ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2011


ვეძებ ადამიანს!

                                                                              „ვეძებ ადამიანს“
                                                                                        დიოგენე


ვგრძნობ, რომ ამ ცხოვრების გავხდი მაწანწალა,
რა ვარ? არაფერი, უფრო - არავინ და
რადგან სურვილები უკვე ჩაიფერფლა,
ალბათ ამიტომაც ჩემთვის მთავარია -
ერთი მაპოვნინა, ერთი! მეტს არ ვითხოვ,
როგორ დავიჯერო, სულაც არ არიან...
მთელი ცხოვრებაა ასე დავდივარ და
მხოლოდ ერთი მიზნით - ვეძებ ადამიანს!
ასე გაგრძელდება, ალბათ დიდი ხანი,
არც ვიცი, გავუძლებ თუ არა ზურგის ქარს,
ადამიანი-თქო, თანაც, მხოლოდ ერთი...
ვიპოვე? ამაზე ნურაფერს ნუ მკითხავ...
ალბათ ამის გამო ჩემზე ქილიკობდნენ,
ბევრმა დამცინა და თავი ამარიდა,
მაგრამ ვბოდიალობ მაინც ჯიუტად და
სურვილშეპყრობილი - ვეძებ ადამიანს...
ვხედავ, ყველაფერი შურმა როგორ გაღრღნა,
უკან დასდევს თუმცა ზოგთა პირფერობა...
შეგვცვლის ვეღარავინ, ვიცით უკვე რადგან, 
რომ ეს, ერთადერთი, ღმერთთან ისჯებოდა...
გავხდი ამ ცხოვრების ბედის მაწანწალა,
ვინ ვარ? არავინ და მეტიც - არაფერი!
ვეძებ ადამიანს მთელი ცხოვრება და
ვნახავ, თუ იქამდე თვითონ გადავრჩები...

ლიკა ოხანაშვილი
27.03.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები