ-მასაკსა
იქ, სადაც კაი ლექსია,
ლიკა-მონიკას სიტყვები
ფუტკრებად შემომესია,
თუ რომელიმემ დამკბინა,
მგონი,დავირტყამ პენსიას. (ვაჟა ხორნაული)

არ მომეწონა მე, ანთა,
ეს თქვენი შედარებაო,
ფუტკარი ვინმეს რომ უკბენს,
მერე თვითონვე კვდებაო,
ჩემი სიტყვების სიკვდილს კი
ვერ ნახავთ თქვენმა მზემაო.  (ლიკა ოხანაშვილი)

მე სხვაგვარ ფუტკარს ვგულისხმობ
მრავალჯერადი ისრითა.
ათასჯერაც რომ დაგნესტროს,
იცოცხლებს დღისით,მზისითა.
ღმერთმა გიხაროს სიტყვები_
მათი მუსიკა ვიცითა...
ქალებმა შამამიტიეს_
ვინ დაბლით მირტყამს,ვინ_ცითა! ( ვაჟა ხორნაული)

რაც მართალია, მართალი,
არ დამელევა კაფია,
ხევსურული მაქვს სისხლი და
თავს როგორ ვისხა ლაფია?
ლექსები ჩემი ხალიჩა,
კაფიები კი - ძაფია.  (ლიკა ოხანაშვილი)

ასეა,როცა ღმერთისგან
ჭკვიანი თავი გაბია_
ბევრს ვიცნობ:თავის მაგივრად
ქილას დაათრევს ბამბიანს,
მკრთალად გაისმის მისი ხმა,
როგორც მაუსის წკაპია.
ზღვაში პატარა ოქროა,
სხვა ქვიშაა და ქაფია.  (ვაჟა ხორნაული)

მადლობის მეტი ამისთვის,
რა დამრჩენია სათქმელი,
ამ ჩვენს ქვეყანას ჭკვიანი,
კიდევ ჰყოლია რამდენი,
საბადო ხევსურეთია,
ინტერნეტი კი - სადენი. (ლიკა ოხანაშვილი)

სულ სხვაა საარაგვოზე
სხივი,წვიმა და ფანტელი,
ერთმანეთს არა ჰკარგავენ
საკმეველი და სანთელი. (ვაჟა ხორნაული)


                    I I
კაფიის მწერალ ხევსურებს,
ჩემი გულთბილი სალამი,
არ გეწყინებათ ალბათ რომ
სიტყვა მეც გითხრათ თამამი:
მოკაფიავე მოვედი,
ასწიეთ თეთრი ალამი  (ლიკა ოხანაშვილი)

მზადა ვარ ლექსით საომრად,
არა მჭირდება კალამი.
ქალთან ლექსობა კაია_
ამჟამად მეტი არა მინდ (ვაჟა ხორნაული)

კაფიაობა კარგია,
წერის თუკი გაქვს ნიჭია,
თორემ წერს განა ამქვეყნად,
ყველა გოგო და ბიჭია,
ბრძოლის შედეგი აჩვენებს
ვინ ლომია და ვინ ჭია.  (ლიკა ოხანაშვილი)

ლიკა-მონიკა,ძვირფასო,
კაწალხეველმა გირჩია:
ათიდან ცხრაჯერ წააგებ,
ერთხელ გაჩუქებ "ნიჩიას",
ზოგჯერ თუ მწარე წამომცდა,
გულში არ ჩაგრჩეს ხინჯია.
ლექსის ბრჭყალებით დაგითრევ,
როგორც ავაზა ჩიჩიას...
იქნება ჩემის მიზეზით
დაიბნე,როგორც ბრინჯია. (ვაჟა ხორნაული "მახარე")

ეგრე გეგონოს, არადა -
ტყუილად იკვეხნი მახარე,
შაირობაში მოგებით,
ვფიცავ რომ არ გაგახარებ,
როცა წააგებ, ეგ თავი,
ჩემი ნიკის ქვეშ დახარე,
ან თუ არადა წადი და
თავი ქვა-ლოდებს ახალე (ლიკა ოხანაშვილი)

რად არ მამყვები რითმაში_
ლექსს რატო უცვლი ყუასა?!
ასეთ რამეებ არ მასწონ
აპარეკას და ჩუასა...
იქნება ჩემმა სიტყვამა
თაფლივით გაგაბრუასა.
კურდღელ რო გამაგიჩინდას,
ეძახდე ბუა-ბუასა.  (ვაჟა ხორნაული)

კურდღელში თავს თუ გულისხმობ,
არ დაგიძახებ ბუასა,
მე არც სხვის რითმებს დავყვები,
და არც უცხოთა ჭკუასა,
მთავარ ას შაირს უგებდე,
თავს, ბოლოსა და შუასა.  (ლიკა ოხანაშვილი)

ქალებმა შამამიტიეს,
ცეცხლი მოედო ფიქრებსა,
ერთმა დამსუსხა კაფიით,
მეორე ჭინჭარს მიქნევსა,
ორივეს სიქას გავაცლი_
ცხადში ურევდნენ სიზმრებსა,
დაყარონ კალამ-ფანქარი,
ხელ წამაავლან ფიწლებსა,
თავებს ურტყამდნენ ჭაღებსა,
ფეხებს არჭობდნენ ფიცრებსა.
სიცოცხლის გადასარჩენად
ეძახდან პაპა-ბიძებსა.  (ვაჟა ხორნაული)

კალამს არ დავდებ იცოდე,
არც იოცნებო ამაზე,
ისეთ კაფიას დაგიწერ,
გულით დაესო დანაზე,
სიტყვებს მოაკელ სიმწარე,
ცოტათი უფრო ანაზე,
იცოდე, ქალთა ჭკუა რომ
ბევრად მძიმეა ბამბაზე. (ლიკა ოხანაშვილი)

ცუდი რამეა ტრაბახი,
მიგიშვებს სევდის ჭალაზე,
მოგხიბლავს ჩემი კაფია_
სიცოცხლეს გაგილამაზებს,
ისე მოგხიბლავ ქოხიდან,
გადაგავიწყებ დარბაზებს.  (ვაჟა ხორნაული)

დღეს დაისვენე მახარე,
უკვე დაღლილი სჩანხარო,
ხვალ კი ახალი ძალებით,
მოგება უნდა მახარო,
ასეთი ბრძოლა არ მინდა,
უკვე წაგებულს გავხარო,
წაქცეულს წიხლს ვერ ჩავატყამ,
რომ არ თქვა: "ლაჩარ რად ხარო."  (ლიკა ოხანაშვილი)

წეღან სტუმრების ხმაურში
მოგიჩალიჩე კაფია,
ხვალ გამოჩნდება,ძვირფასო,
ვის როგორ თავი აბია,
იმგვარად ჩაგეხლართები,
როგორც ნაქარგში ძაფია. (ვაჟა ხორნაული)

სტუმრის ხმაური მეც მქონდა,
ისე გიწერე კაფია,
თუმცა მგონი არც ეტყობა,
თავს არ დამისხამს ლაფია,
ხვალ კი უფრთხილდი მაგ ნაქარგს,
სადმე არ გაწყდეს ძაფია (ლიკა ოხანაშვილი)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები