ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: საბავშვო
24 მარტი, 2011


სოფოს ანგარიში

მეზობელმა სოფოს
მოუტანა კაბა
ზუსტად მისი ზომა
ფრიალა და სადა.
მოიხდინა უმალ,
ჩაეხუტა ქეთის,
დედას ვაყიდინებ
მზესუმზირას შენთვის.
მეორე დღეს მართლაც
მიაკითხა ქეთის
მისცა მზესუმზირა
იცით? მხოლოდ ერთი.
ერთი რატომ სოფო
გენანება განა?
იმიტომ, რომ მე შენ
მომე ერთი კაბა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები