ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

ჩიტბატონა

კიდევ გნახე, როგორ გამიხარდი?!
მომიფრინდი, მომიიავარდდი!
ჩიტბატონავ, ტოტზე ძლივს რომ ჩანდი,
გახსოვს შარშან, მაგ ალუბლის?...-
მაშინ შემიყვარდი!
სად იფრინე მთელი წელიწადი...
რომელ ჭის წყალს, რომელ წყაროს სვამდი?
ისევ ისე დაგიფშვენი მჭადი
ხის ძირს...
-სიზმარივით ახდი!,
ჩიტბატონავ, ჩემო ჩიტბატონავ!
საოცარი ამბავია ჩემს თავს,
შენზე მეტი, ვითომ ჩვენ რატომ ვართ,
ვერ ვისწავლე, ვერ ვასწავლე  ვერც სხვას
სიყვარული...
შენ კი...- თავისთავად,დაფრინავ და
სველი ფრთებით დაგაქვს...
მე რა ვუყო ჩემსას?...
ისევ შენ თუ გადმოგიყრი,
მადლიერი...-სიხარულით კენკავ...
ასე რთული რატომაა სხვებთან?
სულ მარტივი, სულ მარტივი შენთან...
პაწაწინა სიზმარივით ახდი,
სიყვარულო,
ჩემო, ერთადერთავ!
ჩიტბატონავ, ჩემო ჩიტბატონავ!
რაც დამტოვე, მას მერე, მარტო ვარ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები