ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2008


როგორც კინოში

ასე არ ხდება,
როგორც კინოში, -
შენ პეპლის ფრთები გამოისხა,
ან ანგელოსის,
მე ჩემ გემოზე გამოგდიო
სულის ფარფატით...
ჯერ ფრთხილად უნდა მივაყუდოთ
ჩვენი უღელი
სადმე, ჭიშკართან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები