ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2011


ციანიდი

გენში გამჯდარი გაქვს გველის სიცბიერე,
ახლა სამყაროა მთელი ემოცია,
შენით მონაქროლი ქარი გაძლიერდა,
თანაც სუნი მოაქვს ნედლი აკაციის..

სხეულდამშეული ქალის მონატრება
ცაში ხეტიალობს ღრუბლის აისბერგით,
ახლა დედამიწა სულის ვიტრაჟია,
ხოდა ერთი კენჭით ალბათ დაიმსხვრევა..

მთვარე ჰამაკში წევს წამწამდაჩოქილი,
ტალღა კენჭებს რიყავს როგორც ჩვეულება,
ჩემით ავიხადე ახლა თავის ქალა
და შიგ ვიყურები არაჩვეულებრივ,

ხოდა ვეძებ ტვინში შენფერ ემოციას,
თითის წვერებს შერჩათ შენი წმინდა ხატი,
შენი ბაგისფერი მოაქვთ ციანიდი
ჩემთვის,მოგიხურავს ზეცის ლურჯი ფატა.

მე კი ჩემს ფიალას გრძნობით ვეწაფები,
ახლა შენს ტუჩებზე წვიმად იღვენთება
ცრემლი,მწარე არის,თითქოს ქეძაფია,
შენით მთვრალი ვარ და ჩემი ღვინობისთვე

დადგა.ფიქრები მაქვს შენით არეული,
ბეჭით სასიკვდილო დამაქვს განაჩენი,
ერთი უნცია და ორი მთვარეული
შხამი მომერია,გული გამიჩერდა.
                                დმ.2011წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს