მხოლოდ თვალები უჩანს– წვრილი, უხამსი... ქვას ამოფარებული, წელში მოხრილი დგას და აკვირდება... რა გამოეპარება მის მზერას ან მის სმენას?! როგორი მონდომებით ცდილობს ადამიანების არც ერთი სიტყვა და არ ცერთი ქმედება არ გამორჩეს – მერე გზაზე დაეშვება და უკლებლივ ყველა შემხვედრს სრულიად საიდუმლოდ მოახსენებს , რომ: „მექუდემ უშნო ქუდი შეკერა!“! „ხაბაზს თონეში დღეს სამი პური ჩაუვარდა და დაეწვა!“ „მეტივემ ხარჭას არცთუ მთლად ძვირფასი საჩუქარი მიართვა და ძვირფას საჩუქრად გაასაღა!“ „ბაზარში ბოშამ ხილის დახლიდან ვაშლები აწაპნა!“ „ შეყვარებულმა მოსწავლემ სატრფოს ფანჯარაში წერილი შეაგდო...“ მერე სხვა ქვასთან გადაინაცვლებს – იქ ჩასაფრდება წელში მოხრილი, წვრილ, უხამს თვალებს მიმოაცეცებს და „საქმიანობას“ შეუდგება... ქვებს რა გამოლევს ამ ქვეყნად და არც კაცთა საიდუმლოებები შემოაკლდება... სულ ძიებაშია, სულ პოულობს და სხვებსაც ანდობს – მან უნდა თქვას, რომ მის სიცოცხლეს აქვს აზრი – ძალიან მოსწონს ეს ყველაფერი. გაფაციცებით მოპოვებულ ამ ცხელ–ცხელ ამბებს რა გულისყურით ისმენენ სხვებიც?! მოკლედ, საჭირო კაცია!!! რა სიხარულით დაეშვება ხოლმე თავდაღმართზე ხელების ქნევით, ერთი სული აქვს ვინმე შეხვდეს და ის გაანდოს, რაც მან ქვის უკან ჩასაფრებულმა ეს–ეს არის რომ აღმოაჩინა! სიხარულისგან კბილების ღრჭიალით, წვრილ–თვალებ–აციმციმებული ჩაირბენს ხოლმე ქვა–ღორღიან გზას... თანაც რამხელა რიდი აქვთ ?! მისალმებასაც ძლივს უბედავენ – მათი ყველა ცოდვა იცის და არც უკვირს, რომ რცხვენიათ მისი. და ცხოვრობს ასე – ქვიდან ქვამდე, სხვათა ცოდვების დაუცხრომელი მოდარაჯე...
* * * ბოლო დროს ცოტა ძვლები სტკივა – მოხრილი დადის. რა ქნას?! მისმა პროფესიამ იცის ეს დაავადება – უკლებლივ ყველა ქვას ამოფარებულ კაცს უჭირს მხრებში გამართვა. მხედველობითაც ვერ დაიკვეხნის, სმენაც შესუსტდა – ალბათ დროა დამსახურებულ პენსიაზეც იფიქროს. გზაზე ეშვება სევდიანი... მიდის და ფიქრობს – რამდენი იშრომა, რამდენ დაფარულს ახადა ფარდა. რამდენის საიდუმლო დაიტია და რამდენიც დაიტია –იმდენივე გასცა. დიდი ღვაწლი აქვს გაწეული. წელში მოხრილი მხოლოდ ხმელეთს ხედავს – ახლა დროა ზეცაზეც იფიქროს! მაგრამ არ შეუძლია, იმდენად სტკივა ძვლები, რომ თავს მაღლა ვერ სწევს. გზას აგრძელებს... უეცრად გუბეს გადააწყდა – გუბეში ცა სჩანს! უახლოვდება, იხედება წყალში და ხედავს: მოხუცი, ნაოჭებით დაღარული, წვრილ–თვალებ–ციმციმ–ჩამქრალი, კუზიანი კაცი იხედება გუბეში... გუბეში მხოლოდ მისი ანარეკლი ჩანს – სხვა არვინ არის. * * * დიდ საქარავნო გზაზე, ზეცა–ქალაქისგან საკმაოდ მოშორებით, მიწაჭამიათა ქალაქისკენ გადასახვევთან ერთი უცნაური ლოდია – კუზიანი კაცის ფორმა აქვს, ნაწვიმარზე მის ძირას გუბურა ჩნდება. გუბურაში ზეცა ჩანს და მხოლოდ ეს ლოდი... მექარავნეები რაღაც აუხსნელი ძალით არასდროს ჩერდებიან ამ ქვასთან...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
52. :-* ნუცი, გმადლობთ :-* მახარებთ,ძალიან! :-* :-* ნუცი, გმადლობთ :-* მახარებთ,ძალიან! :-*
51. ნათი საოცარი ხარ! ნათი საოცარი ხარ!
50. აუ, მეც მნახეთ რა :))))) აუ, მეც მნახეთ რა :)))))
49. ოთი, გნახავ მერე სადმე ,საღამოზე :) სხვა შეკრების ადგილი არ გაგვაჩნია და... :-* ოთი, გნახავ მერე სადმე ,საღამოზე :) სხვა შეკრების ადგილი არ გაგვაჩნია და... :-*
48. როგორ მომნატრებიხარ. :-* :-* :-* როგორ მომნატრებიხარ. :-* :-* :-*
47. ვიცი, ჩემო კარგო :) :* აჰა შენ კაქტუსი! :) გული დაგწყვეტია, ვფიქრობ :) ვიცი, ჩემო კარგო :) :* აჰა შენ კაქტუსი! :) გული დაგწყვეტია, ვფიქრობ :)
46. შენი კაქტუსიც კი მაგნოლიია ჩემთვის, კესანე :-* :D შენი კაქტუსიც კი მაგნოლიია ჩემთვის, კესანე :-* :D
45. კაქტუსის დატოვებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე, ისეთი კარგიააა :* :) საინტერესო, ღრმა, ზუსტად მიგნებული ფრაზებით! *** *მზე* კაქტუსის დატოვებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე, ისეთი კარგიააა :* :) საინტერესო, ღრმა, ზუსტად მიგნებული ფრაზებით! *** *მზე*
44. დიდი მადლობა,ქ_ნო ჯინა, გმადლობთ :) :-* დიდი მადლობა,ქ_ნო ჯინა, გმადლობთ :) :-*
43. ეს ტექსტი, თუ არ ვცდები, ადრეც იდო და მომეწონა (რა ნიკით იდო,ეს არ მახსოვს...) კომენტარი დავტოვე თუ არა, არც ეს მახსოვს...მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გამორჩეულად ნიჭიერია ეს ახალგაზრდა ავტორი – საინტერესო თემატიკა, დასამახსოვრებელი პერსონაჟები და განსხვავებული ხედვა მხვდება მასთან. ეს ტექსტი, თუ არ ვცდები, ადრეც იდო და მომეწონა (რა ნიკით იდო,ეს არ მახსოვს...) კომენტარი დავტოვე თუ არა, არც ეს მახსოვს...მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გამორჩეულად ნიჭიერია ეს ახალგაზრდა ავტორი – საინტერესო თემატიკა, დასამახსოვრებელი პერსონაჟები და განსხვავებული ხედვა მხვდება მასთან.
42. ქვას ამოფარებული კაცი ყველგანაა, ყოველ დროს და საწყენია , მაგრამ, სულ იქნება.
ნათი, შენი პერსონაჟი საბრალოა ,კაკაბაძის თუთაბერივით.
და ვფიქრობ,მასსავით დარჩება ლიტერატურაში, როგორც კრებითი სახე ბევრი ადამიანისა. ქვას ამოფარებული კაცი ყველგანაა, ყოველ დროს და საწყენია , მაგრამ, სულ იქნება.
ნათი, შენი პერსონაჟი საბრალოა ,კაკაბაძის თუთაბერივით.
და ვფიქრობ,მასსავით დარჩება ლიტერატურაში, როგორც კრებითი სახე ბევრი ადამიანისა.
41. მიყვარს ეს გვერდი,_ მსუბუქად წასაკითხი და ღრმაშინაარსიანი,მიყვარხართ...:) მიყვარს ეს გვერდი,_ მსუბუქად წასაკითხი და ღრმაშინაარსიანი,მიყვარხართ...:)
40. ბარბიუშკა _ ჩაგეხუტე მე,შენ! :-*
დათ, მადლობის მეტს _ არაფერს მიტოვებ-ხოლმე,სათქმელად :):-* ბარბიუშკა _ ჩაგეხუტე მე,შენ! :-*
დათ, მადლობის მეტს _ არაფერს მიტოვებ-ხოლმე,სათქმელად :):-*
39. რამდენ ხცანს ვინახავდი და ვიცოდი რომ დავტკბებოდი :):):) ქვევით უთქვამთ სათქმელი,ჩემიც.. ერთს დავამატებ მხოლოდ:- ძველი დროის ჟურნალისტი წარმომიდგა თვალწინ:D:D +++++ რამდენ ხცანს ვინახავდი და ვიცოდი რომ დავტკბებოდი :):):) ქვევით უთქვამთ სათქმელი,ჩემიც.. ერთს დავამატებ მხოლოდ:- ძველი დროის ჟურნალისტი წარმომიდგა თვალწინ:D:D +++++
38. მრავალჯერ მითქვამს და გიმეორებ, ძალიან მაგრად წერ! +5 მრავალჯერ მითქვამს და გიმეორებ, ძალიან მაგრად წერ! +5
37. გიო, ახლა წავიკითხე კიდევ ერთხელ შენი კომენტარი და..... :D
გენაცვალე მე შენ! აი, ეს ხდება ახლააააა აააააქ! :D
თეა, იმ მოთხრობასაც დავდებ,ალბათ :) "სიდაჩივეში" რომ შემამჩნიე, არ გამკვირვებია :)
გიო, ახლა წავიკითხე კიდევ ერთხელ შენი კომენტარი და..... :D
გენაცვალე მე შენ! აი, ეს ხდება ახლააააა აააააქ! :D
თეა, იმ მოთხრობასაც დავდებ,ალბათ :) "სიდაჩივეში" რომ შემამჩნიე, არ გამკვირვებია :)
36. მეუდაბნოვევ,ნათი,წითელო მთვარევ, ნიი, ქ-ნო ციცი, ხათი, ლელე, თე, გიო!
უღრმესი მადლობა. ახლა ეს კომენტები მახარებს მე! მეუდაბნოვევ,ნათი,წითელო მთვარევ, ნიი, ქ-ნო ციცი, ხათი, ლელე, თე, გიო!
უღრმესი მადლობა. ახლა ეს კომენტები მახარებს მე!
35. ახლა რა ხდება...
როდესაც ადამიანს შესწევს ძალა (ნიჭით, სიღრმით) შექმნას ასეთი პერსონაჟები ერთ, მცირე ზომის მინიმაში თანაც ისე, რომ მკითხველში გააცოცხლოს ის, სამუდამო სამყოფელი მისცეს და გაუკეთოს გაგრძელება მომავლის, ან პირიქით, თავად მკითხველმა შეკმაზოს ავტორის მიერ აუღწერელი წარსულით, საოცარი, იშვიათი მოვლენაა. დაკვირვებული თვალი მიხვდება რომ ეს გოგო ქმნის დრამატულ მოქმედ პირებს. სულ რამდენიმე სიტყვით აღწევს იმას, რომ ხატავს სრულიად მარტოდ, განცალკევებით მდგარ პარალინგვისტურ სფეროს, სადაც ყოველგვარი დამატებითი სტრუქტურა ზედმეტია. მიხარია მე ამბავი ესე არსებობისა ნათიასი ქუეყანაზა ზედა ამას :D ვერ გბაძავ მაინც კარგად :D :-*
მოკლედ... ++
ყოჩაღ! ახლა რა ხდება...
როდესაც ადამიანს შესწევს ძალა (ნიჭით, სიღრმით) შექმნას ასეთი პერსონაჟები ერთ, მცირე ზომის მინიმაში თანაც ისე, რომ მკითხველში გააცოცხლოს ის, სამუდამო სამყოფელი მისცეს და გაუკეთოს გაგრძელება მომავლის, ან პირიქით, თავად მკითხველმა შეკმაზოს ავტორის მიერ აუღწერელი წარსულით, საოცარი, იშვიათი მოვლენაა. დაკვირვებული თვალი მიხვდება რომ ეს გოგო ქმნის დრამატულ მოქმედ პირებს. სულ რამდენიმე სიტყვით აღწევს იმას, რომ ხატავს სრულიად მარტოდ, განცალკევებით მდგარ პარალინგვისტურ სფეროს, სადაც ყოველგვარი დამატებითი სტრუქტურა ზედმეტია. მიხარია მე ამბავი ესე არსებობისა ნათიასი ქუეყანაზა ზედა ამას :D ვერ გბაძავ მაინც კარგად :D :-*
მოკლედ... ++
ყოჩაღ!
34. მახსოვს. კარგია, ნათია:) "ალავერდში" დაბეჭდილი პროზა არ განგითავსებია საიტზე? სხვების არ ვიცი და, დაჩი რომ იყავი, მე მივხდვი თაიდანვე;;)
მახსოვს. კარგია, ნათია:) "ალავერდში" დაბეჭდილი პროზა არ განგითავსებია საიტზე? სხვების არ ვიცი და, დაჩი რომ იყავი, მე მივხდვი თაიდანვე;;)
33. დავპლიუსდი : )) დავპლიუსდი : ))
32. რა გითხრა?! როგორ გითხრა?! ამომეწურა სათქმელი!!! მაგარი ხარ, ნაღდად!!!!! ძალიან, ძალიან კარგი ხარ ნათი!!!!! საოცრად გრძნობ სიტყვას...ემოცია უკიდეგანოა... სათქმელი დახვეწილი...(კიდევ კარგი დაჩი არა ხარ, ასე თამამად ვერ მოგეფერებოდი!) ;) +55555 რა გითხრა?! როგორ გითხრა?! ამომეწურა სათქმელი!!! მაგარი ხარ, ნაღდად!!!!! ძალიან, ძალიან კარგი ხარ ნათი!!!!! საოცრად გრძნობ სიტყვას...ემოცია უკიდეგანოა... სათქმელი დახვეწილი...(კიდევ კარგი დაჩი არა ხარ, ასე თამამად ვერ მოგეფერებოდი!) ;) +55555
31. ძააალიან მაგარია. :) აი, ძალიან. ჭკვიანი გოგო ხარ შენ. მე ეგეთი კარის მეზობელი მყავს, სულ კარში დატანებული მინის თვალიდან იჭვრიტება. " მე დაგინახე, შენთან რომ ნატო მოვიდა" " მე დაგინახე, შენ რომ ყველი მოგქონა მაღაზიიდან " - მოკლედ, თავხედი რომ ვიყო, იმ სათვალთვალო "პუნქტს" დავუკეტავდი. :) მაგრამ მოკვდება დარდისაგან და მეცოდება. :)
პატივისცემით : ტენდი და 2 :) :) ძააალიან მაგარია. :) აი, ძალიან. ჭკვიანი გოგო ხარ შენ. მე ეგეთი კარის მეზობელი მყავს, სულ კარში დატანებული მინის თვალიდან იჭვრიტება. " მე დაგინახე, შენთან რომ ნატო მოვიდა" " მე დაგინახე, შენ რომ ყველი მოგქონა მაღაზიიდან " - მოკლედ, თავხედი რომ ვიყო, იმ სათვალთვალო "პუნქტს" დავუკეტავდი. :) მაგრამ მოკვდება დარდისაგან და მეცოდება. :)
პატივისცემით : ტენდი და 2 :) :)
30. წაკითხული მაქვს. ხელახლა წაკითხვის სიამოვნება რომ განმაცდევინე, გმადლობ... შენ საოცრება ხარ... ოღონდ მართლა და მთელი გულწრფელობით, ნათი-ნათო :-* წაკითხული მაქვს. ხელახლა წაკითხვის სიამოვნება რომ განმაცდევინე, გმადლობ... შენ საოცრება ხარ... ოღონდ მართლა და მთელი გულწრფელობით, ნათი-ნათო :-*
29. ვაა ძალიან მაგარი იყოოო!!! საიდან ასეთი სიუჟეტი მიკვირს მართლა :) ++++ ვაა ძალიან მაგარი იყოოო!!! საიდან ასეთი სიუჟეტი მიკვირს მართლა :) ++++
28. კარგი იყო. მსიამოვნებდა კითხვა. ნება-ნება მივყვებოდი თხრობას :) კარგი იყო. მსიამოვნებდა კითხვა. ნება-ნება მივყვებოდი თხრობას :)
27. კარგი პროზაა,მოკლე და ტევადი, პერსონაჟის სახე იმდენად ჩამოყალიბებულია, რომ თითოეულს შეუძლია განაზოგადოს და თავის გვერდით ან თავის თავში იპოვოს ეს გმირი. კარგი პროზაა,მოკლე და ტევადი, პერსონაჟის სახე იმდენად ჩამოყალიბებულია, რომ თითოეულს შეუძლია განაზოგადოს და თავის გვერდით ან თავის თავში იპოვოს ეს გმირი.
26. გმადობთ,ლელ :)
ლაშ :-* გმადობთ,ლელ :)
ლაშ :-*
25. ვიცი ეს მე :-*
55 ვიცი ეს მე :-*
55
24. რაღაცით ნიკო ლორთქიფანიძე მახსენდება ამ გვერდზე, ოღონდ ეს მიიღე ჩემგან კომპლიმენტად! ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგად (ძალიან კარგადაც) წერ მინიატურებს, მცირე პროზას. კარგად ფლობ ენას და კალამს. წარმატებები, სულ :) რაღაცით ნიკო ლორთქიფანიძე მახსენდება ამ გვერდზე, ოღონდ ეს მიიღე ჩემგან კომპლიმენტად! ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგად (ძალიან კარგადაც) წერ მინიატურებს, მცირე პროზას. კარგად ფლობ ენას და კალამს. წარმატებები, სულ :)
23. მეგენც :-* ;-)
მინდიუშკა :D
იმპრესიონისტო, გმადლობთ ამგვარი შეფასებისთვის! :)
ქეთიე :-* დააგემოვნე?! _ შეგვარგოს უფალმა :-* მეგენც :-* ;-)
მინდიუშკა :D
იმპრესიონისტო, გმადლობთ ამგვარი შეფასებისთვის! :)
ქეთიე :-* დააგემოვნე?! _ შეგვარგოს უფალმა :-*
22. დავაგემოვნე, მომეწონა! დავაგემოვნე, მომეწონა!
21. კარგი პროზაა... უკეთესის მოლოდინი აქ, ამ გვერდზე ზერეალურია :) და ეს, აღმავალი ხაზით მოძრავი ავტორი მომწონს და იმედი მაქვს პროზაში დარჩება, მიუხედავად გრაფის მაცდუნებელი მოსაზრებისა :)
კარგი პროზაა... უკეთესის მოლოდინი აქ, ამ გვერდზე ზერეალურია :) და ეს, აღმავალი ხაზით მოძრავი ავტორი მომწონს და იმედი მაქვს პროზაში დარჩება, მიუხედავად გრაფის მაცდუნებელი მოსაზრებისა :)
20. ოთარ ისე ამდენი ლექსი ნათიაზე რო იწერება, ჯერ იყო და ჩემს ემილის ქვია ნათია, მერე ბექას მუზას, ამ პაპიძემ ხო რეკორდი მოხსნა მოკლედ ურაკპარაკის მუზების ანტიმონოპოლიური სამსახური დაგვადგება თავზე მალე :)) :-* ნათუშკიიიიააააააააა ოთარ ისე ამდენი ლექსი ნათიაზე რო იწერება, ჯერ იყო და ჩემს ემილის ქვია ნათია, მერე ბექას მუზას, ამ პაპიძემ ხო რეკორდი მოხსნა მოკლედ ურაკპარაკის მუზების ანტიმონოპოლიური სამსახური დაგვადგება თავზე მალე :)) :-* ნათუშკიიიიააააააააა
18. მედ, დავიწყე ბუმბულების დანაწილება _ სად რომელი მოვათავსო! :D :-*
გრაფ, გმადლობთ ამგვარი შეფასებისთვის! :) მედ, დავიწყე ბუმბულების დანაწილება _ სად რომელი მოვათავსო! :D :-*
გრაფ, გმადლობთ ამგვარი შეფასებისთვის! :)
17. ზოგზოგიერთები ამას პოეზიაში დადებდნენ :) სიმართლე გითხრათ მეც ასე მეგონა თავიდან :) ზოგზოგიერთები ამას პოეზიაში დადებდნენ :) სიმართლე გითხრათ მეც ასე მეგონა თავიდან :)
16. ამხანაგო ნათია... ეს რა კარგი რამ დაგიწერიათ. :-*
მოგახსენებთ რომ ფრიად მოხიბლული ვარ ავტორის შემოქმედებით. მართალია მისი შემოქმედება ბატონმა დაჩი ჩალაძემ გამაცნო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო.... ამიტომ თქვენ დაიმსახურეთ 5 ნორჩი ბუმბული, თვით წიწილიუს პირველისაგან.. :D
ამხანაგი წიწილა... ამხანაგო ნათია... ეს რა კარგი რამ დაგიწერიათ. :-*
მოგახსენებთ რომ ფრიად მოხიბლული ვარ ავტორის შემოქმედებით. მართალია მისი შემოქმედება ბატონმა დაჩი ჩალაძემ გამაცნო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო.... ამიტომ თქვენ დაიმსახურეთ 5 ნორჩი ბუმბული, თვით წიწილიუს პირველისაგან.. :D
ამხანაგი წიწილა...
15. ვაი, ოოოოთ! გენაცვალე! :-* ადგა ეს ჟამიც, ხალხოოოოუ! :-*
გარითმულად კეთილი სურვილებისთვის ჩაგეხუტე ახლა მე შენ,ამხანაგო რურუავ! :) :-* ვაი, ოოოოთ! გენაცვალე! :-* ადგა ეს ჟამიც, ხალხოოოოუ! :-*
გარითმულად კეთილი სურვილებისთვის ჩაგეხუტე ახლა მე შენ,ამხანაგო რურუავ! :) :-*
14. ნათია პაპიძეს
არ მავიწყდები... მახსოვხარ, როგორც შიოლას ფარაო! ეგ ლექსი ჩემგან სახსოვრად მიიღე... როგორც მარაო! ამ ლექსს შენ გჩუქნი... შენ იყვეს სანამ ბიბინებს ყანაო! ქართველ მწერალს და მესიტყვეს დაგიდგეს ოქროს ხანაო!
აჰა შენ ჩემგან ექსპრომტი, ამხანაგო პაპიძევ! :-*
ნათია პაპიძეს
არ მავიწყდები... მახსოვხარ, როგორც შიოლას ფარაო! ეგ ლექსი ჩემგან სახსოვრად მიიღე... როგორც მარაო! ამ ლექსს შენ გჩუქნი... შენ იყვეს სანამ ბიბინებს ყანაო! ქართველ მწერალს და მესიტყვეს დაგიდგეს ოქროს ხანაო!
აჰა შენ ჩემგან ექსპრომტი, ამხანაგო პაპიძევ! :-*
13. გოგარიონ, ზაზა და ქ-ნო ნანა დიდი მადლობაააა! :-*
ველურ, შე პროქსის ამოფარებულო კაცო...ნწ-ნწ , რა ჰამბავი დაგიტრიალებია აქ?! :-* გოგარიონ, ზაზა და ქ-ნო ნანა დიდი მადლობაააა! :-*
ველურ, შე პროქსის ამოფარებულო კაცო...ნწ-ნწ , რა ჰამბავი დაგიტრიალებია აქ?! :-*
12. მასე საინტერესოდ ამთავრებენ ცხოვრებას ჭორიკანა ადამიანები...:) მის საფლავსაც შიშით აუვლიან გვერდს...არაფერი შეგვამჩნიოს გასაჭორიო...5 მასე საინტერესოდ ამთავრებენ ცხოვრებას ჭორიკანა ადამიანები...:) მის საფლავსაც შიშით აუვლიან გვერდს...არაფერი შეგვამჩნიოს გასაჭორიო...5
11. და ცხოვრობს ასე – ქვიდან ქვამდე, სხვათა ცოდვების დაუცხრომელი მოდარაჯე... -კი ვიცი მეც ეს ნაწერი, კარგად მახსოვს და ეს იმის მაჩვენებელია, რომ კარგია!:-* და ცხოვრობს ასე – ქვიდან ქვამდე, სხვათა ცოდვების დაუცხრომელი მოდარაჯე... -კი ვიცი მეც ეს ნაწერი, კარგად მახსოვს და ეს იმის მაჩვენებელია, რომ კარგია!:-*
10. ვიცი,მედ :-*
ოთ,მადლობა :) მინდი,შე ოფისტო! :D იურისტ...... ვიცი,მედ :-*
ოთ,მადლობა :) მინდი,შე ოფისტო! :D იურისტ......
9. ნათ! მე ვიგულისხმე სითბო და სიკეთე, რაც შენ გაგაჩნია!მინდა სწორად გაიგო:) ნათ! მე ვიგულისხმე სითბო და სიკეთე, რაც შენ გაგაჩნია!მინდა სწორად გაიგო:)
8. საინტერესოა... საინტერესოა...
7. რამდენიც დაიტია –იმდენივე გასცა.
მე ამ სიტყვებს შენზე ვიტყვი:)
რამდენიც დაიტია –იმდენივე გასცა.
მე ამ სიტყვებს შენზე ვიტყვი:)
6. მერე სხვა ქვასთან გადაინაცვლებს – იქ ჩასაფრდება წელში მოხრილი, წვრილ, უხამს თვალებს მიმოაცეცებს და „საქმიანობას“ შეუდგება... ქვებს რა გამოლევს ამ ქვეყნად და არც კაცთა საიდუმლოებები შემოაკლდება..
უი ეს ის პონტია ერთი პროქსი რო დამიბლოკეს და დიმკამ მეორე მომაშველა, რა გამოლევს პროქსებს :D მერე სხვა ქვასთან გადაინაცვლებს – იქ ჩასაფრდება წელში მოხრილი, წვრილ, უხამს თვალებს მიმოაცეცებს და „საქმიანობას“ შეუდგება... ქვებს რა გამოლევს ამ ქვეყნად და არც კაცთა საიდუმლოებები შემოაკლდება..
უი ეს ის პონტია ერთი პროქსი რო დამიბლოკეს და დიმკამ მეორე მომაშველა, რა გამოლევს პროქსებს :D
5. ბოლო დროს ცოტა ძვლები სტკივა – მოხრილი დადის. რა ქნას?! მისმა პროფესიამ იცის ეს დაავადება – უკლებლივ ყველა ქვას ამოფარებულ კაცს უჭირს მხრებში გამართვა. მხედველობითაც ვერ დაიკვეხნის,
დაიცა მე რო კითხვის გამო და ნაწილობრივ მემკვიდრების გამო მაქვს სკოლიოზი და თვალსაც მაკლია??? :( :))
საამდროისო ხო? ურაკელთა ე.წ. ლექსებს რო ვესხმი თავს მაგას ქვას ამოფარება რად უნდა IP გამიფუჭეს და აგერ პროქსის ამოფარებულიც ვახერხებ დაპოსტვას =))
ბოდიში ოფებისთვის :) ნათუშკიიიიიიიი ოთარ ვიკიპედიას ვერ შევედრები მარა მეც მახსოვს ეს ნაწერი და მომწონს :-*
პ.ს. ქულას ვერ ვწერ ამ პროქსიდან :D
პატივისდათაყვანისდათავშიხელებისცემით პროქსისამოფარებული კაცი. ბოლო დროს ცოტა ძვლები სტკივა – მოხრილი დადის. რა ქნას?! მისმა პროფესიამ იცის ეს დაავადება – უკლებლივ ყველა ქვას ამოფარებულ კაცს უჭირს მხრებში გამართვა. მხედველობითაც ვერ დაიკვეხნის,
დაიცა მე რო კითხვის გამო და ნაწილობრივ მემკვიდრების გამო მაქვს სკოლიოზი და თვალსაც მაკლია??? :( :))
საამდროისო ხო? ურაკელთა ე.წ. ლექსებს რო ვესხმი თავს მაგას ქვას ამოფარება რად უნდა IP გამიფუჭეს და აგერ პროქსის ამოფარებულიც ვახერხებ დაპოსტვას =))
ბოდიში ოფებისთვის :) ნათუშკიიიიიიიი ოთარ ვიკიპედიას ვერ შევედრები მარა მეც მახსოვს ეს ნაწერი და მომწონს :-*
პ.ს. ქულას ვერ ვწერ ამ პროქსიდან :D
პატივისდათაყვანისდათავშიხელებისცემით პროქსისამოფარებული კაცი.
3. ნათია შე ძველოოოოოო...........:)
მომწონს ეს გოგორაა....... :) ხო კაი ამ გოგოს შემოქმედება......:) ნათია შე ძველოოოოოო...........:)
მომწონს ეს გოგორაა....... :) ხო კაი ამ გოგოს შემოქმედება......:)
2. ვიცი ეს, ამ ნაწერმა გაგხადა შენ ''ლიტერატორი''. ;) ვიცი ეს, ამ ნაწერმა გაგხადა შენ ``ლიტერატორი``. ;)
1. ძველი, "კეთილი", საამდროისო :) ძველი, "კეთილი", საამდროისო :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|