ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2011


ოღონდაც გადარჩით

მე მის ცხელ სხეულში მატლივით მივძვრები,
თავისი ძარღვებით მკვებავს და მაცხოვრებს
პლანეტა,
რომელსაც ღრუბლების ძონძები
ჩაუცვამს
და სითბოს კოსმოსში მათხოვრობს.

სიცოცხლე მიწაში ჩაყრილი თესლია,
არა ღირს არც ქებად,
არა ღირს აუგად,
უბრალოდ ამქვეყნად ასეთი წესია:
სანამ მადლიერნი მადლობას იტყოდნენ,
ჯერ ჯვარზე გაცვამენ
ან გულში გესვრიან.

წინასწარ ნათქვამი დღეს უნდა გაცხადდეს
და რადგან მომანდეს იუდას მისია,
თოკსა და ლურსმანში ოცდაათ ვერცხლს ვაძლევ.
ეს როლი ჩემია,
სცენარი _ სხვისია.

მაფურთხეთ, დამახრჩვეთ,
დამწყევლეთ უკუნით,
ოღონდაც გადარჩით, _
ოღონდაც მესია
ევნოს და ამაღლდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები