ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: არჯაკელი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2011


პოეზია _ ბედისწერა

რაც იყო,იყო...
იყოს,რაც არი...
ვერ დაგემალე, ბედისწერა ხარ,
სადაც ჩამიწყდა კონწიალა ხიდის ბაწარი,
იქ დავიბადე,ფსკერზე,ხელახლა,
გარდაცვალებაც ვერ მოვასწარი...

რაც იყო,იყო...
იქნებ არც ღირდა...
იქნებ დუმილი სჯობდა ისევე,
ნაგვის გროვაში ოქროს კოჭის ძებნით დაღლილმა
თქვენ სიახლოვეს ჩამოვისვენე...
სუნთქვაც მიჭირს და...ო,ეს საღილე...

ჯოგს ჩამორჩენილს
მიგავს გუნება...
ყველა სურვილი დამრჩა სურვილად,
გადაიარეს დობილებმა,__ ჩემმა შუნებმა,
ახლა ბოთლიდან თავდახსნილი მარტოსული ვარ...
და მომიტევეთ ვერგაჩუმება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები