ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 მარტი, 2011


წმინდა მიწა

მენატრება მიწა...
მიწა, რომელსაც ხელში ავყავარ და ისე მატარებს...
სისხლით და დედის ცრემლებზე ამოსული იების სუნთქვით გულაჩქარებული მიწა.
მიწა, რომელიც ყოვლადწმინდა ღთისმშობელს ეკუთვნის...
მიწა, რომელიც ახლა სიწმინდეს ისე ითხოვს, როგორც არასდროს!!!
მესმის შენი, ქართულო მიწავ!!!
წმინდა მიწავ!!!
ძალიან ვნანობ, რომ ცუდი ნაკვალევი დაგიტოვე...ძალიან ვნანობ...
ვგრძნობ, თუ როგორ გტკივა ჩვენი ყოველი ცოდვა წმინდა მიწავ...
სიბილწე, შური, ბოღმა სიცრუე, ღალატი...
და ვინ მოსთვლის კიდევ რას ვაკეთებთ...
როგორ დაგაბიჯო ფეხი ქართულო მიწავ?
როგორ გავიარო შენს ხელებზე ისე, რომ ბავშვივით ვემსუბუქო შენს მხრებს?
გონს მოვიდეთ ქართველნო!!!
საქართველო ხომ ყველას გვიყვარს!!!
როგორ მინდა ეს სიყვარული მხოლოდ სუფრაზე არ გვახსენდებოდეს!!!
ვინ იცის სიმთვრალეში რამდენ სიცრუეს ვბოდავთ?
საკუთარი თავის წარმოსაჩენად, ერთმანეთის დასანახად...
წმინდანებზე და წმინდა სალოცავებზე ვსაუბრობთ...
და რამოდენიმე წუთის შემდეგ იქვე ვიგინებით...
გონს მოვიდეთ ქართველნო!!!
ერთმანეთს კი არა მთავარია ღმერთს დავანახოთ, რომ საქართველო გვიყვარს...
საქართველოს ერთიანობა და სიძლიერე თითოეული ქართველის სიწმინდეში, ღვთის რწმენაში დ სიყვარულშია!!!
აი, ასე დავანახოთ და ვასწავლოთ ერთმანეთს საქართველოს სიყვარული!!!
ვიცხოვროთ ქრისტიანულად!!!
ვილოცოთ საქართველოს გამთლიანებისთვის...
ვეცადოთ ის პირი რომლითაც ვლოცულობთ, და ის გული რომლიდანაც ჩვენი სიყვარული მოდის სუფთა გვქონდეს...გინების და წყევლის გარეშე, ყოველგავარი ბოროტი ზრახვის გარეშე...ასეთი პირიდან და გულიდან წამოსულ ლოცვას ღმერთი უფრო შეისმენს!!!
გავაკეთოთ ეს საქართელოსთვის!!! ივერიის გაბრწყინებისთვის!!!
ვიცხოვროთ წმინდად!
ვაპატიოთ ერთმანეთს, შევინანოთ ჩვენი ცოდვები...
ვილოცოთ...ვიკითხოთ შვიდგზის ლოცვანი( უდიდესი ძალა აქვს)...
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვიცხოვროთ წმინდად, თუ ივერიის გაბრწყინება გვინდა, თუ საქართველოს გაერთიანება გვინდა!!!
ღმერთი ხომ ყოვლისშემძლეა...
წარმოიდგინეთ მთლიანობაში საქართველო, საიდანაც ზეცაში გინება ისმის, წყევლა ისმის ყოველ ნაბიჯზე სიტყვა ,, ვაიმე ისმის"" რამდენი სიცრუე და ღალატი ისმის...
იცით ეს ჩვენ როგორ გვამძიმებს?
15-16 წლის ბავშვების ბინძური ცხოვრება იხილვების...
ურწმუნოება და გადაგვარება ქრისტიანობის( რასაც ჩვენი წინაპრები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდნენ) ისმის...
საქართველოში, თუ საზღვარგარეთ ქართველი ქალის სიწმინდის დამცირება ისმის...როცა ქართველი კაცის კაცობის დამცირება ისმის....
როცა ჩვენი უმადურობა ისმის, რომ საშინელი ცხოვრებაა და ამ ცხოვრებას ვაგინებთ..
თუნდაც ამ მთავრობას ვაგინებთ...
ვილოცოთ, რომ ღმერთმა გვიშველოს, რომ ღმერთმა სწორი არჩევანის ხელმწიფება მოგვმადლოს ჩვენ და ჩვენს მთავრობასაც, რომ საქართველო გადარჩეს და გამთლიანდეს...
გინებით და წყევლით, პოლიტიკაზე უაზრო კამათით ვის რას ვუშველით ხალხნო, თუ კიდევ უფრო არ არ დავამძიმებთ ჩვენს მდგომარეობას?
ნუ ვართ უმადურები, რომ საშინელი ცხოვრებაა, ის კი არა და ღმერთს უნდა ვმადლობდეთ, და დედა ღვთისმშობელს უნდა ვმადლობდეთ, რომ კიდევ ვცოცხლობთ და გვაქვს გადარჩენის შესაძლებლობა ამდენი ცოდვით დაცემის შემდეგ!!! ჩვენ ხომ ქართველები ვართ?!
ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ?
ჩვენი მიწა ხომ წმინდა მიწაა, რომელიც გაბრწყინდება და რომელიც ღვთისმშობელს ეუწყა?
ვცემთ კი პატივს ამ მიწას?
მართლა როგორ დაგაბიჯო ფეხი ქართულო მიწავ...
ხომ განსხვავებულები ვართ?
ხომ ვამაყობთ ამით?
ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება უფლის წინაშე!!!
და რას ვაკეთებთ?
ვინ იცის რას ვიმსახურებთ?
რადგან ვიცით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და მაინც ბოროტებას ჩავდივართ, სიბილწეს ჩავდივართ, ვღალატობთ და ეს ვაჟკაცობად მიგვაჩნია!!!
არ ვცემთ პატივს ღვთისმშობელს, ქრისტიანობას...არ ვცემთ პატივს საქართველოს...ჩვენს წმინდანებს...
ჭეშმარიტად დიდება ღმერთს, ყოვლადწმიდა სამებას რომ არ ვისჯებით...
რომ გვპატიობს...
დიდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ არ იღლება ჩვენი მფარველობით და შუამდგომლობით ქრისტე ღმერთთან!
გონს მოვიდეთ ქართველნო!!!
ვიმოქმედოთ...
ღვთის გულისათვის...საქართველოს გულისათვის, ჩვენი შვილებისთვის...ივერიის გაბრწყინებისთვის!!!
გონს მოვიდეთ და შევინანოთ!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
საქართველოს მფარველი!
ღმერთმა გვიშველოს!!!!
ამინ!

სტამბული, დეკემბრის 16. 2010.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები