ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: საბავშვო
21 მარტი, 2011


ტყეში

ნახე, რამდენი სოკოა,
მაყვალი, კენკრა, გირჩები,
მაგ კალათს მალე აავსებ
ყოჩაღად თუ გაირჯები.
უფ, რა ნაძვნარის სუნია
მათ ამშვენებენ ციყვები,
მალე წყაროსაც იპოვი
თუკი ამ ჭადრებს მიჰყვები.
ეს რომ სტვენს ალბათ შაშვია,
გუ-გუ-გუ-ს.. ამბობს გუგული,
უცებ ყველამ ხმა გაკმინდა
ჩუმათ! გალობსო ბულბული.
აგერ კურდღლებიც დახტიან,
აღარ აშინებთ მგელია,
ვაიმე მგონი დაღამდა,
სახლში კი უკვე გველიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები